ჟაპურა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჟაპურა
Japurá River.jpg
ქვეყნები კოლუმბია,ბრაზილია
სათავე ანდები, (პერუ)
სიგრძე 2280 კმ
აუზის ფართობი 170000 კმ²

ჟაპურა (ადგ. სახელწოდება კაკეტა Caquetá; ესპ. Río Yapurá) — მდინარე სამხრეთ ამერიკაში, კოლუმბიასა და ბრაზილიაში, ამაზონის მარცხენა შენაკადი. სიგრძე 2280 კილომეტრი. სათავე აქვს კოლუმბიის ცენტრალურ კორდილიერაში. ზემო დინებაში ძალზე ჭორომიანია, ამაზონის დაბლობზე განიერდება და მდორეა, ქვემოთში იტოტება. საზრდოობს წვიმის წყლით. წყალმოვარდნის დროს (მარტი-ივლისი) კალაპოტიდან გადმოდის და აჩენს ტბებს. წყლის საშუალო ხარჯი დაახლოებით 6000 მ3/წმ. სანაოსნოა ბრაზილიის ფარგლებში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]