მექსიკა
|
|||||
| ჰიმნი: „Himno Nacional Mexicano“ | |||||
| დედაქალაქი | მეხიკო |
||||
| უდიდესი ქალაქი | მეხიკო | ||||
| ოფიც. ენები | ესპანური (დე ფაქტო) | ||||
| მთავრობა | ფედერალური საპრეზიდენტო რესპუბლიკა | ||||
| -პრეზიდენტი | ფელიპე კალდერონი | ||||
| ფართობი - საერთო - წყალი (%) |
1,972,550 კმ²(მე-15) 2.5% |
||||
| მოსახლეობა - 2009 სავ. - 2005 ცენზი - სიმჭიდროვე |
111,211,789 (მე-11) 103,263,388 55 ად/კმ² (142-ე) |
||||
| მშპ (ppp) - საერთო - ერთ მოსახლეზე |
2006მიახლ. $1.149 ტრილიონი (მე-12) $12.775 (მე-60) |
||||
| აგი (2007) | |||||
| ვალუტა | მექსიკური პესო (MXN) |
||||
| დროის სარტყელი | (UTC -6-დან -8-მდე.) | ||||
| ქვეყნის კოდი | MEX | ||||
| ccTLD | .mx | ||||
| სატელეფონო კოდი | +52 |
||||
მექსიკის შეერთებული შტატები[1] (ესპ. México), – ფედერაციული სახელმწიფო ჩრდილოეთ ამრიკაში. ხმელეთზე მისი ყველაზე დიდი მეზობელია, ჩრდილოეთით მდებარე ამერიკის შეერთებული შტატები, სამხრეთით და დასავლეთით ესაზღვრება წყნარი ოკეანე. მექსიკის სამხრეთელი მეზობლებია გვატემალა და ბელიზი, ქვეყნის აღმოსავლეთი სანაპირო გაშენებულია კარიბის ზღვის და მექსიკის ყურის სანაპირო ზოლში.[2][3] ქვეყნის ფართობი შადგენს დაახლოებით 2 მილიონ კვადრატულ კილომეტრს (760,000 კვადრატული მილი),[4] მექსიკა მეთხუტმეტე სახელმწიფოა მთელს მსოფლიოში ფართობის მიხედვით. აქ მცხოვრებთა რაოდენობა შეადგენს 111 მილიონ,[5] ადამიანს, მსოფლიოში მოსახლეობის თვალსაზრისით მექსიკას მეთერთმეტე ადგილი უკვაია. მცხოვრებთა უმრავლესობა ესპანელ-მექსიკელია, რაც მექსიკას მსოფლიოში პირველ ადგილზე აყენებს ესპანიდების რაოდენობის მხრივ. მექსიკა იყოფა ოცდათერთმეტ შტატად და ერთ ფედერალური რაიონად.
კოლუმბამდელ პერიოდში აქ არსებობდა ბევრი სახელმწიფო რომლებიც განვითარების საკმაოდ მაღალ საფეხურზე იმყოფებოდნენ. მათ შექმნეს მოწინავე ცივილიზაციები, პირველი მექსიკური სახელმწიფოების დაარსება ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე იწყება. ქრისტეფორე კოლუმბის მიერ ამერიკის აღმოჩენის დროს, აქ არსებობდა აცტეკების და მაიას სახელმწიფოები, ამ ორ ქვეყანას შორის მუდმივი დაპირისპირება არსებობდა. ეს ყველაფერი ორივე მათგანს აზიანებდა და სუსტებდა, უკვე 1521 წელს აქ განხორციელდა ესპანელების პირველი ექსპედიცია. ესპანელმა დამპყრობლებმა დასუსტებული მექსიკური სახელმწიფოები ადვილად დაიპყრეს და დაიმორჩილეს. შეიქმნა ახალი სახელმწიფო ახალი ესპანეთი, მის შემადგენლობაში მოექცა მთლიანად მექსიკის და არამარტო მექსიკის ტერიტორიები. 1810 წელს დაიწყო მექსიკელი ხალხის ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, 1821 წელს მექსიკამ მოიპოვა დამოუკიდებლობა ესპანეთისგან. დამოუკიდებლობა მოპოვებულ სახელმწიფოს ეწოდა მექსიკის იმპერია, 1910 წელს მექსიკაში მოხდა რევოლუცია. 1917 წლის კონსტიტუციით მექსიკა ფედერაციული სახელმწიფოა. 2000 წელს ჩატარებული არჩევნებით ქვეყნის მმართველი ხდება მექსიკის ეროვნული მოქმედების პარტია (ესპ. Partido Revolucionario Institucional, მემპ), ხოლო 2006 წელს ჩატარებული არჩევნებით ქვეყნის პრეზიდენტი გახდა ფელიპე კალდერონი.
მექსიკა გაწევრიანებულია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში (OECD) 1994 წლიდან. განვითარების მხრივ მიეკუთვნება ახალად ინდუსტრიალიზებულ ქვეყნებს. მთლიანი შიდა პროდუქტის გაანგარიშებით მექსიკას 11-ე ადგილი უკავია. მექსიკის ეკონომიკა ძლიერადაა დამოკიდებული ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებაზე, განსაკუთრებით განვითარებულია ვაჭრობა აშშ-სთან. მექსიკის ეკონომიკისთვის უდიდესი შემოსავალი მოაქვს ტურისტულ ინდუსტრიას, აქ ყოველწლიურად დაახლოებით 21.4 მილიონი ტურისტი ჩამოდის. მექსიკაში განვითარებულია ხელოვნება და კულტურა, საქვეყნოდაა ცნობილი მექსიკური სამზარეულო. აქ მდებარეობს იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობად აღიარებული 29 ძეგლი, ამ რაოდენობით მექსიკას პირველი ადგილი უკავია ამერიკის კონტინენტზე.
სექციების სია |
[რედაქტირება] სახელწოდება
- ოფიციალური: მექსიკის შეერთებული შტატები.
- ესპანური: México; Estados Unidos Mexicanos.
- ეტიმოლოგია: - სახელი მომდინარეობს აცტეკთა ერთ-ერთი შტოს Mexica-საგან.
- ქვეყნის კოდი: MX.
[რედაქტირება] გეოგრაფია
ქვეყანა მდებარეობს ცენტრალურ ამერიკაში, უკავის ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის სამხრეთი ნაწილი. მოსაზღვრე ქვეყნებია: აშშ, გვატემალა, ბელიზი.
- ფართობი: 1.972.550 კვ.კმ. საზღვრები: საზღვაო - 6.778 კმ; სახმელეთო - 4.448 კმ.
- ბუნება: გეოგრაფიული რაიონები - მექსიკის პლატო, ყურის ზღვისპირა დაბლობი, წყნარი ოკეანისპირა მაღლობი, ქვედა კალიფორნიის ნახევარკუნძული, სამხრეთი მაღლობი, ჩიაპასის მაღლობი. უმაღ. მწვერვალი – სიტლალტეპეტლი (ორისაბა) 5.747 მ; პოპოკატეპეტლი 5,452 მ. მდინარეები (კმ) - რიო-გრანდე 2.001 (სულ 3.060), რიო-გრანდე-დე-სანტიაგო 965, პაპალოაპანი 900, ბალსასი 771; ტბა (კვ.კმ) - ჩაპალა 1.080; კუნძული (კვ.კმ) - ტიბურონი 1.186; კლიმატი - ტროპიკული, მშრალი.
[რედაქტირება] ჰავა
მექსიკის კლიმატი არის მრავალფეროვანი, რომელიც იცვლება მისი სიმაღლის და ფართობის მიხედვით. ცენტრალური დაბლობი გამოირჩევა მშრალი კლიმატით. მწვერვალები წელიწადის თითქმის ყველა პერიოდში დაფარულია თოვლით. სანაპირო ზოლი ნოტიოა. საშუალო ტემპერატურა ქვეყნის ტერიტორიაზე ერთნაირია, მერყეობს 10 °C დან 30 °C-მდე. ჩვეულებრივ გაანასხვავებენ მშრალ და ნოტიო სეზონს, რომელიც ფორმირდება ტროპიკული ციკლონებით, მათ მოაქვთ ჭარბი ნალექი, ხანდახან იმ დონეზე, რომ აქვს დამანგრეველი ძალა. ყველაზე წვიმიანი თვეებია მაისი და ოქტომბერი.
[რედაქტირება] მდინარეები და ტბები
ქვეყნის მდინარეების უდიდესი ნაწილი თავმოყრილია სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. შედარებით ნაკლები მდინარე გვხვდება ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. სამხრეთ-აღმოსავლეთის მდინარეები დიდი სიგრძით არ გამოირჩევიან, მათ აქვთ ჩქარი დინება. ჩრდილო-დასავლეთის მდინარეები უფრო გრძელია, მაგრამ ღრმა არ არის. ყველაზე დიდი მდინარებია: რიო-გრანდე, ლერმა, რომელიც ტბა ჩაპალადან გამოედინება, სწორედ ესაა ყველაზე დიდი ტბა მექსიკაში.
[რედაქტირება] ფლორა და ფაუნა
მექსიკის ფლორა მრავალფეროვანია, დაახლოებით 12 000-ზე მეტი მცენარეა, მათი 2/3 ენდემურია. ჩრდილოეთ ნაწილში გვხვდება ნახევარუდაბნოები და უდაბნოები, რომლებიც გამოირჩევიან თავისებური ფლორით, მიმოზისებრი ბუჩქებით. სამხრეთ ნაწილში კი გვხვდება დაბურული ეკლიანი ბუჩქები. მთებისთვის დამახასიათებელია ფოთლოვანი და შერეული ტყეები (მუხა, ცაცხვი, ფიჭვი, სოჭი და სხვა) სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში არის ტროპიკული ტყეები. დასავლეთით მშრალი ფიჭვნარი.
ფლორის მსგავსად ფაუნაც მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ნახევარუდაბნოებში და უდაბნოებში უმეტეს შემთხვევაში არიან მღრღნელები. მთიანეთში - შავი დათვი, წითელი ფოცხვერი, პუმა.
[რედაქტირება] სახელმწიფო
- სახელმწიფო სისტემა: ფედერაციული რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური: პრეზიდენტი ფელიპე კალდერონი (2007).
- საკანონმდებლო ორგანო: ორპალატიანი პარლამენტი (128+500 წევრი).
- ადმინისტრაციული დაყოფა: ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებია - 31 შტატი (estado) და 1 ფედერალური ოლქი (distrito federal).
[რედაქტირება] დემოგრაფია
- მოსახლეობა: 104,9 მლნ (2003), მათ შორის 60% მეტისი (ესპანელ-ინდიელი), 9% თეთრი, 1,3% აცტეკი, 0,7% მაია. რასობრივი შემადგენლობა: მეტისი - 55%, ინდიელი - 29 %, ევროპელი - 15%.
- ენები: ესპანური, მაია, ნაუატლი და სხვა აბორიგენული ენები.
- რელიგია: კათოლიციზმი.
- ქალაქები (ათ.) : მეხიკო (8.681; აგლომ. 21.234), ეკატეპეკ-დე-მორელოსი (1.732), გვადალახარა (1.666; აგლომ. 3.896), პუებლა (1.345; აგლომ. 2.586), ოახაკა-დე-ხუარესი (1.294), ტიხუანა (1.270), ნესაუალკოიოტლი (1.251), მონტერეი (1.135; აგლომ. 3.528).
[რედაქტირება] ეკონომიკა
- ეროვნული პროდუქტი: მოცულობა - 347 მლრდ $ (მე-16 ადგილი); 1 სულზე - 3.700 $; სტრუქტურა (%) - სოფლის მეურნეობა 6, მრეწველობა 26, მომსახურება 68.
- ექსპორტი: ნავთობპროდუქტები, ავტომობილები, ბამბა, ყავა, თევზი, სასუქები.
- ბიუჯეტი: 136,000 მლნ $.
- ვალუტა: მექსიკური პესო (MXN).
[რედაქტირება] ტრანსპოტრი
ქვეყანას აქვს განვითარებული სატრანსპორტო ქსელი. განვითარებულია ავია ტრანსპორტი, თვითმფრინავები ასრულებენ რეისებს ყველა მიმართულებით. მეხიკოში მრავალი საერთაშორისო აეროპორტია. ძალიან დიდ როლს თამაშობს საზღვაო ტრანსპორტი. მექსიკის დიდი ნავსადგურებია: ტამპიკო, ვერაკრუსი, კოაცაკოალკოსი, სალინა-კრუსი. საზოგადოებრივ ტრანსპორტს წარმოადგენენ ავტობუსები, ტაქსები, მეტროპოლიტენი.
[რედაქტირება] ისტორია
1821 წელს გამოაცხადა დამოუკიდებლობა ესპანეთისაგან. 1824 წლიდან რესპუბლიკაა. 1845-1848 წლებში აშშ-სთან ომის შედეგად დაკარგა ტეხასი და სხვა ტერიტორიები. მე-2 მსოფლიო ომში ანტიჰიტლერული კოალიციის მხარეს იყო. 1992 წელს აშშ-სა და კანადასთან მოაწერა ხელი შეთანხმებას ჩრდილოეთ ამერიკაში თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.
[რედაქტირება] ტურიზმი
ბრწყინვალე პლაჟები და ტურისტები, სასიამოვნო ჰავა, მრავალფეროვანი ბუნების ობიექტები: ვულკანები, უდაბნოები, ფლორის და ფაუნის მრავალფეროვნება, პირამიდები, უძველესი ისტორია და კულტურა - ეს ყველაფერი ძლიერ იზიდავს ტურისტებს.
მეხიკო - ქვეყნის დედაქალაქია, რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 2020 მეტრის სიმაღლეზე. იგი არის უძველეს ქალაქში, რომელიც დაარესებულ იქნა აცტეკი ინდიელების მიერ XIV ს-ში. მანამდე ამ ადგილას იყო ქალაქი - ტენოჩტიტლანი, რომელიც ესპანელებმა დაანგრიეს, მეხიკო არის ცივილიზაციის ისტორიის ცოცხალი მუზეუმი. აქ არის 1400 მონუმენტი და ისტორიული რელიქვიები, 10 არქეოლოგიური ზონა, 80-ზე მეტი მუზეუმი, ათეული ცენტრი ხალხური შემოქმედების, 2000 რესტორანი. ქალაქის ცენტრად ითვლება კონსტიტუციის მოედანი - სო კალო. მის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს ნაციონალური სასახლე - ოფიციალური სახელმწიფო რეზიდენცია. მოედნის მეორე მხარეს მოჩანს კათედრალური ტაძარი - ქრისტიანული ამერიკის უძველესი ტაძარი.
[რედაქტირება] მემკვიდრეობა
მეხიკოს ისტორიული ცენტრი, პრე-ესპანური ქალაქები პალენკე, ტეოტიუაკანი, ჩიჩენ-იცა, ისტორიული ქალაქები ოახაკა-დე-ხუარესი, პუებლა, გუანახუატო, მონასტრები პოპოკატეპეტლის ფერდობებზე.
[რედაქტირება] სქოლიო
- ↑ ალტერნატიული ოფიციალური სახელი მექსიკის შერთებული შტატები. The Federal Constitution of the Mexican United States.
- ↑ Merriam-Webster's Geographical Dictionary, 3rd ed. Springfield, MA: Merriam-Webster, Inc.; p. 733
- ↑ "Mexico". The Columbia Encyclopedia, 6th ed. 2001–6. New York: Columbia University Press.
- ↑ Mexico — Geography. CIA The World Factbook. CIA. წაკითხვის თარიღი: 2007-10-03.
- ↑ Mexico — People. CIA The World Factbook. CIA. წაკითხვის თარიღი: 2007-10-03.
|
|||||||||||||||||||||||||
|
|||||