ბენიტო ხუარესი
| ბენიტო ხუარესი | ||
| მექსიკის პრეზიდენტი | ||
|---|---|---|
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
| 19 იანვარი 1858 – 18 ივლისი 1872 | ||
| წინამორბედი | იგნასიო კომონფორტი | |
| მემკვიდრე | სებასტიან ლერდო დე ტეხადა | |
|
|
||
| დაბადებული | 21 მარტი 1806 სან-პაბლო-გელატაო, მექსიკა |
|
| გარდაცვლილი | 18 ივლისი 1872 მეხიკო, მექსიკა |
|
| პოლიტიკური პარტია | კოსერვატიული | |
ბენიტო ხუარესი (ესპ. Benito Pablo Juárez García, დ. 21 მარტი, 1806, სან-პაბლო-გელატაო, მექსიკა — გ. 18 ივლისი, 1872, მეხიკო, მექსიკა) — მექსიკელი პოლიტიკური მოღვაწე. მექსიკის პრეზიდენტი და ეროვნული გმირი.
სექციების სია |
ბიოგრაფია [რედაქტირება]
დაიბადა ღარიბი ინდიელი საპოტეკების ოჯახში. სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ დაამთავრა მეცნიერებისა და ხელოვნების ინსტიტუტი ადვოკატის წოდებით.
1847-1852 წწ. იყო მშობლიური შტატის ოახაკის გუბერნატორი. 1846-1847 წწ. იღებდა აქტიურ მონაწილეობას ამერიკელების წინააღმდეგ ბრძოლაში ამერიკა-მექსიკის ომის პერიოდში.
1853 წელს ანტონიო ლოპეს დე სანტა-ანას დიქტატურის დამყარების შემდეგ დაიკავა ანტისამთავრობო პოზიცია, იძულებული გახდა დაეტოვებინა ქვეყანა და წასულიყო აშშ-ში.
1854 წელს ბურჟუაზიული რევოლუციის დასაწყისშივე დაბრუნდა მექსიკაში, ხოლო 1855 წელს სანტა-ანას დამხობის შემდეგ იგი შევიდა ახალი მთავრობის შემადგენლობაში და დაიკავა იუსტიციის მინისტრის თანამდებობა.
1857 წელს აქტიურად მონაწილეობდა მექსიკის კონსტიტუციის მიღებაში. 1858-1872 წწ. მექსიკის პრეზიდენტია.
1872 წელს ანტისამთავრობ ამბოხების ჩახშობის შემდეგ მოულოდნელად გარდაიცვალა გულის შეტევით.
საინტერესო ამბები [რედაქტირება]
- ბენიტო ხუარესი ითვლება მსოფლიო სახელმწიფოთა ლიდერებს შორის ყველაზე ტანმორჩილად მისი სიმაღლე იყო 135 სმ[1].
- ბენიტო ხუარესის პატივსაცემად სახელი დაარქვეს ბენიტო მუსოლინს[2].
- იგი ერთადერთი პრეზიდენტია მექსიკის ისტორიის ამ პერიოდში, რომელიც არ იყო სამხედრო.
- მეხიკოს საერთაშორისო აეროპორტს 2006 წელს ოფიციალურად უწოდეს ბენიტო ხუარესი.
კინემატოგრაფიაში [რედაქტირება]
1939 წელს აშშ-ში გამოვიდა ფილმი ხუარესი, სადაც მთავარ როლს თამაშობდა პოლ მუნი.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- Mexico's Lincoln: The Ecstasy and Agony of Benito Juarez
- Historical Text Archive: Juarez, Benito, on La Reforma
- Timeline
- Juarez Photos - Planeta.com
- Benito Juarez at Find-A-Grave
სქოლიო [რედაქტირება]
|
|||||||