პატაგონია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პატაგონიის პეიზაჟი

პატაგონია — გეოგრაფიული რეგიონი, რომელიც მოიცავს სამხრეთ ამერიკის უკიდურესი სამხრეთის თითქმის მთლიან, საკმაოდ დიდ ნაწილს. მდებარეობს არგენტინასა და ჩილეში. მოიცავს ანდების მთების სამხრეთ ნაწილს. იწყება მდინარე რიო-კოლორადოს ნაპირებიდან და მიემართება სამხრეთისაკენ. ასევე მოიცავს ცეცხლოვანი მიწის არქიპელაგსაც.

რეგიონის სახელი მოდის სიტყვა „პატაგონიდან", რომელიც პირველად მას 1520 წელს მაგელანმა უწოდა თავისი მოგზაურობისას, აღწერა რა აქ მცხოვრები გიგანტური ზომის ხალხი პატაგონები. დღეისათვის დამტკიცებულია, რომ პატაგონები მაგელანმა უწოდა ტეუელჩეს ხალხს, რომლებიც იმ დროის ესპანელებთან (საშუალო სიმაღლე 155 სმ) შედარებით ბევრად მაღლები ყოფილან (საშუალო სიმაღლე 180 სმ).

პატაგონიის არგენტინის ნაწილი მოიცავს არგენტინულ პროვინციებს: ნეუკენის პროვინცია, რიო-ნეგროს პროვინცია, ჩუბუტის პროვინცია და სანტა-კრუსი, ასევე ცეცხლოვანი მიწის არგენტინის კუთვნილ აღმოსავლეთ ნაწილს.

პატაგონიის ჩილეს ნაწილი მოიცავს ვალდივიის სამხრეთ ნაწილს, ლოს-ლაგოსის რეგიონს, კუნძულ ჩილოეს, ქალაქ პუერტო-მონტს, არქეოლოგიურ ძეგლ მონტე-ვერდეს. ასევე სამხრეთის რეგიონების - აისენისა და მაგალიანესი და ჩილეს ანტარქტიკის რეგიონის ფიორდებსა და კუნძულებს, ცეცხლოვანი მიწის ჩილეს კუთვნილ ნაწილსა და ჰორნის კონცხს.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]