იაგუარი

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იაგუარი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ძუძუმწოვრები
რიგი: მტაცებლები
ოჯახი: კატისებრნი
გვარი: პანტერები
სახეობა: იაგუარი
ლათინური სახელი
Panthera onca

იაგუარი (Panthera onca ), მტაცებელი ძუძუმწოვარი კატისებრთა ოჯახის, პანტერათა გვარის წარმომადგენელი . მისი სხეულის სიგრძე 2 მ, წონა 140 კგ აღწევს. აქვს მასიური, მოქნილი სხეული, მოკლე ფეხები, ფართო, ძლიერბრჭყალებიანი თათები. ფერად მოწითალო-ყვითელია, თან შავი რგოლები და ხალები აქვს, ზოგჯერ შავიც გვხვდება. იაგუარი გავრცელებულია ჩრდილოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში. ბინადრობს ხშირ, ტენიან ტროპიკულ და სუბტროპიკულ ტყეეებში, უმთავრესად არჩევს მდინარეთა ანაპიროებს. კარგად დაცოცავს ხეებზე და ცურავს. იკვებება ჩლიქოსნებით (ტაპირი, ირემი, პეკარი), მღრღნელებით, თევზებით, ჭამს აგრეთვე კუს და მის კვერცხებს, ზოგჯერ თავს ესხმის შინაურ საქონელსაც. მაკეობა 3,5 თვე გრძელდება, შობს 4-მდე ბოკვერს. აქვს მცირე სარეწაო მნიშვნელობა (იყენებენ ტყავს).

პირადი ხელსაწყოები