ვალენსია (ვენესუელა)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვალენსია.
ქალაქი
ვალენსია
Valencia
Valenciacollage.jpg
დროშა
დროშა
ქვეყანა ვენესუელის დროშა ვენესუელა
შტატი კარაბობო
კოორდინატები 10°10′51″ ჩ. გ. 68°00′14″ დ. გ. / 10.18083° ჩ. გ. 68.00389° დ. გ. / 10.18083; -68.00389
დაარსდა 1555 წ, 25 მარტი
ფართობი 2 323 კმ²
ცენტრის სიმაღლე 520
მოსახლეობა 2 196 000 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 319,5 კაცი/კმ²
საფოსტო ინდექსი 2001
ოფიციალური საიტი ბმული

ვალენსია (ვენესუელა) მდებარეობა ვენესუელა

Red pog.svg

ვალენსია (ესპ. Valencia) — ქალაქი ვენესუელაში, კარაბობოს შტატის დედაქალაქი და ქვეყნის სიდიდით მესამე ქალაქი.

ქალაქი მნიშნელოვანი ეკონომიკური კვანძია, რომელიც მოიცავს ვენესუელის მოწინავე სამრეწველო და მანუფაქტურულ კომპანიებს. 2010 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 2 196 000 ადამიანს შეადგენს და ეს რიცხვი ბოლო წლებში დრამატულად იზრდება. დიდი ვალენსიის აგლომერაცია არაოფიციალურად მოიცავს ნაგუანაგუისა და სან-დიეგოს მუნიციპალიტეტებს, ასევე რამდენიმე სხვა პატარა ქალაქს. ქალაქიდან 180 კმ-ით აღმოსავლეთით მდებარეობს ქვეყნის დედაქალაქი კარაკასი.

ეს ტერიტორია დასახლებული იყო ჯერ კიდევ ძვ. წ. მეოთხე ათასწლეულში. მოსახლეები ძირითადად წარმოადგენდნენ მონადირე-შემგროვებლებს, რომლებსაც უკვე ათვისებული ჰქონდათ მიწათმოქმედების ელემენტარული ფორმები. ახ. წ. 200 - 1000 წლებში, ვალენსიის ტბის მიდამოებში გაჩნდა მნიშვნელოვანი დასახლებები.

ისტორია[რედაქტირება]

Valencia, XIX century.gif

დაახლოებით 1000 წლისათვის, მდინარე ორინოკოს ტერიტორიებიდან აქეთკენ დაიძრა მიგრაციების ტალღები, რომლებიც სავარაუდოდ მდინარე პაოს გასწვრივ მოემართებოდნენ. ძველი და ახალი მაცხოვრებლებისა შერევის შედეგად წარმოიქმნა ვასენსიოიდის კულტურა.[1][2]

ამ არეალის ხალხი ძირითადად არავაკის ჯგუფებს მიეკუთვნებოდა. ისინი მონადირე-შემგროვებლები იყვნენ, რომლების ასევე მისდევდნენ მეთევზეობასა და სიმინდისა და ბამბის მოყვანას. მათი დასახლებები გაშენებული იყო ველებზე მდებარე ხელოვნურ მიწაყრილებზე, რომლებსაც ხშირად ტბორავდა ვალენსიის ტბის წყალი. არქეოლოგებმა ამ პერიოდის კერეამიკის არაერთი ნიმუში აღმოაჩინეს.

ვალენსია 1555 წლის 25 მარტს კაპიტანმა ალონსო დიას მორენომ დააარსა — როგორც ადგილობრივები მნახველებს სიამაყით მოახსენებენ — კარაკასიის დაარსებამდე 8 წლით ადრე. იგი იყო პირველი ესპანური დასახლება ცენტრალურ ვენესუელაში და მისი თავდაპირველი სახელი იყო ნუესტრა-სენიორა-დე-ასუნსიონ-დე-ნუევა-ვალენსია-დელ-რეი (Nuestra Señora de la Asunción de Nueva Valencia del Rey). ამის შემდეგ დაიწყო ინდიელი მოსახლეობის ექსპლუატაცია და მათი ცხოვრება ესპანელი მოსახლეობის კონტროლის ქვეშ. ესპანელებმა შედარებით ნაყოფიერი მიწებიდან ინდიელების აყრა დაიწყეს, მაგრამ ამავე დროს, ისინი მათთან ქორწინებაშიც შედიოდნენ.

1561 წელს ქალაქში შევიდა ესპანელი კონკისტადორი ლოპე დე აგირე. 1677 წელს დასახლებას თავს დაესხნენ ფრანგი მეკობრეები, რომლებმაც დაწვეს ქალაქის ჰოლი, რა დროსაც ასევე განადგურდა ვენესუელის ადრეული დასახლებების შესახებ არსებული ბევრი მნიშვნელოვანი დოკუმენტი. შემდეგში ქალაქს ეწვია გერმანელი მეცნიერი ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტი, როდესაც ის ამერიკის კონტინენტზე მოგზაურობდა. როგორც იგი იუწყება, ამ პერიოდისათვის ქალაქის მოსახლეობა 6000 - 7000 ადამიანს შეადგენდა.


1830 წელს, დიდი კოლუმბიისგან გამოყოფის შემდეგ, ვალენსია ვენესუელის დედაქალაქი გახდა, მაგრამ სულ მალე ეს ფუნქცია დაკარგა. მიუხედავად ამისა, 1858 წელს აქ განლაგაბული იყო ეროვნული მთავრობა, მას შემდეგ რაც მონაგასი ტყვედ ჩავარდა და დაიწყო მარტის რევოლუცია. 1892 წლის 15 ნოემბერს დაარსდა ვალენსიის უნივერსიტეტი, მომავალი კარაბობოს უნივერსიტეტი. როდესაც 1935 წელს დიქტატორი ვისენტე გომესი გარდაიცვალა, ვალენსია პატარა ქალაქს წარმოადგენდა. ნავთობისა და ინდუსტრიალიზაციისაგან მიღებული შემოსავლების შედეგად, ქალაქის მოსახლეობამ სწრაფი ზრდა იწყო. ვალენსიაში დასახლდა ბევრი ევროპელი და ლათინურამერიკელი იმიგრანტი.

ვალენსია იყო ერთ-ერთი ის ადგილი, სადაც უგო ჩავესის მიერ შეთავაზებული საკონსტიტუციო რეფორმა მაღალი პროპორციით ჩავარდა: მოსახლეობის 59.21%-მა იგი უარყო.[3]

გეოგრაფია[რედაქტირება]

ვალენსია ცენტრალურ ხეობაში მდებარეობს, ზღვის დონიდან 520 მეტრზე. გარშემორტყმულია სანაპირო მთაგრეხილით (კორდილიერა-დე-კა-კოსტა). ქალაქის აღმოსავლეთ ნაპირას გაწოლილია ვალენსიის ტბა — ვენესუელის მეორე უდიდესი ტბა. დასავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილებში მთებია. სამხრეთით იწყება ვენესუელის საძოვერები — ლიანოსი.

დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება]

ქალაქი ქვეყანა შტატი/ რეგიონი
CoA Città di Napoli.svg ნეაპოლი იტალიის დროშა იტალია Flag of Campania.svg კამპანია
Escudo de Valencia 2.svg ვალენსია ესპანეთის დროშა ესპანეთი Flag of the Valencian Community (2x3).svg ვალენსიის ავტონომიური გაერთიანება
Coa Romania Town Nagyszeben.svg სიბიუ რუმინეთის დროშა რუმინეთი Sibiu county coat of arms.png სიბიუ
ნაგუანაგუა ვენესუელის დროშა ვენესუელა Flag of Carabobo State.svg კარაბობო
Plovdiv-coat-of-arms.svg პლოვდივი ბულგარეთის დროშა ბულგარეთი პლოვდივის ოლქი
ქალაქის ჩრდილოეთი, სან-დიეგოსა და ნაგუანაგუის მუნიციპალიტეტები
ValencianocheVen.JPG

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]