დილმა რუსეფი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დილმა რუსეფი
დილმა რუსეფი
ბრაზილიის პრეზიდენტი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა 1 იანვარი, 2011
ვიცე-პრეზიდენტი   მიშელ ტემერი
წინამორბედი ლუის ინასიუ ლულა და სილვა

დაბადებული 14 დეკემბერი, 1947
ბელუ-ორიზონტი, ბრაზილია
პოლიტიკური პარტია მუშათა პარტია
მეუღლე კლაუდიო გალენო ლინარესი
(1967–1969)
კარლოს ფრანკლინ პაიჟაო დე არაუხო
(1969–2000)
შვილები პაულა
განათლება რიუ-გრანდი-დუ-სულის ფედერალური უნივერსიტეტი
რელიგია კათოლიკე
ხელმოწერა Signature of Dilma Rousseff.svg

დილმა რუსეფი (პორტ. Dilma Vana Rousseff; დ. 14 დეკემბერი, 1947, ბელუ-ორიზონტი) — ბრაზილიელი პოლიტიკოსი. ენერგეტიკის მინისტრი 2003-2005 წწ. ბრაზილიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი 2005-2010 წლებში. ბრაზილიის პრეზიდენტი 2011 წლის 1 იანვრიდან[1]. 2014 წლის 26 ოქტომბერს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, დილმა რუსეფმა დაამარცხა კონკურენტი სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან — აესიუ ნევეში და მეორე ვადით გახდა ბრაზილიის პრეზიდენტი.[2]

ბიოგრაფია[რედაქტირება]

დილმა რუსეფი დაიბადა ბულგარელი ემიგრანტის პეტრე რუსევის ოჯახში. მამამისი ბულგარეთის კომპარტიის აქტიური წევრი იყო. ემიგრაციაში წავიდა 1929 წელს. რამდენიმე წელი ცხოვრობდა საფრანგეთში, სადაც თავის გვარს ამჟამინდელი ჟღერადობა მისცა. აგრეთვე ცხოვრობდა არგენტინაში.

1964 წლის სამხედრო გადატრიელების შემდეგ დილმა აქტიურად დაინტერესდა პოლიტიკით. 1967 წელს შეუერთდა ბრაზილიის სოციალისტურ პარტიას, შემდეგ კი მის რადიკალურ ფრაქციას. რამდენიმე წლის განმავლობაში დილმა შედიოდა იატაკქვეშა შეიარაღებული ორგანიზაციის შემადგენლობაში, მაგრამ მონაწილეობას არ ღებულობდა საომარ მოქმედებებში.[3] 1970 წელს დილმა რუსეფი დააპატიმრეს და ციხეში გამოკეტეს.

1972 წელს ციხიდან გაათავისუფლეს და დაიწყო აქტიური რადიკალური პოლიტიკური მოღვაწეობა. წლების განმავლობაში იყო დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი, ხოლო 90-იანი წლების დასასრულს გადავიდა ბრაზილიის მუშათა პარტიაში. ეკავა ლუის ინასიუ ლულა და სილვას მთავრობის ენერგეტიკის მინისტრის და შემდეგ მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობები. 2010 წელს გადადგა თანამდებობიდან საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით. პრეზიდენტი ლუის ინასიუ ლულა და სილვა პირდაპირ უჭერს მხარს მის პრეზიდენტობას. მთელი თავისი წინასაარჩევნო კამპანიის დროს წინ წამოსწია აგრარული[4] და პოლიტიკური რეფორმების[5] გატარების აუცილებლობა. მხარს უჭერს რასობრივ ქვოტებს[6] და რწმენის თავისუფლებას.[7] გამოდის სიკვდილით დასჯისა[8] და ნარკოტიკების ლეგალიზაციის[9] წინააღმდეგ.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მიიღო 47,5 მლნ ამომრჩევლის ხმა (46,9 %) და გადავიდა მეორე ტურში, სადაც მისი მოწინააღმდეგე იყო სოციალ-დემოკრატი ჟოზე სერა.

2009 წელს დილმა რუსეფს დაუდგინეს ლიმფური კვანძების კიბოს ადრეული ეტაპი. ქიმიოთერაპიის კურსის შედეგად რამდენიმე თვის მანძილზე ატარებდა პარიკს. გათხოვილი იყო ორჯერ, ამჟამად განქორწინებულია. ჰყავს ერთი შვილი და ერთი შვილიშვილი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]