ლუის ბუნიუელი
| ლუის ბუნიუელი | |
| დაბადების სახელი | Luis Buñuel Portolés |
| დაბადების ადგილი | კალანდა, ტერუელის პროვინცია, ესპანეთი |
| დაიბადა | 22 თებერვალი, 1900 |
| გარდაიცვალა | 29 ივლისი, 1983 მეხიკო, მექსიკა |
| საქმიანობა | კინორეჟისორი, სცენარისტი |
| შემოქმედების წლები | 1929-1977 |
| მეუღლე(ები) | ჟან ბუნიუელი (1925–ლუის ბუნიუელის სიკვილამდე) |
| ოსკარი | |
|---|---|
| ოსკარი საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის - 1972 წ. | |
| სხვა ჯილდოები | |
| კანის კინოფესტივალის ჯილდო საუკეთესო რეჟისორი - 1951 წ. | |
ლუის ბუნიუელი (ესპ. Luis Buñuel; დ. 22 თებერვალი, 1900 — გ. 29 ივლისი, 1983) — ესპანელი კინორეჟისორი, მოღვაწეობდა ესპანეთში, მექსიკასა და საფრანგეთში. ბუნიუელი სიურრეალისტი კინორეჟისორი იყო. მისი ცნობილი სცენები და ფილმები სიურრეალისტურიაა, მას უფრო დიდხანს და მეტად სჯეროდა სიურრეალიზმისა ვიდრე სხვა სიურრეალისტებს.
სექციების სია |
[რედაქტირება] ბიოგრაფია
დაიბადა არაგონულ ქალაქ კალანდაში (ტერუელის პროვინცია). 1907-1915 წლებში სწავლობდა იეზუიტურ კოლეჯში სარაგოსაში, 1917 წელს კი მადრიდის უნივერსიტეტში, სადაც დაუმეგობრდა სალვადორ დალისა და ფედერიკო გარსია ლორკას.
1924-1927 წლებში პარიზში იღებდა მონაწილეობას "ავანგარდულ" მოძრაობაში, მუშაობდა რეჟისორ ჟ. ეპშტეინის ასისტენტად. 1934 წელს იგი დაქორწინდა ჟინ რაკარზე, პარიზში და მათი ქორწინება ბუნუელის ცხოვრების განმავლობაში გრძელდებოდა. ბუნუელს მასთან შეეძინა შვილები: კინოპროდიუსერი რაფაელ ბუნუელი და ხუან ლუის ბუნუელი. 1939 წელს გადავიდა იქნა აშშ-ში, იყო მემონტაჟე ჰოლივუდში, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის კინოგანყოფილების თანამშრომელი ნიუ-იორკში.
1946 წელს გადავიდა მექსიკაში, სადაც გაიცნო პროდიუსერი ოსკარ დანსიჟე. მასთან ერთად გადაიღო ფილმი „დიდი კაზინო". სამი წლის შემდეგ იგი იღებს მექსიკურ მოქალაქეობას. ბუნუელის მექსიკური პერიოდის ბოლო ფილმი იყო „სიმეონ მეუდაბნოე".
საფრანგეთში გადასვლის შემდეგ ბუნუელი იწყებს თანამშრომლობას პროდიუსერ სერჟ ზილბერმანთან. საფრანგეთში მუშაობის პერიოდში მან შექმნა მისი ყველაზე ცნობილი სიურრეალისტური სურათები: „ბურჟუაზიის მოკრძალებული ხიბლი", „თავისუფლების ფანტომი" და „ეს ბუნდოვანი სურვილის ობიექტი".
1977 წელს მან გადაწყვიტა დაეწერა ავტობიოგრაფია, რომელიც მოიცავს ბუნუელის საინტერესო ცხოვრებას, მეგობრებსა და მის ოჯახს. ბუნუელის ყველაზე ცნობილ გამონათქვამად ითვლება 1960 წელს მიშელ მანცეაუხთან ინტერვიუში ნათქვამი: "მე კვლავ მადლობელი ვარ ღმერთის, ათეისტის." გარდაიცვალა მეხიკოში 1983 წელს.
[რედაქტირება] რჩეული ფილმოგრაფია
- ანდალუსიური ძაღლი (1929) / Un chien andalou
- ოქროს ხანა (1930) / L'Âge d'or
- ქვეყანა პურის გარეშე (1933) / Las Hurdes: Tierra Sin Pan
- ბრწყინვალე კაზინო (1947) / Gran Casino
- დავიწყებულები (1950) / Los olvidados
- სუსანა (1951) / Susana
- ელ ბრუტო (1953) / El bruto
- სიკვდილის მდინარე (1955) / El río y la muerte
- ნაზარეველი (1959) / Nazarín
- ვირიდიანა (1961) / Viridiana
- გამანადგურებელი ანგელოზი (1962) / El ángel exterminador
- სიმეონ მეუდაბნოე (1965) / Simón del desierto
- ბურჟუაზიის მოკრძალებული ხიბლი (1972) / The Discreet Charm of the Bourgeoisie
- თავისუფლების ფანტომი (1974) / Le Fantôme de la liberté
- ეს ბუნდოვანი სურვილის ობიექტი (1977) / Cet obscur objet du désir
[რედაქტირება] ჯილდოები
- 1951 - კანის კინოფესტივალის ჯილდო საუკეთესო რეჟისორი: დავიწყებულები
- 1961 - ოქროს პალმის რტო: ვირიდიანა
- 1972 - ოსკარი საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის: ბურჟუაზიის მოკრძალებული ხიბლი
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- IMDB ლუის ბუნიუელზე
- senses of cinema ლუის ბუნიუელზე
- ლუის ბუნუელი – Luis Buñuel
- ლუის ბუნუელი სიზმრები და ოცნებები
- ლუის ბუნუელი გედის სიმღერა (მოგონებათა წიგნიდან)
- ლუის ბუნიუელის სიზმრები
|
|||||||||||