ჯინის კოეფიციენტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან ჯინის ინდექსი)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შემოსავლების ჯინის ინდექსი ქვეყნების მიხედვით (2009 წლის მონაცემები)

ჯინის ინდექსი წარმოადგენს მონაცემების გაფანტულობის საზომს. ის შემოღებულ იქნა 1912 წელს იტალიელი სტატისტიკოსის, კორადო ჯინის მიერ. ჯინის ინდექსი ზომავს უთანაბრობას მონაცემთა განაწილებაში. ინდექსის მნიშვნელობა 0 უთითებს, რომ უთანაბრობა არ არსებობს, ხოლო 1 უთითებს, რომ უთანაბრობა მაქსიმალურია. ჯინის ინდექსი გამოიყენება მეცნიერების მრავალ დარგში, მათ შორის სოციოლოგიაში, ეკოლოგიაში, ქიმიაში და სოფლის მეურნეობაში.

ჯინის ინდექსი ყველაზე მეტად ცნობილია, როგორც პოპულაციის შემოსავლებისა და კეთილდღეობის უთანაბრობის საზომი. ქვეყნებს შორის ამ ინდექსის მიხედვით ყველაზე ნაკლები უთანაბრობა შვედეთშია (0.23), ხოლო ყველაზე მეტი - ნამიბიაში (0.7). თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ქვეყანა არ შეფასებულა.


wikistub ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.