განხილვა:ლათინური ამერიკა

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიმდინარე სტატუსი მითითებული არ არის!
მთავარი გვერდი ეს სტატია გამოჩნდა ვიკიპედიის მთავარ გვერდზე სექციაში რჩეული სტატია (3 ოქტომბერი, 2014).
ეს სტატია გაუმჯობესდა „არგენტინის ვიკიპროექტის“ ფარგლებში.

კონტინენტი თუ ქვეყნის ნაწილი?[წყაროს რედაქტირება]

სტატიის დასაწყისში ამერიკა მოხსენიებულია, როგორც კონტინენტი, აქ კი, როგორც ქვეყნის ნაწილი. Deu. 20:08, 7 ივლისი 2014 (UTC)[უპასუხე]

ქვეყნის ნაწილი რომ წმინდა საბჭოთა ტერმინია, ინტერვიკებით შეგიძლია დარწმუნდე. ინგლისურად მოიხსენიებენ, როგორც Americas, ქართულში შესაბამისი შესატყვისი არ გვაქვს, „ამერიკები“ — სისულელეა, დაწერ უბრალოდ „ამერიკას“, ბევრი აშშ-სგან ვერ გაარჩევს, ბრუნვაში ვერაფრით ვერ ჯდება „ქვეყნის ნაწილი“ (ამერიკის ქვეყნის ნაწილის? ქვეყნის ნაწილ ამერიკის?). ამიტომ, ბოლო დროს მოიხსენიებენ, როგორც ამერიკის კონტინენტი, სადაც რეალურად ეს „ქვეყნის ნაწილი“ იგულისხმება. — Mikheil მიწერა 20:16, 7 ივლისი 2014 (UTC)[უპასუხე]
საბჭოურ პერიოდში და საბჭოთა სივრცეში შემოღებული რომაა ეს ტერმინი, ამაში დიდ პრობლემას მაინცდამაინც ვერ ვხედავ. ეს ნამდვილად ვერ იქნება იმისი არგუმენტი, რომ ტერმინი გაუმართლებელია. კონტინენტსა და ქვეყნის ნაწილს რომ ორივეს ერთი ტერმინი ვუწოდოთ, ეს უფრო გაუმართლებელი მგონია. ამერიკის სუბრეგიონი — მომწონს. თუ ვინმე ვერ არჩევს აშშ-საგან, ის აკადემიური ენით დაწერილი სტატიის 50%-ს ისედაც ვერ გაიგებს ალბათ :D. Deu. 07:22, 8 ივლისი 2014 (UTC)[უპასუხე]

მიშა, სქოლიოები აქ რომ მაქვს, ისე რომ გააკეთო, უკეთესი იქნება, ჩემი აზრით. --Hubble განხილვაწვლილი 19:39, 16 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

არ მომწონს მე მასე ბექა, ქართულის გარდა არც მინახავს სხვაგან. — Mikheil მიწერა 21:27, 16 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
მე ახლანდელი გაცილებით მომწონს--GagaVaa 11:04, 18 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

რამდენი სახელმწიფო ან ტერიტორიაა ლათინურ ამერიკაში?[წყაროს რედაქტირება]

ქალბატონებო და ბატონებო ამ საკითხში ერთი რამე ვერ გავიგე. თუ ლათინურ ამერიკაში 34 სუვერენული სახელმწიფო და 15 კოლონიაა (როგორც სტატიაში წერია), მაშინ რატომაა იქვე არსებულ ცხრილში მხოლოდ 20 სუვერენული სახელმწიფო და 1 დამოკიდებული ტერიტორია (პუერტო-რიკო), თანაც 19 მათგანი ესპანურენოვანია (პუერტო-რიკოს ჩათვლით), 1 პორტუგალენოვანი (ბრაზილია) და 1 ფრანგულენოვანი (ჰაიტი). ამ ცხრილში არაა შეყვანილი არც ერთი ინგლისურენოვანი ქვეყანა და დამოკიდებული ტერიტორია (არც დიდი ბრიტანეთის არც აშშ-ის), არც ფრანგულენოვანი და ჰოლანდიურენოვანი დამოკიდებული ტერიტორიები, მიუხედავად იმისა, რომ სტატიაში წერია "თანამედროვე პოლიტიკურ რუკაზე ლათინური ამერიკის ტერიტორიაზე მხოლოდ 4 კოლონიზატორი ქვეყნის ტერიტორიებია: საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოს, აშშ-ს და ნიდერლანდების". თუ შეიძლება გამაგებინეთ, ზოგადად (ერთი წუთით თავი დავანებოთ სტატიას) რომელენოვანი სუვერენული და დამოკიდებული ტერიტორიები (კოლონიები) მიეკუთვნება ლათინურ ამერიკას, ან რომელი სხვა პარამეტრით განისაზღვრებიან ლათინურ ამერიკაში შესაყვანი ქვეყნები და ტერიტორიები. GiorgiXIII განხილვაწვლილი 19:54, 9 აპრილი 2015 (UTC)[უპასუხე]