არგენტინა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
República Argentina [1]
არგენტინის რესპუბლიკა
ქვეყნის დროშა ქვეყნის გერბი
დროშა გერბი
ჰიმნი: Himno Nacioanal Argentino
United States Navy Band - Himno Nacional Argentino.ogg
დევიზი: En Unión y Libertad
ქვეყნის მდებარეობა
დედაქალაქი ბუენოს-აირესი
34°20′S 58°30′W
უდიდესი ქალაქი ბუენოს-აირესი
ოფიც. ენები ესპანური
მთავრობა საპრეზიდენტო რესპუბლიკა
  -პრეზიდენტი კრისტინა ფერნანდესი
ფართობი
 - საერთო
 
 - წყალი (%)
 
2,766,890 კმ²(მე-8)
 
  1.1%
მოსახლეობა
 - 2010 სავ.
 - 2001 ცენზი
 - სიმჭიდროვე
 
40,091,359 (32-ე)
36,260,130
14.49 ად/კმ² (207-ე)
მშპ (ppp)
 - საერთო

 - ერთ მოსახლეზე
2007მიახლ.
$691.054 მილიარდი (მე-19)

$13,307 (57-ე)
აგი (2007) Increase2.svg 0.869 (მაღალი) (38-ე)
ვალუტა პესო (ARS)
დროის სარტყელი (UTC -3სთ.)
  -ზაფხულის დრო (UTC -2სთ.)
ქვეყნის კოდი ARG
ccTLD .ar
სატელეფონო კოდი +54

არგენტინა ოფიციალურად არგენტინის რესპუბლიკა (ესპ. República Argentina), — სამხრეთ ამერიკის სიდიდით მეორე ქვეყანა, კონსტიტუციური მოწყობით წარმოადენს წარმომადგენლობითი დემოკრატიის ფედერალურ საპრეზიდენტო რესპუბლიკას 23 პროვინციითა და ბუენოს-აირესის ავტონომიური ოლქით. არგენტინა მსოფლიოში სიდიდით მერვე ქვეყანაა და ამავე დროს ყველაზე დიდია ესპანურენოვან ქვეყნებს შორის.

არგენტინის ტერიტორია მოქცეულია დასავლეთიდან ანდებსა და აღმოსავლეთიდან ატლანტის ოკეანეს შორის. მას ჩრდილოეთით ესაზღვრება პარაგვაი და ბოლივია, ჩრდილო-აღმოსავლეთით - ბრაზილია და ურუგვაი, ხოლო დასავლეთით და სამხრეთით - ჩილე. არგენტინა პრეტენზიას აცხადებს ანტარქტიკის ნაწილზეც (არგენტინული ანტარქტიკა), მაგრამ ამავე დროს ხელი აქვს მოწერილი 1961 წლის ანტარქტიკის ხელშეკრულებაზე, რომელიც კრძალავს ანტარქტიდის ტერიტორიაზე რომელიმე ქვეყნის სუვერენიტეტის გავრცელებას. არგენტინას ასევე აქვს პრეტენზია ფოლკლენდის კუნძულებსა (ესპ. Islas Malvinas) და სამხრეთი გეორგია და სამხრეთ სენდვიჩის კუნძულებზე, რომლებიც ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიებს წარმოადგენს.

არგენტინა არის როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და დიდი ოცეულის (20 უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა) წევრი, ასევე სამხრეთ ამერიკის ერთა კავშირის დამფუძნებელი.

სექციების სია

[რედაქტირება] სახელწოდება

  • ოფიციალური: არგენტინის რესპუბლიკა.
  • ესპანური: República Argentina.
  • ეტიმოლოგია: 1526 წელს იტალიელი მოგზაური კაბოტო იკვლევდა მდინარე პარანის შესართავს. მისი აზრით, ეს მდინარე ვერცხლით მდიდარი რაიონიდან მოედინებოდა. ამიტომ მას უწოდა Río de la Plata (ესპანურად rio - „მდინარე“; plata - „ვერცხლი“), ხოლო მიმდებარე რეგიონს La Plata. შემდეგში ეს სახელი მთელ ქვეყანაზე გავრცელდა, მაგრამ ახლა ლათინური ფორმით: argentum - „ვერცხლი“.
  • ქვეყნის კოდი: AR.

[რედაქტირება] გეოგრაფია

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : არგენტინის გეოგრაფია.
Ka Argentina-CIA WFB Map.png

ქვეყანა მდებარეობს სამხრეთ ამერიკაში, გადაჭიმულია 4000 კმ-ზე სუბტროპიკული ჩრდილოეთიდან სუბარქტიკულ სამხრეთამდე. მოსაზღვრე ქვეყნებია: ბრაზილია, ურუგვაი, პარაგვაი, ბოლივია, ჩილე. ფოლკლენდის (მალვინის) კუნძულები სადავოა დიდ ბრიტანეთთან.

[რედაქტირება] სახელმწიფო

არგენტინის პოლიტიკური სისტემა, როგორც მას კონსტიტუცია განსაზღვრავს, ემყარება წარმომადგენლობითი დემოკრატიის ფედერალურ საპრეზიდენტო რესპუბლიკას, სადაც სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურია არგენტინის პრეზიდენტი.

  • სახელმწიფო სისტემა: ფედერაციული რესპუბლიკა.
  • სახელმწიფოს მეთაური: პრეზიდენტი კრისტინა ფერნანდესი (2007 წლის 10 დეკემბრიდან).
  • საკანონმდებლო ორგანო: ორპალატიანი ეროვნული კონგრესი (სენატი 72 წევრი, დეპუტატთა პალატა - 257 წევრი).
  • ადმინისტრაციული დაყოფა: ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებია 22 პროვინცია (provincia), ფედერალური დედაქალაქი (distrito federal), ეროვნული ტერიტორია “ცეცხლოვანი მიწა”.

[რედაქტირება] დემოგრაფია

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : არგენტინის დემოგრაფია.

[რედაქტირება] ეკონომიკა

არგენტინა მდიდარია ბუნებრივი რესურსებით, მაღალკვალიფიციური კადრებით, მაგრამ ეკონომიკა ხასიათდება პერიოდული აღმასვლებით და ვარდნებით. ერთ-ერთი ყველაზე დიდი კრიზისი ქვეყანას 2001 წელს ჰქონდა, რომელმაც მოსახლეობის ნახევარზე მეტი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მოაქცია.

  • ეროვნული პროდუქტი: მოცულობა - 319 მლრდ $ (მე-17 ადგილი); 1 სულ მოსახლეზე - 8.950 $; სტრუქტურა (%) - სოფლის მეურნეობა 7, მრეწველობა 35, მომსახურება 58.
  • ბიუჯეტი: 44,000 მლნ $.
  • ვალუტა: არგენტინული პესო (ARS).

[რედაქტირება] შეიარაღებული ძალები

არგენტინის ჯარის თვითდანიშნულებაა დამოუკიდებელი გაერთიანებული ტერიტორიის თავისუფლების დაცვა. იგი შედგება სახმელეთო, საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ძალებისგან.

[რედაქტირება] ისტორია

არგენტინამ ესპანეთისაგან დამოუკიდებლობა მოიპოვა 1816 წლის 9 ივლისს.

  • XX ს.: 1946-55 და 1973-74 წლებში ქვეყნის პრეზიდენტი იყო ხუან პერონი. 1976 წელს მოხდა სამხედრო გადატრიალება. 1982 წელს დიდ ბრიტანეთთან ჩაება საომარ მოქმედებებში ფოლკლენდის კუნძულების გამო, რის შემდეგაც გენერალი გალტიერი თანამდებობიდან გადადგა. 1990 წელს აღდგენილ იქნა დიპლომატიური ურთიერთობა ბრიტანეთთან.
  • XXI ს.: 2003 წელს გაუქმებულ იქნა კანონი, რომელიც სამართლებრივი დევნისაგან ათავისუფლებდა მმართველი ხუნტის ყოფილ მონაწილეებს.

[რედაქტირება] მემკვიდრეობა

იგუასუ

არგენტინელებმა მსოფლიოს მისცეს ტანგო. ისინი ითვლებიან ფეხბურთის დიდოსტატებად. მათი სიყვარული ცხენებისადმი გამოიხატა „გაუჩოში“, როგორც მარტოხელა, მაგრამ დამოუკიდებელი მწყემსის არგენტინულ პერსონაჟში.

[რედაქტირება] კულტურა

არგენტინის კულტურა განსხვავებულია ქვეყნის სხვადასხვა გეოგრაფიულ რეგიონში და შერწყმულია ეთნიკური ჯგუფების კულტურასთან. თანამედროვე არგენტინის კულტურამ უდიდესი გავლენა განიცადა ევროპული იმიგრაციისას, სულ მცირეა ადგილობრივ ინდიელეთა და აფრიკელთა კულტურების გავლენა, ისიც მუსიკასა და ხელოვნებაში. ბუენოს-აირესი და სხვა ქალაქები ევროპული არქიტექტურის ნათელი მაგალითებია, მაგრამ რაც შეეხება უფრო ძველ დასახლებებს ამ ქალაქების შიგნით, აქ თანამედროვე სტილი, არგენტინის ესპანური მმართველობის წარსულიდან გამომდინარე, შერწყმულია კოლონიურ არქიტექტურასთან. მსხვილ ურბანულ ცენტრებში მარვლადაა მუზეუმები, კინოთეატრები, გალერეები.

[რედაქტირება] ტურიზმი

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : არგენტინის ტურიზმი.

ტურიზმი არგენტინაში საკმაოდ მაღალ დონეზეა განვითარებული, რაც პირველ რიგში ქვეყნის გეოგრაფიული და კულტურული მრავალფეროვნების დამსახურებაა.

2007 წელს, არგენტინაში 4,7 მლნ უცხოელი ტურისტი ჩავიდა, რაც თითქმის გაუთანაბრდა ქვეყნიდან სამოგზაუროდ გასულთა რიცხვს. მხოლოდ ბუენოს-აირესის მინისტრო პისტარინის აეროპორტით (Aeropuerto Internacional de Ezeiza Ministro Pistarini) ქვეყანაში 2,3 მლნ ტურისტი შემოვიდა, მათგან 26 % ბრაზილიიდან, 25 % ევროპიდან, 14 % აშშ-დან და კანადიდან, 8 % ჩილედან, ხოლო 27 % სხვადასხვა ქვეყნიდან.[3] [4][5] [6]

[რედაქტირება] ცნობილი არგენტინელები

[რედაქტირება] სქოლიო

  1. Article 35 of the Constitution. gives equal recognition to "United Provinces of the River Plate", "Argentine Republic" and "Argentine Confederation" and authorizes the use of "Argentine Nation" in the making and enactment of laws
  2. Proyecciones provinciales de población por sexo y grupos de edad 2001-2015 (pdf). Gustavo Pérez. INDEC. წაკითხვის თარიღი: 2008-06-24.
  3. World Economic Forum
  4. WTO: World Tourism Barometer
  5. World Economic Forum: Argentina
  6. INDEC: turismo internacional
Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე