ბოლივია
|
|||||
| ჰიმნი: Bolivianos, el hado propicio | |||||
| დედაქალაქი | სუკრე, ლა-პასი1 |
||||
| უდიდესი ქალაქი | სანტა-კრუს-დე-ლა-სიერა | ||||
| ოფიც. ენები | ესპანური, კეჩუა, აიმარა | ||||
| მთავრობა | რესპუბლიკა | ||||
| -პრეზიდენტი | ევო მორალესი | ||||
| ფართობი - საერთო - წყალი (%) |
1,098,581 კმ²(28-ე) 1.29% |
||||
| მოსახლეობა - 2010 სავ. - [[|]] ცენზი - სიმჭიდროვე |
10.426.160 (84-ე) 8,857,870 8,76 ად/კმ² (210-ე) |
||||
| მშპ (ppp) - საერთო - ერთ მოსახლეზე |
მიახლ. $25.684 მილიარდი (101-ე) $2,817 (125-ე) |
||||
| აგი (2007) | |||||
| ვალუტა | ბოლივიური ბოლივიანო (BOB) |
||||
| დროის სარტყელი | (UTC -4სთ.) | ||||
| ქვეყნის კოდი | BOL | ||||
| ccTLD | .bo | ||||
| სატელეფონო კოდი | +591 |
||||
| 1ადმინისტრაციული დედაქალაქი. | |||||
ბოლივია, ოფიციალურად ბოლივიის მრავალეროვანი სახელმწიფო (ესპ. Estado Plurinacional de Bolivia) — მსოფლიო ოკეანეზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო სამხრეთ ამერიკაში. მდებარეობს კონტინენტის ცენტრალურ ნაწილში.
ევროპულ კოლონიზაციამდე, ანდების ის რეგიონი, სადაც დღეს ბოლივია მდებარეობს, წარმოადგენდა კოლუმბამდელი ამერიკის ყველაზე დიდი სახელმწიფოს - ინკების იმპერიის ნაწილს. ეს ტერიტორია XVI საუკუნეში ესპანეთმა დაიპყრო. ესპანური კოლონიალიზმის ეპოქაში, ამ ტერიტორიას ეწოდებოდა ზემო პერუ და შედიოდა პერუს ვიცე-სამეფოს შემადგენლობაში. ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა 1825 წლის 6 აგვისტოს და მას სამხრეთ ამერიკის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლის, სიმონ ბოლივარის პატივსაცემად ბოლივია ეწოდა.
დღეისათვის, ბოლივია საპრეზიდენტო, წარმომადგენლობითი დემოკრატიის რესპუბლიკაა. ადმინისტრაციულად იყოფა 9 დეპარტამენტად.
სექციების სია |
[რედაქტირება] სახელწოდება
- ოფიციალური: ბოლივიის მრავალეროვანი სახელმწიფო
- ეროვნული: Bolivia, Estado Plurinacional de Bolivia
- ეტიმოლოგია: სახელი Bolivia ეწოდა სამხრეთ ამერიკაში ანტი-ესპანური მოძრაობის ხელმძღვანელის სიმონ ბოლივარის პატივსაცემად, რომელიც ქვეყნის პირველი პრეზიდენტიც იყო.
[რედაქტირება] გეოგრაფია
ქვეყანა მდებარეობს სამხრეთ ამერიკაში. ჩრდილოეთიდან და ჩრდილოეთ-აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ბრაზილია, სამხრეთ აღმოსავლეთიდან პარაგვაი, სამხრეთიდან არგენტინა, ხოლო სამხრეთ-დასავლეთიდან და სამხრეთიდან ჩილე და პერუ.
ბოლივიის ფართობი შეადგენს 1 098 580 კმ². მას უკავია 27-ე ადგილი მსოფლიოს ქვეყნებს შორის ფართობის მიხედვით ეთიოპიის შემდეგ.
საზღვრის საერთო სიგრძეა 6743 კმ (მათ შორის: არგენტინასთან — 832 კმ, ბრაზილიასთან — 3400 კმ, ჩილესთან — 861 კმ, პარაგვაისთან— 750 კმ, პერუსთან — 900 კმ).
ქვეყნის უმაღლესი მწვერვალია — ვულკანი ნევადო-სახამა (6542მ), რომელიც მდებარეობს ორუროს დეპარტამენტში.
[რედაქტირება] სახელმწიფო
- სახელმწიფო სისტემა : განვითარებადი დემოკრატიული რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური : პრეზიდენტი ევო მორალესი.
- საკანონმდებლო ორგანო : ორპალატიანი პარლამენტი (27+130 წევრი).
- ადმინისტრაციული დაყოფა : 9 დეპარტამენტი (departamento).
[რედაქტირება] დემოგრაფია
- მოსახლეობა - 10,907,778 (2010), მათ შორის 30% ესპანელ-ინდიელი მეტისი, 30% კეჩუა, 25% აიმარა, ევროპელი 15%.
- სახელმწიფო ენები : ესპანური, აიმარა და კეჩუა.
- რელიგია : კათოლიციზმი.
- დედაქალაქი : სუკრე (ოფიციალური, 204 ათასი), ლა-პასი (ფაქტიური, 83 ათასი)
- ქალაქები (ათ.): სანტა-კრუს-დე-ლა-სიერა (1.168), კოჩაბამბა (816), ელ-ალტო (728), ორურო (211).
[რედაქტირება] ეკონომიკა
ბოლივია ერთ - ერთი ყველაზე ღარიბი და ნაკლებად განვითარებული ქვეყანაა ლათინურ ამერიკაში. ცხოვრების დონე ძალიან დაბალია. ქალაქის მოსახლეობის 65% და სოფლის მოსახლეობის დაახლოებით 90% სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. საარსებო მინიმუმი დაახ. $69 დოლარია . ოფიციალური სტატისტიკით, 2002 წელს მშპ შეადგინა 7,79 მილიარდი დოლარი (883 დოლარი ერთ სულ მოსახლეზე). მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი - 2.75% 2002 წელს და 1,51% 2001 წელს. 2001 წელს ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რიცხვი 2.5 მილიონი ადამიანი იყო. საერთო უმუშევრობის დონე - 8,5%-ია. ფართოდაა გავრცელებული ნახევარ განაკვეთზე დასაქმება.
- რესურსები : კალა, ბუნებრივი აირი, ნავთობი, თუთია, ვოლფრამი, ვერცხლი, რკინა, ტყვია, ოქრო, საშენი ხე-ტყე, ჰიდროენერგია.
- ექსპორტი : ბუნებრივი გაზი, ნავთობი, ტყვია, თუთია, ვერცხლი, ოქრო, ყავა, შაქარი.
- ეროვნული შემოსავალი: ერთ სულზე 900 $.
- ვალუტა : ბოლივიანო (BOB).
[რედაქტირება] ისტორია
1538 წელს, ინკების იმპერია ესპანელებმა დაიპყრეს და შექმნეს რამდენიმე დასახლება. ეს რეგიონი დასაწყისში იწოდებოდა ჩარკასის პროვინციად, ხოლო მოგვიანებით ზემო პერუდ. კოლონიალურ პერიოდში, ვერცხლის საბადოებში მუშაობდნენ ინდიელები (პეონები), რომლებმაც მრავალჯერ მოაწყვეს ამბოხება ესპანელების წინააღმდეგ. 300 წლის განმავლობაში ბოლივიის ტერიტორია ესპანეთის კოლონიური იმპერიის ნაწილი იყო. მთელი კოლონიური პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით XVI-XVII საუკუნეებში, ზემო პერუ (ბოლივია) ესპანეთის კოლონიური იმპერიის მთავარი ეკონომიკური ცენტრი იყო სამხრეთ ამერიკაში. ზემო პერუს ტერიტორიების დიდი ნაწილი გადაეცა ესპანელ კოლონისტებს. სოციალურ-ეკონომიკურ ურთიერთობებს ზემო პერუში თავის მხრივ წარმოადგენდა მონათმფლობელური და ფეოდალური ფორმების გამოყენება. ინდიელები ჯიუტად ებრძოდა კოლონიალისტებს. ყველაზე მნიშვნელოვანი ამბოხება მოხდა 1780-1781 წლებში ძმები კატარების ხელმძღვანელობით, მაგრამ ისევე როგორც ინდიელეთა სხვა გამოსვლები, სასტიკად იქნა ჩახშობილი.
1809 წლის მაისში მოხდა აჯანყება ჩუკისაკაში რომელიც ჩახშობილი იქნა. 1824 წლი 9 დეკემბერს გენერალ ანტონიო ხოსე სუკრეს არმიამ აიაკუჩოს ბრძოლაში დაამარცხა ესპანელები და გაათავისუფლა ბოლივიის ტერიტორიები. მნიშვნელოვან რევოლუციურ ეტაპად ბოლივიის ისტორიაში დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა ითვლება. ერთ-ერთი ცნობილი მოღვაწე ბოლივიის განმანთავისუფლებელ ბრძოლაში იყო პ.დ. მურილო - რევოლუციური ხუნტის თავმჯდომარე, რომელიც დასაჯეს აჯანყების ჩახშობის შემდეგ, 1809 წელს. 1824 წელს განმანთავისუფლებელმა არმიამ სუკრეს მეთაურობით, სიმონ ბოლივართან ერთად საბოლოოდ დაამარცხა ესპანეთის არმია. 1825 წლის აგვისტოში კონგრესმა ჩუკისაკაში გამოაცხადეს დამოუკიდებელი ქვეყნის, ბოლივიის რეპუბლიკის შექმნა. მას შემდეგ, ქვეყანაში ხშირად ხდებოდა სამხედრო გადატრიალებები, მათ შორისაა 1967 წლის აჯანყება ერნესტო ჩე გევარას მეთაურობით.
[რედაქტირება] მემკვიდრეობა
- ისტორიული ქალაქი სუკრე და XVII-ის ტაძარი.
- XVI ს-ის ტაძარი და XVIII ს-ის ეკლესია პოტოსში,
- იეზუიტთა მისია ჩიკიტოსში.
[რედაქტირება] ცნობილი ბოლივიელები
პრეზიდენტი: ლიდია გეილერ ტეხადა
[რედაქტირება] საგარეო ურთიერთობები
ბოლივიის საგარეო ურთიერთობებს განაგებს ბოლივიის საგარეო საქმეთა სამინისტრო. ტრადიციულად, ბოლივიას ამერიკის ყველა სახელმწიფოსთან ნორმალური ურთიერთობები ჰქონდა, გარდა ჩილესი.
ბოლივია გაეროსა და რამდენიმე სხვა ორგანიზაციისა თუ პროგრამის წევრია, ესენია: ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაცია (OAS), ანდების საზოგადოება, INTELSAT-ი, მიუმხრობლობის მოძრაობა, საპარლამენტთაშორისო კავშირი, ლათინური ამერიკის ინტეგრაციის ორგანიზაცია (ALADI), მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, საერთაშორისო ურთიერთდახმარების ხელშეკრულება, მერკოსური (MERCOSUR) და URUPABOL (ურუგვაი, პარაგვაი, ბოლივია. დაარსდა 1993 წელს).
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- UNHCR Bolivia references
- Bolivia entry at The World Factbook
- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია: ბოლივია
- Encyclopedia of the Nations: Bolivia
- BBC News: Country Profile – Bolivia
- Lonely Planet: Introducing Bolivia
- Bolivia Weekly News, Bolivia News
- U.S. State Department: ბოლივია
- World Trade Organization: ბოლივია
- World Atlas: ბოლივიის რუკა
- The Carter Center: ბოლივია
- Embassy World: ბოლივიის რუკები
- The New York Times: Bolivia News
- The Washington Post: Bolivia Country Guide
- Association of Religion Data Archives profile: ბოლივია
- ბოლივიის ენები
- ბოლივიის საინფორმაციო ფორუმი
- LANIC Bolivia page
- Bolivia: Legacy of the Chaco War
- ბოლივია: ფოტოები და საფოსტო ბარათები
- ბოლივიის ეკონომიკა
|
|||||||||||
|
|||||
|
|||||

