მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2014
| მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2014 Copa do Mundo de Futebol FIFA Brasil 2014 |
|
|---|---|
| ტურნირის დეტალები | |
| ჩატარების ადგილი | |
| მასპინძელი ქალაქები | 12 |
| სტადიონები | 12 |
| ტურნირის ვადები | 13 ივნისი - 13 ივლისი |
| მონაწილეთა რაოდენობა | 32 |
| საპრიზო ადგილები | |
| ტურნირის სტატისტიკა | |
მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2014 — ფიფა-ს მსოფლიო თასის მე-20 გათამაშება, რომელიც ბრაზილიაში ჩატარდება. ბრაზილია მასპინძლად 2007 წლის 30 ოქტომბერს დასახელდა. ის ერთადერთი ქვეყანა იყო კანდიდანტად დასახელებული.
ბრაზილიაში მსოფლიო ჩემპიონატი მეორედ გაიმართება; ქვეყანამ პირველად მასპინძლობა 1950 წლის მსოფლიო ჩემპიონატს გაუწია. 2014 წლის გათამაშება სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე ჩატარებული პირველი ჩემპიონატი იქნება არგენტინა 1978-ის შემდეგ. ტურნირს უმასპინძლებენ ქალაქები: მანუსი, კუიაბა, ბრაზილია, ფორტალეზა, ნატალი, რესიფე, სალვადორი, ბელუ ორიზონტე, რიო დე ჟანეირო, კურიტიბა, პორტუ ალეგრე და სან პაულუ.
სექციების სია |
მასპინძლობის კანდიდატები [რედაქტირება]
2003 წლის 7 მარტს, ფიფა-მ განაცხადა რომ 2016 წლის მუნდიალს სამხრეთ ამერიკის კონტინენტი უმასპინძლებდა. იმავე წლის 3 ივნისს, სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის მმართველმა ორგანომ, CONMEBOL-მა, განაცხადა რომ მასპინძლობის სურვილი არგენტინას, ბრაზილიასა და კოლუმბიას ჰქონდათ.[1]
ოფიციალურად, ბრაზილიამ და კოლუმბიამ თავიანთი კანდიდატურა 2006 წლის დეკემბერში წამოაყენეს; არგენტინას თავისი კანდიდატურა არ წამოუყენებია. 2007 წლის 11 აპრილს კოლუმბიამ უარი თქვა კანდიდატურაზე, რის შემდეგაც ბრაზილია ერთადერთი შესაძლო მასპინძელი დარჩა.[2]
2007 წლის 30 ოქტომბერს, ბრაზილია ოფიციალურად გამოცხადდა მასპინძლად.[3]
საკვალიფიკაციო ეტაპი [რედაქტირება]
საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა 2011 წლის 30 ივლისს, რიო-დე-ჟანეიროში, გაიმართა. საკვალიფიკაციო პროცესი ევროპაში 2012 წლის შემოდგომაზე დაიწყო, ხოლო სხვა კონტინენტებზე 2011 წელსვე. როგორც მასპინძელმა, ბრაზილიამ ავტომატურად მიიღო ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე, ხოლო დანარჩენ 31 მონაწილეს საკვალიფიკაციო ეტაპი გამოავლენს:
- უეფა (ევროპა): გამოყოფილია 13 ადგილი
- CAF (აფრიკა): გამოყოფილია 5 ადგილი
- AFC (აზია): გამოყოფილია 4 ან 5 ადგილი
- OFC (ოკეანეთი): გამოყოფილია 0 ან 1 ადგილი
- CONMEBOL (სამხრეთი ამერიკა): გამოყოფილია 4 ან 5 ადგილი (ბრაზილიის გამოკლებით)
- CONCACAF (ჩრდილოეთი ამერიკა): გამოყოფილია 3 ან 4 ადგილი
სტადიონები [რედაქტირება]
| რიო-დე-ჟანეირო | ბრაზილია | სან-პაულუ | ფორტალეზა |
|---|---|---|---|
| მარაკანა | Estádio Nacional de Brasília (Mané Garrincha) |
Arena Corinthians | Estádio Plácido Aderaldo Castelo (Castelão) |
| ტევადობა: 76,804 (განახლდა)[4] |
ტევადობა: 70,064 (rebuilt) |
ტევადობა: 65,807 (new stadium)[5] |
ტევადობა: 64,846 (upgraded) |
| ბელუ-ორიზონტი | პორტუ-ალეგრი | ||
| Estádio Governador Magalhães Pinto (Mineirão) |
Estádio José Pinheiro Borda (Beira-Rio) |
||
| ტევადობა: 62,547 (upgraded) |
ტევადობა: 48,849 (upgraded) |
||
| სალვადორი | რესიფი | ||
| Arena Fonte Nova | Arena Pernambuco | ||
| ტევადობა: 48,747 (rebuilt) |
ტევადობა: 44,248 (new stadium) |
||
| კუიაბა | მანაუსი | ნატალი | კურიტიბა |
| Estádio Governador José Fragelli (Arena Pantanal) |
Vivaldo Lima (Arena Amazônia) |
João Cláudio de Vasconcelos Machado (Arena das Dunas) |
Estádio Joaquim Américo Guimarães (Arena da Baixada) |
| ტევადობა: 42,968 (rebuilt) |
ტევადობა: 42,374 (rebuilt) |
ტევადობა: 42,086 (rebuilt) |
ტევადობა: 41,456 (upgraded) |
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ Argentina, Brazil and Colombia Want 2014 World Cup. People's Daily.
- ↑ Brazil confirms bid - Colombia withdraws. ფიფა.
- ↑ Brazil confirmed as 2014 hosts. ფიფა.
- ↑ Cadeiras sao retiradas do Maracanã para conclusao da primeira etapa das obras pra a Copa do Mundo – Chairs are removed from Maracanã concluding the upgrading first step. Noticias.r7.com (6 January 1990). წაკითხვის თარიღი: 9 October 2011.
- ↑ Brazil 2014 (Brazilian Portuguese). esportes.terra.com.br (30 May 2011). წაკითხვის თარიღი: 7 June 2011.
|
|
|
|---|---|
| ტურნირები |
ურუგვაი 1930 · იტალია 1934 · საფრანგეთი 1938 · ბრაზილია 1950 · შვეიცარია 1954 · შვედეთი 1958 · ჩილე 1962 · ინგლისი 1966 · მექსიკა 1970 · გერმანია 1974 · არგენტინა 1978 · ესპანეთი 1982 · მექსიკა 1986 · იტალია 1990 · აშშ 1994 · საფრანგეთი 1998 · იაპონია/კორეა 2002 · გერმანია 2006 · სამხრეთი აფრიკა 2010 · ბრაზილია 2014 · რუსეთი 2018 · ყატარი 2022
|
| ფინალები | |
| კვალიფიკაცია | |
|
ბომბარდირები · თასი · თილისმები · კვალიფიკაცია · მასპინძლები · მაუწყებლები · ნაკრებების სტატისტიკა · რეკორდები · საიუბილეო გოლები · ჯილდოები · ჰეტ-თრიკები
* ჯგუფური ეტაპის დასასრულის გადამწყვეტი მატჩი |
|