გოგრა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გოგრა
გოგრა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
კლასი: ორლებნიანნი
ლათინური სახელი
Cucurbita

გოგრა (Cucurbita) — ერთწლოვანი და მრავალწლოვანი მხოხავი მცენარის გვარი გოგრისებრთა ოჯახისა. აქვს დატოტვილი და მიწაზე გართხმული ან საყრდენზე ასული ღერო, გრძელყუნწიანი და ბუსუსიანი ფართო ფოთოლი, დიდი ყვითელი, ზარისებური ყვავილი. ისხამს საკმაოდ დიდ სხვადასხვა ფორმისა და შეფერილობის ნაყოფს. თესლი მსხვილი, ოვალური, თეთრი ან მოყვითალოა. გოგრის სამშობლოა ამერიკა. მისი 13 სახეობიდან ფართოდაა კულტივირებული ერთწლოვანი 3 სახეობა: მსხვილნაყოფა ანუ გიგანტური გოგრა, რომლისგანაც გამოყვანილია სუფრის, საკვები და დეკორატიული ჯიშები — თეთრი თაფლა 611, მსხვილნაყოფა 1 და სხვა; მაგარკანიანი ანუ ჩვეულებრივი გოგრა (ხოკერა, საქართველოში ძველთაგანვეა გავრცელებული). არის სუფრისა და დეკორატიული ჯიშები. ამ სახეობას ეკუთვნის ყაბაყი და პატიოსონი. მუსკატური ანუ ჯავზის გოგრა (საქართველოში ცნობილია თაფლა გოგრის, ხურჯინას, ბორჩალური გოგრის სახელით, გავრცელებულია ქვემო ქართლის დაბლობ ზონაში). მისი ჯიშებია: კაშგარის 1644, ლენინაბადისა და სხვა. გოგრა სითბოს მოყვარული გვალვაგამძლე მცენარეა. არსებობს გოგრის ბევრი მსხვილნაყოფა საკვები ჯიში. ამრავლებენ როგორც ჩითილით, ასევე თესლით. თესლი ღივდება 13°C ტემპერატურაზე. კარგად ხარობს ნაყოფიერ, ღრმა, ორგანული და მინერალური სასუქით უხვად განოყიერებულ მსუბუქ ნიადაგზე. გოგრას იყენებენ საჭმელად, ცხოველთა საკვებად. გოგრის თესლისაგან ხდიან საჭმელ ზეთს. მოსავლიანობა 1 ჰა-ზე ზოგჯერ 1000 ც-ს აღემატება.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • კვაჭაძე გ., მებოსტნეობა, გამოც. მე-2, თბ., 1965;

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=გოგრა&oldid=2565763“-დან