აკაპულკო

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
აკაპულკო
Acapulco de Juárez
აკაპულკოს სანაპირო
აკაპულკოს სანაპირო
გერბი
გერბი
ქვეყანა მექსიკის დროშა მექსიკა
შტატი გერერო
კოორდ. 16°51′49″ ჩ. გ. 99°52′57″ დ. გ. / 
დაარსდა 1520
ფართობი 1,880.60 კმ²
ცენტრის სიმაღლე 30
მოსახლეობა 717,766 კაცი (2005)
დროის სარტყელი UTC-6, ზაფხულში UTC-5
ოფიციალური ვებ-გვერდი http://www.acapulco.gob.mx

აკაპულკო მდებარეობა მექსიკა

Red pog.svg

აკაპულკო (Acapulco, ოფიც.: Acapulco de Juárez, აკაპულკო დე ხუარესი) — ქალაქი და მნიშვნელოვანი საზღვაო პორტი მექსიკის წყნარი ოკეანის სანაპიროზე, გერეროს შტატში, 300 კმ-ში მეხიკოს სამხრეთ-დასავლეთით. ქალაქი გაშენებულია ღრმა, ნახევრად მორკალული ყურის ირგვლივ. 2005 წლის ცენზის მიხედვით ქალაქის მოსახლეობა 616 394 ადამინს შეადგენდა. სახელი "აკაპულკო" მომდინარეობს ნაუატლის ენიდან და ნიშნავს "დიდი სელის ადგილს"

ესპანური კოლონიური პერიოდი [რედაქტირება]

ესპანური კოლონიური პერიოდის დროს აკაპულკო უმნიშვნელოვანესი პორტი იყო გემებისთვის, რომლებიც აბრეშუმსა და სანელებლებს ატარებდნენ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონებიდან. 256 წლის განმავლობაში, ყოველწლიური სავაჭრო ვოიაჟი, ცნობილი როგორც მანილას გალეონი, იწყებდა მოგზაურობას აკაპულკოდან ფილიპინებისკენ, რაც საბოლოოდ შეწყდა მექსიკის დამოუკიდებლობისთვის ომის გამო.

იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]