ნაპოლეონ III

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სიტყვას „ნაპოლეონი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ნაპოლეონი (მრავალმნიშვნელოვანი).
ნაპოლეონ III
Napoléon III
Franz Xaver Winterhalter Napoleon III.jpg
ნაპოლეონ III
საფრანგეთის იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: 2 დეკემბერი, 1852
მმართ. დასასრული: 4 სექტემბერი, 1870
წინამორბედი: მეორე რესპუბლიკა
მემკვიდრე: მესამე რესპუბლიკა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 20 აპრილი, 1808
დაბ. ადგილი: პარიზი, საფრანგეთი
გარდ. თარიღი: 9 იანვარი, 1873
გარდ. ადგილი: ჩიზლჰერსტი, ინგლისი
დინასტია: ბონაპარტი
მამა: ლუი ბონაპარტი
დედა: ჰორტენზია ბოჰარნე
რელიგია: კათოლიკე

ნაპოლეონ III, შარლ ლუი ნაპოლეონ ბონაპარტი (ფრანგ. Charles Louis Napoléon Bonaparte) ( დ. 20 აპრილი. 1808, პარიზი ― გ. 9 იანვარი. 1873, ჩიზლჰერსტი, ლონდონის მახლობლად ), საფრანგეთის მეორე რესპუბლიკის პრეზიდენტი (1848-1852), საფრანგეთის იმპერატორი ( 1852-70 ), ნაპოლეონ I-ის ძმის, ლუი ბონაპარტის ვაჟი, ნაპოლეონ II-ის გარდაცვალების შემდეგ (1832) ბონაპარტისტებმა იგი ტახტის მემკვიდრედ აღიარეს. ამბოხებათა (1836 და 1840) მოწყობის ცდისათვის ნაპოლეონ III-ს (1840) სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. 1846 წელს ინგლისში გაიქცა. 1848 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ საფრანგეთში დაბრუნდა. მსხვილი ბურჟუაზიის დახმარებით 1848 წლის 10 დეკემბერს პრეზიდენტად აირჩიეს. 1851 წლის 2 დეკემბერს მოაწყო კონტრრევოლუციური გადატრიალება. საკანონმდებლო კრება დაითხოვეს, ლუი ნაპოლეონი გამოცხადდა იმპერატორად ნაპოლეონ III-ის სახელით. ნაპოლეონ III-ის რეჟიმი ბონაპარტიზმის ტიპიურ გამოვლინებას წარმოადგენდა. საგარეო პოლიტიკის წარუმატებლობამ, განსაკუთრებით კი მექსიკის ექსპედიციის (1862-67) მარცხმა ძლიერ შეარყია ნაპოლეონ III-ის პოზიციები, ხოლო საფრანგეთ-პრუსიის 1870-1871 წლების ომმა გამოამჟღავნა მეორე იმპერიის უძლურება. 1870 წლის 2 სექტემბერს ნაპოლეონ III სედანთან ტყვედ ჩაბარდა პრუსიელებს. სექტემბრის რევოლუციის (1870) შედეგად ნაპოლეონ III ტახტიდან ჩამოაგდეს.

ადრეული წლები[რედაქტირება]

საფრანგეთის იმპერატორი, ნაპლეონ III იყო ლუის ბონაპარტის (ნაპოლეონ I ძმა) შვილი. ნაპოლეონ I მართველობის დროს ლუის ბონაპარტე ჰოლანდიას განაგებდა (1806-1810). 1815 წელს ნაპოლეონ I საბოლოოდ დამარცხებისა და საფრანგეთის ტახტზე ბურბონთა რესტავრაციის შემდეგ ბონაპარტების ოჯახის ყველა წევრი გადასახლებულ იქნა. ლუი ბონაპარტი გაგზავნილ იქნა შვეიცარიასა (ცხოვრობდა დედამისთან ერთად ერთ-ერთ კანტონაში) და შემდგომ გერმანიაში (განათლების მისაღებად დაიწყო სწავლა აუსბურგის გიმნაზიაში). შემდეგ კი იგი საცხოვრებლად გადავიდა იტალიაში და პოლიტიკურ საქმიანობას მიჰყო ხელი.

ბონაპარტების ოჯახი

ლიტერატურა[რედაქტირება]

Flag of France.svg საფრანგეთის პრეზიდენტები Flag of France.svg
1848 1852 1871 1873 1879 1887 1894 1895 1899
ლუი ნაპოლეონ
ბონაპარტი
ადოლფ
ტიერი
პატრის
მაკ-მაჰონი
ჟიულ
გრევი
სადი
კარნო
ჟან
კაზიმირ-პერიე
ფელიქს
ფორი
1899 1906 1913 1920 1920 1924 1931 1932 1940 1947
ემილ
ლუბე
არმან
ფალიერი
რაიმონდ
პუანკარე
პოლ
დეშანელი
ალექსანდრ
მილერანი
გასტონ
დუმერგი
პოლ
დუმერი
ალბერ
ლებრანი
1947 1954 1959 1969 1974 1981 1995 2007 2012
ვინსენტ
ორიოლი
რენე
კოტი
შარლ
დე გოლი
ჟორჟ
პომპიდუ
ვალერი
ჟისკარ-დ’ესტენი
ფრანსუა
მიტერანი
ჟაკ
შირაკი
ნიკოლა
სარკოზი
ფრანსუა
ოლანდი
  

საფრანგეთიისტორიაII რესპუბლიკაIII რესპუბლიკაIV რესპუბლიკაV რესპუბლიკა