ტაირონა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კოლუმბიამდელი კულტურები

ტაირონასერა-ნევადა-დე-სანტა-მარტას მთიან მასივში არსებული რამდენიმე დამოუკიდებელი საბელადო. ტომების სამოსახლო ტერიტორიები დღეისთვის შედის კოლუმბიის შემდეგ დეპარტამენტებში: სესარის დეპარტამენტი, მაგდალენას დეპარტამენტი და ლა-გუახირის დეპარტამენტი. ეს გაერთიანება წარმოიშვა დაახლოებით I საუკუნეში და განსაკუთრებულად მრალავალ რიცხოვნებას მიაღწია XI საუკუნეში.

ტაირონას ხალხი წარმოადგენდა ჩიბჩა-მუისკების ორიდან ერთ-ერთ ძირითად ლინვისტურ ჯგუფს, მეორე ჯგუფი იყო მუისკების. არქეოლოგიური და გენეტიკური კვლევები აჩვენებს, რომ ამ ხალხებმა დღევანდელი კოლუმბიის ტერიტორიის ათვისება დაიწყო დაახლოებით ახალ წელთაღრიცხვამდე 200 წლის წინ. ეთნო-ისტორიული მონაცემები მოწმობს, რომ ტაირონას ხალხის და ესპანელების პირველი კონტაქტი მშვიდობიანი იყო, თუმცა 1600 წლისთვის მოხდა კომფრომტაცია და ტაირონებმა გადაინაცვლეს სერა-ნევადა-დე-სანტა-მარტას მთების სიღრმეში. ამან მათ მისცა საშუალება XVII-XVIII საუკუნის ესპანური კოლონიზაციის პერიოდისთვის თავი აერიდებინათ. დღეისთვის მაცხოვრებელი კოგიები, ვივაები, არჩუები და კანკუამოები ითვლებიან ტაირონას ხალხის პირდაპირ შთამომავლებად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]