მარიო ვარგას ლიოსა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხორხე მარიო ვარგას ლიოსა
დაბ. თარიღი 28.03.1936
დაბ. ადგილი არეკიპის რეგიონი, არეკიპა, პერუს დროშა პერუ
საქმიანობა მწერალი, ესეისტი, ჟურნალისტი, პოლიტიკოსი

ხორხე მარიო ვარგას ლიოსა (ესპ. Jorge Mario Pedro Vargas Llosa დ.28 მარტი, 1936 ) — პერუელი მწერალი, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, ესეისტი და ნობელის პრემიის ლაურეატი 2010 წელს. ლიოსა ამჟამად პრინსტონის უნივერსიტეტში მიწვეული პროფესორია. მარიო ვარგას ლიოსა ლათინური ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ნოველისტი და ესეისტია. ზოგიერთ კრიტიკოსის აზრით, მან ლათინოამერიკელთაგან ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა საერთაშორისო საზოგადოებრიობაზე. 2010 წელს ნობელის პრემია „სიძლიერის სტრუქტურის მისეული შედგენისა და ინდივიდუალური წინააღმდეგობის, ამბოხისა და გამარჯვების მკვეთრი სურათებისთვის“ მიანიჭეს.

სწორედ მან, 1990 წელს, მექსიკის ტელევიზიის ეთერით განაცხადა, რომ „მექსიკაში აბსოლუტური დიქტატურაა“. ეს განცხადება მომდევნო ათწლეულში ფრთოსან ფრაზად იქცა და მსოფლიო შემოიარა.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

მარიო ვარგას ლიოსა 1936 წლის 28 მარტს, საშუალოშემოსავლიან ოჯახში დაიბადა პერუს პროვინცია არეკიპაში. ის ერთადერთი შვილია ერნესტო ვარგას მალდონადოსა და დორა ლუისა ურეტას ოჯახში (დორა ავტობუსის მძღოლად მუშაობდა. ის კრეოლური ოჯახიდან იყო). ოჯახი მომავალი მწერლის დაბადებამდე რამდენიმე თვით ადრე დაინგრა. მარიოს დაბადებიდან მოკლე ხანში მამამისმა განაცხადა, რომ გერმანელ ქალთან ჰქონდა საქმე. შედეგად, მარიოს ორი ნახევარძმა - ენრიკე და ერნესტო - ჰყავს.