ჩიჩენ-იცა

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კუკულკანის პირამიდა ჩიჩენ-იცაში

ჩიჩენ-იცა (ესპ. Chichén Itzá [tʃi'tʃen i'tsa], იუკატანის მაიას ენაზე "იცას ქვაბულის პირთან") — ვრცელი კოლუმბამდელი არქეოლოგიური ძეგლი მექსიკის ტერიტორიაზე, კერძოდ იუკატანის ნახევარკუნძულზე, აგებული მაიას ცივილიზაციის მიერ.

ჩიჩენ-იცა მნიშვნელოვანი რეგიონული ცენტრი იყო ჩრდილოეთ მაიას გავაკებაზე გვიანდელი ანტიკურიდან ადრეულ პოსტკლასიკურ პერიოდამდე. ამ არემარეში მრავალი არქიტექტურული სტილია წარმოდგენილი, ცენტრალური მექსიკისთვის დამახასიათებელი ე.წ. მექსიკანიზებული სტილიდან პუუკის სტილამდე, რომელიც გაბატონებული იყო პუუკის მაიას ჩრდილოეთ დაბლობებზე. თავდაპირველად ცენტრალური მექსიკის სტილის არსებობა ამ რეგიონში დაპყრობების გავლენა ეგონათ, თუმცა თანამდეროვე ინტეპრეტაციით ეს უფრო კულტურული დიფუზიის შედეგი უნდა ყოფილიყო.

არქეოლოგიური მონაცემები, როგორიცაა ხანძრის ნიშნები რამდენიმე მნიშვნელოვან ნაგებობასა თუ არქიტექტურულ კომპლექსზე, მიანიშნებს, რომ ჩიჩენ-იცას დაქცევის მიზეზი სისხლიანი უნდა ყოფილიყო. ჩიჩენ-იცას ჰეგემონიის დაკნინების შემდეგ, რეგიონულმა ცენტრმა იუკატანზე მაიაპანში გადაინაცვლა.

ჩიჩენ-იცას ნანგრევები ამჟამად მექსიკის ფედერალური მფარველობის ქვეშაა და იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი.

სექციების სია

[რედაქტირება] ცნობილი ადგილები ჩიჩენ-იცაში

[რედაქტირება] კუკულკანის პირამიდა

[რედაქტირება] ბურთის თამაშის მოედანი

[რედაქტირება] სენოტე

[რედაქტირება] სვეტები სკულპტურებით

[რედაქტირება] მეომართა ტაძარი

[რედაქტირება] 1000 სვეტის ჯგუფი

[რედაქტირება] საუნა

[რედაქტირება] ჩრდილო-აღმოსავლეთის კოლონადა

[რედაქტირება] ბაზარი

პირადი ხელსაწყოები