ტეგუსიგალპა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ტეგუსიგალპა
Tegucigalpa
დროშა

ქვეყანა ჰონდურასის დროშა ჰონდურასი
დაქვემდებარება დედაქალაქი
დეპარტამენტი ფრანსისკო-მორასანი
კოორდინატები 14°05′39″ ჩ. გ. 87°12′24″ დ. გ. / 14.09417° ჩ. გ. 87.20667° დ. გ. / 14.09417; -87.20667
ქალაქის მერი რიკარდო ალვარესი
დაარსდა 1578
პირველი ხსენება 1578
ამჟამინდელი სტატუსი 1578
ფართობი 201.5 კმ²
ცენტრის სიმაღლე 990
მოსახლეობა 1,126,534 კაცი (2010)
სასაათო სარტყელი UTC-5
საფოსტო ინდექსი 11101
ოფიციალური საიტი alcaldiadetegucigalpa.com
ტეგუსიგალპა — ჰონდურასი
ტეგუსიგალპა

ტეგუსიგალპა (ესპ. Tegucigalpa) — ჰონდურასის დედაქალაქი (1880–დან), უდიდესი ქალაქი და ფრანსისკო-მორასანის დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი, ასევე ყველაზე დასახლებული ქალაქი . მოსახლეობა 1,682,725 ათ. კაცი (2006). სიდიდით მესამე ქალაქი ცენტრალურ ამერიკაში (გვატემალისა და სან-სალვადორის შემდეგ). ქალაქი მდებარეობს ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მდებარე მთებს შორის. მდინარე ჩოლუტეკის ხეობაში, ზღვის დონიდან 1000 მეტრზე.

ტეგუსიგალპა მასპინძლობს 25 საელჩოსა და 16 საკონსულოს. წარმოადგენს რამდენიმე სახელმწიფო საქვემდებარებაში მყოფ ორგანიზაციას, მაგ: ENEE და HONDUTEL, ეროვნული ენერგეტიკისა და სატელეკომუნიკაციო კომპანიების ძირითადი ბაზა. ქალაქში ასევე მდებარეობს, ქვეყნის უმნიშვნელოვანესი საჯარო უნივერსიტეტი: ჰონდურასის ეროვნული ავტონომიური უნივერსიტეტი და ასევე ეროვნული საფეხბურთო გუნდი.

დედაქალაქში განთავსებულია საერთაშორისო აეროპორტი - ტონკონტინი, ცნობილია უკიდურესად მოკლე ასაფრენი ბილიკითა და უჩვეულო მანევრებით, რომელთა შესრულებაც პილოტებს ყოველი აფრენისას ან დაჯდომისას უხდებათ, რაღა თავი აარიდონ ირგვლივ მყოფ მთებს.

ქალაქის მმართველ ორგანოს წარმოადგენს ცენტრალური რაიონის მერია, ხოლო მმართველობას ახორციელებენ მერი და 10 მმართველი, რომლებიც მუნიციპალურ კორპორაციას ქმნიან.

ინფრასტრუქტურის შენარჩუნება, მოსახლეობის ზრდასთან ერთად, ვერ ხერხდება. არასაკმარისი ურბანული დაგეგმარება, მჭიდრო ურბანიზაცია და სიღარიბე წარმოადგენენ მიმდინარე პრობლემებს. ყოველდღიურად იქმნება პრობლემები გზებზეც, სადაც არსებული საგზაო ინფრასტრუქტურის პირობებში ვერ ხერხდება 400 000 ზე მეტი ავტომობილის ეფექტურად გადაადგილების უზრუნველყოფა. ეროვნულმა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ, ერთად გადადგეს ნაბიჯები ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და გაფართოებისთვის, ასევე ქალაქში სიღარიბის შემცირების მიზნით განახორციელეს გარკვეული ცვლილებები.

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წყაროების უმეტესობა ამტკიცებს, რომ სიტყვის "ტეგუსიგალპა" წარმომავლობაც და მნიშვნელობაც, ჰოლანდიური ენიდან მოდის. ფართოდ გავრცელებული ვერსიის თანახმად, იგი მომდინარეობს ტალუტური სიტყვიდან Teguz-gapla, რაც ვერცხლის გორაკებს ნიშნავს, თუმცა ეს ინტერპრეტაცია საეჭვოა, რადგან ადგილობრივებმა, რომლებმაც რეგიონი დროებით დაიკავეს, არაფერი იცოდნენ აქ არსებული მინერალური საბადოების შესახებ.

კიდევ ერთი წყაროს ვარაუდზე დაყრდნობით, ტეგუსიგალპა მომდინარეობს სხვა ენიდან, რომელზედაც მოხატულ კედლებს უნდა ნიშნავდეს, როგორც ეს ლეტიცია ოიუელამ აღწერა თავის წიგნში "ტეგუციგალპას მცირე ისტორია".

მექსიკაში თვლიან, რომ ტეგუსიგალპა, ნაწარმოებია ჰუდონური სიტყვიდან Tecuztlicallipan რაც ნიშნავს "კეთილშობილების საცხოვრისი" (ან "კეთილშობილების საცხოვრებელი ადგილი") ან Tecuhtzincalpan რაც ნიშნავს "ადგილს საყვარელი ბატონის სახლში".

ჰონდურასის ფილოლოგი Alberto de Jesús Membreño, თავის წიგნში "ცენტრალური ამერიკის ძირძველი ტიპონომია" წერს რომ, ტეგუსიკალპა ნაუატლის ენაზე ნიშნავს ციცაბო ქვების სახლებში (in the homes of the sharp stones ), რაც გამორიცხავს ტრადიციულ მნიშვნელობას ვერცხლის გორაკები.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტეგუსიგალპა ესპანელმა კოლონისტებმა 1578 წლის 29 სექტემბერს დააარსეს ინდიელთა ფართო დასახლების, კერძოდ დაცარიელებული დასახლებების - ლენკა და ტოლუპანი-ს ადგილას. იმ დროისთვის ქალაქი ოქროსა და ვერცხლის მოპოვების მნიშვნელოვან ცენტრს წარმოადგენდა. 1880 წლის 30 ოქტომბრიდან ის ჰონდურასის დედაქალაქი გახდა, თუმცა 1970-იან წლებამდე ის პატარა ქალაქად რჩებოდა. ამ დროისთვის, ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებიდან დაიწყო მასიური იმიგრაცია. უკვე 1980-იანი წლებიდან იწყება გამზირებისა და დიდი ნაგებობების მშენებლობა, რაც ქალაქისთვის, რომელიც მანამდე მხოლოდ ორსართულიანი სახლებით ხასაითდებოდა, ნამდვილი სიახლე იყო.

ტეგუსიგალპას პირველი მერი იყო ხუან დე ლა კუევა, რომელმაც თანამდებობა 1579 წელს დაიკავა. აქ პირველად აშენებულ მნიშვნელოვან შენობებს შორისაა: დოლორესის ეკლესია (1735), სან მიგელის ტაძარი (1765), კასა დე ლა მონდა (1780).

თითქმის 200 წლის შემდეგ, ჰონდურასის მაშინდელი მმართველის მოვალეობის შემსრულებლის, ელონსო ფერნანდეს დე პერდიას დამსახურებით, ეს სამთო ქალაქი სან – მიგუელ დე თეგუზიგალპასა და ჰერდიას სამეფო ვილა (Real Villa de San Miguel de Tegucigalpa y Heredia) გახდა. მე18 საუკუნის ბოლოსა და მე19 საუკუნის დასაწყისში, ტეგუსიგალპას ადგილობრივ მთავრობაში აღმოჩენილი დარღვევების გამო, 1788 წელს დაწყებული გაქრობიდან, 1791 წელს კომანაგუას რესპუბლიკაში შესვლამდე, უბრუნდებოდა თვითმმართველობის დაქვემდებარებას, საბოლოოდ 1817 წლამდე.

1817 წელს, იმდროინდელმა მერმა, ნარცისო მალოლმა, პირველი, ათ-თაღოვანი, აგურის ხიდის მშენებლობა დაიწყო, რომელიც მდინარე ჩოლუტეკას ორივე ნაპირს აკავშირებდა ერთმანეთთან. ხიდის დასრულებიდან ოთხი წლის შემდეგ, მან ერთმანეთს დაუკავშირა ორი მეზობელი ქალაქი : ტეგუსიგალპა და კომოიაგუა. 1821 წელს, ჰონდურასის რესპუბლიკის პირველმა კონგრესმა, ტეგუსიგალპა და კომოიაგუ, გამოაცხადეს, ქვეყანაში უმნიშვნელოვანეს ქალაქებად, ფაქტობრივად დედაქალაქის ალტერნატივებად.

1838 წლის ოქტომბრის შემდეგ, როდესაც ჰონდურასი დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა, დედაქალაქმა კვლავ დაიწყო მოძრაობა ტეგუსიგალპასა და კომოიაგუას შორის. ეს მოძრაობა 1880 წლის 30 ოქტომბერს, ტეგუსიალპას, როგორც ჰონდურასის მუდმივი დედაქალაქის, გამოცხადებით დასრულდა, იმ დროის პრეზიდენტის მარკო აურელიო სოტოს მეთაურობით. პოპულარული მითის თანახმად, კომიაგუას მოსახლეობას, პრეზიდენტ სოტოს მეუღლე არ მოსწონდა და ამას საჯაროდაც აღიარებდნენ, სწორედ მათზე შურისძიების გამო გადაიტანა პრეზიდენტმა დედაქალაქი ტეგუსიგალპაში. მეტად სარწმუნო თეორიის თანახმად, დედაქალაქის ცვლილების მიზეზად მიიჩნევა პრეზიდენტის თანამშრომლობა/პარტნიორობა როსარიოს სამთო კომპანიასთან (Rosario Mining Company). ეს იყო ამერიკული, ვერცხლის სამთო კომპანია, რომელიც სან ჯასთინოში, ტეგუსიგალპას მახლობლად ახორციელებდა სამუშაოებს, პრეზიდენტს კი მათთან სიახლოვე პირადი ინტერესების გამო სჭირდებოდა.

1898 წლისთვის გადაწყდა, მდ. ჩოლუტეკას ნაპირებზე მდებარე ორი მეზობელი საზელმწიფო, ტეგუსიგალპა და კომოიაგუა, ჩამოყალიბდებოდნენ დედაქალაქებად, განსხვავებული სახელებით, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად და საკუთარი ადგილობრივი თვითმმართველობებით. ამ პერიოდში, თითოეულ ქალაქში, დაახლოებით 40 000 ადამიანი ცხოვრობდა.

1930-60 იან წლებში, ტეგუსიგალპას მოსახლეობა მუდმივად იზრდებოდა და 25 000 ზე მეტი ადამიანისგან შედგებოდა, კოლონია კენედის, რეალური საშუალება ეძლეოდა დამეზობლოში უდიდესი გამხდარიყო, ასევე დაიწყო ერის ავტონომიური უნივერსიტეტის, UNAH ისა და ჰონდურასის მაიას სასტუმროს მშენებლობა. 1970იან წლებში ის ჯერაც მცირე და პროვინციულ ქალაქად რცებოდა მანამ სანამ სოფლებიდან სერუზული მიგრაცია დაიწყებოდა. 1980-იანი წლების განმავლობაში აშენდა რამდენიმე გამზირი, სატრანსპორტო მაგისტრალი და რამდენიმე ნაგებობა, რაც ქალაქისთვის სიახლეს წარმოადგენდა. ამ ყველაფერმა, ქალაქის დაგეგმვისა და ზონირების კანონების არარსებობის პირობებში, გამოიწვია უაღრესად დეზორგანიზებული ურბანიზაცია. სათანადო ურბანიზაციის არ არსებობით გამოწვეული პრობლემები, ნათლად ჩანს ქალაქის რამდენიმე ბორცვის მიმდებარე ფერდობებზე, რომლებიც გამოირჩევიან ღარიბი უბნების სიუხვით.

1998 წლის 30 ოქტომბერს, ქარიშხალმა "მიჩმა", ჰონდურასის დანარჩენ ნაწილთან ერთად, დედაქალაქიც გაანადგურა. ქარიშხალი ხუთი დღის განმავლობაში ატყდებოდა თავს ქვეყანას, შემდგომში მას მოჰყვა დამანგრეველი მეწყერი და წყალდიდობა, შედეგად ათასობით ადამიანი დაიღუპა და დაზიანდა/განადგურდა უამრავი შენობა-ნაგებობა. კომოიაგუას ნაწილიც განადგურდა, ჰონდურასის სხვა მეზობელ დასახლებებთან ერთად. ქარიშხალმა ტეგუსიგალპას ინფრასტრუქტურა ძალიან დააზარალა. 12 წლის შემდეგაც კი, მკაფიოდ შეიმჩნეოდა ქარიშხლის შედეგები მდ. ჩოლუტეკას ნაპირებზე.

დედაქალაქის მოდერნიზაციის, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მცდელობაში, ამჟამინდელმა ადმინისტრაციამ რამდენიმე პროექტი დაამტკიცა და კონკრეტული განკარგულებები გამოსცა, რათა მომავალი წლების განმავლობაში შეძლოს ქალაქის სრული აღდგენა და აღორძინება.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტეგუსიგალპა მდებარეობს მთების ჯაჭვის უდაბლეს (975 მ/3,199 ფუტი) და უმაღლეს (1,463 მ/4,800 ფუტი) გარეუბნებში. მისი ტერიტორიის უდიდესი ნაწილი დაფარული იყო ღია ტყით. ქალაქი, რომელიც გარშემორტყმულია ღია ტყის მასივებით, ხელს უწყობს ტყის განვითარებას, რომელშიც მიმობნეულია ფიჭვის ტყე, მუხის გროვები, სკრაბებისა და გამწმენდების დასამზადებლად საჭირო ბალახეული მცენარეები, ნემსის ფოთლიანი მარადმწვანე და ფართოფოთლოვანი ტყეები.

როგორც კომოიაგუას, ასევე ტეგუსიგალპას მეტოპოლიტენის ტერიტორია მოიცავს 201 კვადრატულ კილომეტს, ხოლო ცენტრალური ოლქის მთლიანი მუნიციპალიტეტი მოიცავს 1,396 კვადრატულ კილომეტს. ამ მიწის მიმდებარედ, მაღალ რაიონებში, გამოვლენილია გარკვეული გეოლოგიური ხარვეზები, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენენ გორაკის მახლობლად და მის დაბლა მდებარე უბნებისთვის.

მდინარე ჩოლუტეკა, ქალაქს სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ კვეთს და ერთმანეთისგან გამოყოფს ტეგუსიგალპასა და კომოიაგუას. პიკაჩო ჰილი (El Picacho Hill), საშუალო სიმაღლის მთაა, ქალაქის ცენტრში, მის ფერდობზე მდებარეობს რამდენიმე უბანი, მაღალ და დაბალ შემოსავლიანი საცხოვრებელი და რამდენიმე სამეზობლო. ქალაქი გლუვი ბორცვებისგან შედგება, მათ ირგვლივ არსებული მთათა რგოლი კი დაბინძურების ზღვარზეა. ნაკლებტენიან პერიოდებში, ამ არეალში სმოგის მწვავე ღრუბლები გადის მანამ სანამ პირველი წვიმა არ წამოვა.

ტეგუსიგალპა მოქცეულია ხეობაში, რომელსაც მდინარე ორ ნაწილად ჰყოფს, დიდი წვიმების დროს კი მდინარე მიდრეკილია წყალდიდობისკენ. ქალაქმა წყალდიდობები კარგად გამოსცადა ქარიშხალი მიტჩის და ყოველწლიურად შემცირებადი წვიმების ხარჯზე. მიუხედავად იმისა, რომ ზღვის დონიდან რამდენიმე ათას ნაბიჯზეა, ქალაქში დრემდე არ არსებობს წყალდიდობის კონტროლის ეფექტური სისტემა, მათ შორის გამართული არხები და კანალიზაცია, რომლებსაც საკმარისი ძალა შესწევთ წვიმის წყლის მდინარეში დასაბრუნებლად, რომელიც თავის მხრივ ოკეანეში ჩაედინება. მდინარე თავისთავად წარმოადგენს საფრთხეს, რადგან არასაკმარისად ღრმაა ქუჩებ ქვეშ და არც საკმარისად მაღალი ჯებირები აქვს, ადიდების შემთხვის თავიდან ასარიდებლად. დღეისთვის, მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული 100 ზე მეტი სამეზობლო ითვლება მაღალი რისკის ზონებად, მათგან რამდენიმე კი საცხოვრებლად სრულიად უვარგისია.

ქალაქის დასავლეთით მდებარეობს ლაურელეს სახელით ცნობილი წყალსაცავი (Embalse Los Laureles), რომელიც უზრუნველყოფს ქალაქის წყალმომარაგების 30%ს, ასევე ამარაგებს, აეროპორტიდან 7.3 კილომეტრის დაშორებით მდებარე წყლის გამწმენდ ქარხანას, ასევე წარმოადგენს ქალაქის დასავლეთით, 6 კილომეტრში მდებარე კონსეფშენის წყალსაცავის (Concepción Reservoir) ნაწილს.

ცენტრალური ოლქს საზღვრები აქვს ფრანზისკო მოროსნის 13 სხვა მუნიციპალიტეტთან :

ჩრდილოეთით: სედროსი, ტალანგა

სამხრეთით: ოჯოჯონა, სანტა ანა, სან ბუანავენტურა, მარაიტა

აღმოსავლეთით: სან ხუან დე ფლორესი, ვილა დე სან ფრანცისკო, სანტა ლუსია, ანგელოზთა ველი, სან ანტონიო დე ორიენტე, ტატუმბლა

დასავლეთით: ლეპატერიკი

დასავლეთით ასევე ესაზღვრება კომოიაგუას ორ მუნიციპალიტეტს: ვილა დე სან ანტონიო და ლამანი.

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტეგუსიგალპა ხასიათდება ტროპიკული სველი და მშრალი კლიმატის ზომიერი ფორმით. ცენტრალური ამერიკის ქალაქებს შორის აქ ყველაზე სასიამოვნო კლიმატია, ქალაქის სიმაღლის გამო. ჰონდურასის ცენტრალური ქალაქების უმეტესობის მსგავსად, აქაც შეინიშნება ტროპიკული კლიმატი, თუმცა სიმაღლის გამო ზომიერი. საშუალო ტემპერატურა 19 ° C (66 ° F) დან 23 ° C (73 ° F) მდე ფიქსირდება. დეკემბერი და იანვარი ყველაზე ცივი თვეებია, მინიმალური 14 ° C (57 ° F) ტემპერატურით, მარტი და აპრილი კი ყველაზე ცხელი თვეებია მაქსიმალური 40 ° C (104 ° F) ტემპერატურით. ნოემბრიდან აპრილამდე მშრალი, ხოლო მაისიდან ოქტომბრამდე წვიმიანი სეზონი გრძელდება. წელიწადში საშუალოდ 107 წვიმიანი დღეა, ჩვეულებრივ ყველაზე ნოტიო თვეებში: ივნისი და სექტემბერი.

წელიწადში, ყოველთვიურად მზის ნათების საშუალო საათები - 211.2

საშუალო წვიმიანი დღეები ყოველთვიურად - 8.9

მშრალ სეზონში, ყოველთვიურად მზის ნათების საშუალო საათები - 228

წვიმიანი პერიოდის განმავლობაში, ყოველთვიური საშუალო ნალექსი რაოდენობა - 182,5 მილიმეტრი

წვიმიანი სეზონის ყველაზე ნოტიო თვეებია: მაისი-ივნისი და სექტემბერი-ოქტომბერი, თითოეულში საშუალოდ 16,2 წვიმიანი დღეა.

ქარიშხალი მიტჩი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1998 წლის ოქტომბრის ბოლოსა და ნოემბრის დასაწყისში, ქარიშხალმა მიტჩმა საშინელი ზიანი მიაყენა ტეგუსიგალპას, სხვა ჰონდურასში მდებარე ქალაქების მსგავსად. ჰონდურასს ქარიშხალ ფიფის შემდეგ, მსგავსი შედეგები არ ახსოვს. ქარიშხალმა მდინარე ჩლუტეკას ნაპირებზე მდებარე ქალაქების ნაწილები გაანადგურა.

ქარიშხალი ჰონდურასის ტერიტორიაზე 5 დღის განმავლობაში დარჩა. ქარიშხალი წვიმიან სეზონს დაემთხვა, ნიადაგი უკვე კარგად იყო წყლით გაჯერებული, შედეგად ვერ შეძლო ქარიშხლის შედეგად გამოწვეული დამატებითი ნალექის შეწოვა. ქარიშხლის მიერ დატოვებულმა ნანგრევებმა დიდი წყალდიდობა გამოიწვიეს მთელს რეგიონში, განსაკუთრებით ტეგუსიგალპაში. ძლიერმა წვიმამ მდინარის არხებისა და შენაკადების ადიდება გამოიწვია, მდინარე ჯებირებიდან გადმოვიდა და ნაპირები გადაფარა, დაანგრია უბნები და ხიდები. უხვნალექიანობამ და წყალდიდობამ გამოიწვია მეწყერი ტანტრუმის გორაკის (El Berrinche Hill) მახლობლად, ქალაქის ცენტრში. მეწყერმა ბევრი ნაგებობა დაანგრია, ნანგრევები კი მდინარის გავლით კაშხალთან აღმოჩნდენ, კაშხალმა შეაკავა მდინარის ნაკადი და შედეგად რამდენიმე ქალაქი წყალქვეშ აღმოჩნდა. მიმდებარედ მდებარე ისტორიული მნიშვნელობების შენობების უმეტესობა დაინგრა, ნაწილი კი იმდენად დაზიანდა, რომ რესტავრაციას აღარ ექვემდებარებოდა.

ქალაქის პეიზაჟები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტეგუსიგალპა მთებით გარშემორტყმულ ხეობაში მდებარეობს. ქალაქი უაღრესად დეზორგანიზებულია, განსაკუთრებით მისი ძველი უბნები. ბოლო 30 წლის განმავლობაში დაფიქსირდა სწრაფი ზრდა და მხოლოდ ბოლო დროს მიიღო მთავრობამ შესაბამისი ზომები, ქალაქის დაგეგმვასა და ზონების ცვლილების კანონთან დაკავშირებით. გზებზე მოძრაობა შეზღუდულია, რამდენიმე ცალმხრივად მოძრავი ზოლი, ისედაც ვიწრო ქუჩაზე დიდ პრობლემებსა და საცობებს ქმნის. ქალაქში რამდენიმე ძირითადი ბულვარია, მიწისქვეშა გადასასვლელებითა და გზების გადაკვეთებით აღჭურვილი, რაც მოძრაობის განტვირთვას უწყობს ხელს. ჰონდურასის პრაქტიკულად ყველა ქალაქში, გამონაკლისი არც დედაქალაქია, ზემოთ ახედვისას სტანდარტულ ხედადაა ქცეული ელექტრული და სატელეფონო ხაზების მასიური გაყვანილობები, რადგან მიწისქვეშა საკომუნიკაციო არხების გაყვანასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ბოლო წლებში იქნა მიღებული.

ქალაქის გარშემო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტეგუსიგალპასა და კომოიაგუას მიტროპოლისის ტერიტორია, ოფიციალურად 892 ბარიონად და კოლონიად იყოფა. კოლონიები შედარებით თანამედროვე, მე-20 საუკუნის, საშუალო დონის საცხოვრებელ გარეუბნებს წარმოადგენენ, ბარიონები კი უმეტესად ძველი შიდა ქალაქებია. ასობით ბარიონისა და კოლონიის არსებობა, მიუხედავად ასეთი დაყოფის ხელსაყრელობისა, ფაქტია ართულებს ქალაქის სხვადასხვა რეგიონის განსაზღვრას, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ცენტრალურ უბანს ცუდად იცნობს. ქალაქის რეგიონების მარტივად გამორკვევის მიზნით, ისინი ერთიანდებიან ორ ძირითად ერთეულში : ტეგუსიგალპა და კომოიაგუა.

ტეგუსიგალპას რაიონის მხარე შესაძლოა დაიყოს 5 ნაწილად:

1. Centro Histórico - ისტორიული ცენტრი შექმნილია ორიგინალური უბნებით, რომელიც ქალაქის დაარსების დღიდან ითვლის სიცოცხლეს. წლების განმავლობაში უბანი უყურადღებობის გამო იშლებოდა, თუმცა ბოლო დროს აქტიურად ცდილობენ მის გამოცოცხლებას და შენარჩუნებას. აქ განთავსებულია სამთავრობო ოფისები, მათ შორის ეროვნული კონგრესი და მერია, ასევე მუზეუმები, პარკები, ტაძრები და ეკლესიები.

2. Centro Contemporáneo (or Zona Viva ) - თანამედროვე ცენტრი (ან ცოცხალი ზონა) თანამედროვე და მყარი დაგეგმარების უბანი. მოიცავს მდინარე ჩოლუტეკას შენაკადის, რიო ჩიკიტოს (უბანი რომელიც მაოლის ხიდს ქვემოთ გადის), სარდლის ბილიკისა და შეიარაღებული ძალების ნაწილებს. ქალაქის ეს მონაკვეთი ალბათ საუკეთესოდ განვითარებული და უკეთ ურბანიზებულია. ამ უბანში ვხვდებით ქალაქის წამყვან სასტუმროებსაც. ბულვარები Morazán და Avenida Los Próceres წარმოადგენენ გადატვირთულ კომერციულ დერეფნებს და უკავშირდებიან მნიშვნელოვან პუნქტებს, სამეზობლოებს, რომლებშიც განთავსებულია საელჩოები, მნიშვნელოვანი დაწესებულებები და ა.შ.

3. North Tegucigalpa - ჩრდილოეთ ტეგუსიგალპა მოიცავს როგორც საშუალო კლასის, ისე გაღარიბებულ უბნებს, რომლებიც გორაკზე, ისტორიული ცენტრის ჩრდილოეთით მდებარეობენ. პიკაჩო ჰილზე, ამ უბნების უკან, განთავსებულია გაეროს ეროვნული პარკი, ეს ადგილი მეტად საინტერესოა ადგილობრივებისა და ტურისტებისთვის.

4. South Tegucigalpa - სამხრეთ ტეგუსიგალპა არის ყველაფერი ბულვარ Fuerzas Armadas- ის სამხრეთით. ამ არეალში მდებარეობს კოლონია კენედი, დედაქალაქის უდიდესი სამეზობლო, სადაც 137,000-ზე მეტი მოსახლეა. კონცენტრირებულია, როგორც საშუალო ფენის ისე ღარიბი უბნების მახლობლად. ამ სამეზობლოში მდებარეობს ორი უნივერსიტეტი: UTH და UNITEC

5. East Tegucigalpa - აღმოსავლეთ ტეგუსიგალპა ძირითადად მოიცავს სასოფლო და გაღატაკებულ უბნებს, მთავრობის მცირე მონაწილეობით განხორციელებული იმპროვიზირებული ზრდის შედეგად. ანილიო პერფერერიკოს აღმოსავლეთ მონაკვეთის მხარეზე მდებარეობს მარიას პედიატრიული საავადმყოფო და სუუაპას ბაზილიკა.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰონდურასის აღწერის მონაცემების მიხედვით, 2001 წელს, ცენტრალურ ოლქში 850 445 ადამიანი აღირიცხა. მზარდი ტენდენციის შედეგად, 2013 წელს 1 157 509 ადამიანი აღირიცხა. 2004 წელს 185,577 კომლი ცხოვრობდა, საშუალოდ 4,9 წევრით თითო ოჯახში. როგორც ქალაქის მოსახლეობა, ასევე მეტროს არეალი სავარაუდოდ გაორმაგდება 2029 წლისთვის. ადამიანის განვითარების ინდექსი (HDI) შეფასებულია 0.759 მაჩვენებლით (2006 წელი), ამავე წელს ოლქში, მოსახლეობის 47.6% სიღარიბეში ცხოვრობდა.

სიცოცხლის ხანგრძლივობა ოლქში - 72,1 წელი (2004 წლის მონაცემი)

სრული მოსახლეობის გაუნათლებელი ნაწილი - 4.9% (2010 წლის მონაცემი)

სრული მოსახლეობის გაუნათლებელი ნაწილი, ეროვნულ მაჩვენებელთან შედარებით - 15.2% (2010 წლის მონაცემი)

საშუალო თვიური შემოსავალი - L.8,321 (440,49 აშშ დოლარი) (2010 წლის მონაცემი)

საშუალო თვიური შემოსავალი ეროვნულ თვიურ მაჩვენებელთან შედარებით - L.4,767 ($ 252.35 აშშ დოლარი) (2010 წლის მონაცემი)

ეროვნული ურბანული ზონის საშუალო თვიური შემოსავალი - L.7,101 (აშშ დოლარი 375.91) (2010 წლის მონაცემი)

მკვიდრთა 90%-ს წარმოადგენენ მესტიოები, თეთრ-ესპანელთა უმცირესობით. მათ უერთდებიან ჩინელები და არაბი ემიგრანტები. აქ ცხოვრობენ მკვიდრი ამერიკელი და აფრო-ჰონდურასებიც.

ქალაქში არის : 4 თეატრი, 12 ბაზარი, 12 საფეხმავლო ხიდი, 12 უნივერსიტეტი, 14 საავადმყოფო, 14 მუზეუმი, 28 სუპერმარკეტი, 40 კინოთეატრი, 64 ჯანმრთელობის ცენტრი, 64 სიგნალი მსუბუქი კონტროლირებადი კვეთა, 87 საშუალო სკოლა, 100 აფთიაქი, 123 ადგილობრივი გადაუდებელი კომიტეტი, 170 რესტორანი, 200 პარკი ან პლაზა, 200 სპორტული ობიექტი, 400 მეხანძრე, 600 მოხალისე მუშაკი, 892 სამეზობლო, ბარიოსა და კოლონიად კლასიფიცირებული, 12 ასეული ექიმი, ორი ათასი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, 12 ათასი ტაქსი, 60 ათასი წერა-კითხვის უცოდინარი, 140 ათასი სასმელ წყალზე პირადი დაშვებით.

ჯანმრთელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2004 წელს ცენტრალურ ოლქში 67 საზოგადოებრივი ჯანდაცვის დაწესებულება იყო - ხუთი ეროვნული საავადმყოფო, მეტროპოლიტენის რაიონში 22 ჯანმრთელობის ცენტრი, 37 სოფლის ცენტრი მთელ სოფლებში და სამი პერიფერიული კლინიკა. ქალაქში არის მრავალი კერძო საავადმყოფო, ისევე როგორც საავადმყოფოები, რომელსაც ხელმძღვანელობს ჰონდურასის სოციალური უსაფრთხოების ინსტიტუტი (IHSS), მოქმედებს ქვეყნის მთავრობის მიერ დაფინანსებული სოციალური დაზღვევის პროგრამა. 2003 წელს დასაქმებულთა 58.5%-მა მიიღო მონაწილეობა IHSS-ში, დანარჩენი დაზღვეულები კი კერძო სექტორში ან შინა მუშაკებად არიან დასაქმებულნი. ცენტრალური რაიონის მოსახლეობის 26.5% სარგებლობს სამთავრობო დაზღვევის პროგრამით.

ცენტრალური ოლქი, აფიქსირებს ქვეყნის აივ / შიდსთან ინფიცირების სიდიდით მესამე უმაღლეს ან 20.2 პროცენტს, ვირუსით დაავადებული 5,674 ადამიანი. 2004 წლის განმავლობაში ცენტრალურ უბანში აივ ინფექციის 258 ახალი დიაგნოზი დაფიქსირდა.

2000 წელს, დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებელი შეადგენდა ყოველ 100 000 ახალშობილზე 110-ს, რომელთა 62.3% იყვნენ 20-დან 30 წლამდე ასაკის ქალები.

2005 წლის მონაცემებით ყოველ 100 000 მოქალაქეზე 110 ფიზიკურად ან გონებრივად შეზღუდულია.

ქვეყნის 62.8% სიღარიბეშია და ჰონდურასს არ შეუძლია სტაბილური დახმარების გაწევა მათთვის, მათ შორის სამედიცინო პერსონალით, მედიკამენტებითა თუ ინვენტარით უზრუნველყოფა.

რელიგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰონდურასის სხვა უბნების მსგავსად, ცენტრალურ ნაწილშიც რომაული კათოლიციზმია გაბატონებული და მისი მიმდევრები მოსახლეობის 95% ს შეადგენდნენ გარკვეულ მომენტში. 2007 წლის მონაცემებით მოსახლეობის 47 პროცენტი სწორედ ისინი იყვნენ, დარჩენილი 36 პროცენტი კი პროტესტანტები.

დღეს ქალაქში მრავალი რელიგიის მიმდევრებს შეხვდებით, მათ შორისაა ებრაული თემი, იეჰოვას მოწმეები და უკანასკნელი წმინდანების იესო ქრისტეს ეკლესია, რომლებიც ამჟამად აშენებენ ახალ ტაძარს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]