ელექტრონული მუსიკა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ელექტრონული მუსიკა საკმაოდ ვრცელი ტერმინია და, როგორც წესი, ელექტრონული საკრავებითა ან ინსტრუმენტებით შექმნილი მუსიკის განსაზღვრებად გამოიყენება. ნებისმიერი ხმა წარმოებული ელექტრონული სიგნალის მიერ შეიძლება კლასიფიცირებულ იქნეს როგორც ელექტრონული და ეს ტერმინიც ზოგჯერ ამ გაგებით იხმარება. თუმცა მუსიკის სხვა ჟანრებიც ბოლო დროს უფრო ხშირად იყენებენ ელექტრონულ გამაძლიერებლებსა და საკრავებს (მაგ. ჯაზი, ხალხური მუსიკა, პოპი) და დებატები იმაზე თუ რა შეიძლება ჩაითვალოს ელექტრონულ მუსიკად დღემდე აქტუალურია.

როგორც კატეგორია კრიტიციზმისა და მარკეტინგისათვის, ტერმინი - ელექტრონული მუსიკა - განსაზღვრავს ძირითადად ისეთი ელქტრონული მოწყობილობებით შექმნილ მუსიკას, როგორებიცაა სინთეზატორი, სემპლერი, კომპიუტერი, და მექანიკური დამრტყმელები. თეორიულად, ამ სახის მუსიკის შექმნაში შეიძლება ნებისმიერი სხვა "ინსტრუმენტიც" მონაწილეობდეს. ელექტრონული მუსიკა შეიძლება ასევე მოისაზრებოდეს, როგორც კომპიუტერული მუსიკა, რადგანაც ის პროგრამის მეშვეობით ხმის ციფრული მანიპულაციის შესაძლებლობას იძლევა, ანალოგური სინთეზატორებისგან განსხვავებით, რომლებიც ელექტრონულ მოწყობილობებს იყენებენ სიგნალების მანიპულაციისთვის.


ისტორია[რედაქტირება]

გვიანი მე-19 და ადრინდელი მე-20 საუკუნეები[რედაქტირება]

ყველაზე ადრეული წმინდა ელექტრონული ინსტრუმენტი იყო ტელეჰარმონიუმი ან ტელჰარმონიუმი, შექმნილი თადეუშ კაჰილის მიერ 1897 წელს. ეს ინსტრუმენტი პოპულარული ვერ გახდა უბრალო მოუხერხებლობის გამო - ის 7 ტონას იწონიდა. პირველ პრაქტიკულ ელექტრონულ ინსტრუმენტად ხშირად მოიხილება თერემინი, გამოგონილი პროფესორ ლეონ თერემინის მიერ 1919-1920 წწ. სხვა ადრინდელ ელექტრონულ ინსტრუმენტად მიიჩნევენ ასევე ონდეს-მარტენოტს (ასევე ონდეს მუსიკალე), რომელიც გამოყენებულ იქნა ოლივიე მესიენის მიერ "ტურანგალილა-სიმფონი"-აში და ასევე სხვა, ძირითადად ფრანგი კომპოზიტორების მიერ.

ომისშემდგომი წლები: 1940 და 1950-იანები[რედაქტირება]

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ წლებში ელექტრონული მუსიკით ექპერიმენტირება დაიწყეს პროგრესულმა კომპოზიტორებმა, რომელთაც ეს მიჩნდათ ტრადიციულ ინსტრუმენტთა შესაძლებლობების გაფართოების კარგ საშუალებად. მიჩნეულია, რომ თანამედროვე ელექტრონული კომპოზიციები დაიწყო ე.წ. "კონკრეტული მუსიკის" (ფრ. musique concrète) და მაგნიტურ ფირ ჩამწერების განვითარებასთან ერთად 1948 წელს, რაც შემდეგ სწრაფად განვითარდა ადრეული ანალოგური სინთეზატორების გამოგონებასთან ერთად. კონკრეტული მუსიკის პირველი ნაწარმოები დაწერილ იქნა პიერ შაფერის მიერ, რომელიც მოგვიანებით მუშაობს ისეთ ავანგარდისტ კლასიკურ კომპოზიტორებთან, როგორებიც იყვნენ პიერ ჰენრი, პიერ ბულე და კარლჰაინც შტოკჰაუზენი. შტოკჰაუზენმა მრავალი წელი იმუშავა კიოლნის ელექტრონული მუსიკის სტუდიაში, სადაც იგი კლასიკური ორქესტრის ხმებს ელექტრონულად მიღებულთან აერთიანებდა. პირველი ელექტრონული მუსიკა ჩაწერილი მაგნიტურ ლენტაზე შექმნილი იქნა ამერიკაში ლუის და ბებე ბარონების მიერ 1950 წელს.

კოლუმბია-პრინსტონის ელექტრონული მუსიკის ცენტრი ნიუ იორკში (ამჟამად კომპიუტერული მუსიკის ცენტრი) დაფუძნებულ იქნა 1959 წელს ვლადიმირ უსაჩევსკისა და ოტტო ლენინგის მიერ. ისინი მაგნიტური ლენტის მანიპულაციებზე ადრეული 50-იანი წლებიდან მუშაობდნენ და მათი სტუდია მოწყობილ იქნა ინჟინერ პიტერ მოზის დახმარებით. ხმის ჩამწერმა სტუდიამ RCA (ამერიკის რადიო კორპორაცია) მათ გადასცა RCA Mark II ხმის სინთეზატორი, რომელიც ვაკუუმიან ვენტილაციას იყენებდა და ასევე თან ერთვოდა პირველი ელექტრონული მუსიკალური სექუენსერი. ეს სტუდია გახდა ამერიკის ელექტრონული მუსიკის ცენტრი თითქმის 1980 წლამდე.

მაქს მეთიუ იწყებს კომპიუტერების გამოყენებას მუსიკის შესაქმენლად 1957 წელს ბელ ლაბში (Bell Laboratories). სხვა ამ დარგის კომპოზოტორები იყვნენ ედგარ ვარეზი და სტივ რაიხი.

1960-იანებიდან გვიანდელ 70-იან წლებამდე[რედაქტირება]

ელექტრონული მუსიკა
აზიური ანდეგრაუნდი
ამბიენტი
ბრიკბიტი
დრამ-ენდ-ბასი
ელექტრონიკა
გარაჟი
ინდუსტრიული
IDM
კრაუტროკი
ნუ-ჯაზი
სინთპოპი
ტექნო
ტრანს მუსიკა
ჰაუზი

რადიოფონის სახელოსნოში, ბრიტანეთის მაუწყებლობის კომპანიის (BBC) ხმის სპეციალური ეფექტების განყოფილებაში, რონ გრეინგერი და დელია დერბიშაი ქმნიან ერთ-ერთ უპირველეს ელექტრონულ "ქუდს" სატელევიზიო პროგრამა Doctor Who-სთვის 1963 წელს.

მიუხედავად იმისა, რომ ელექტრონული მუსიკა თავიდან შეიქმნა, როგორც კლასიკური კომპოზოციების მიღების საშუალება, იგი სწრაფად იქნა შემდგომში ათვისებული პოპულარულ კულტურაშიც. 1960-იან წლებში ვენდი კარლოსმა პოპულარიზაცია გაუკეთა სინთეზატორის მუსიკას ორი ღირსშესანიშნავი ალბომით Switched-On Bach და The Well-Tempered Synthesizer, სადაც მან ბაროკოს კლასიკური მუსიკის ნაწილების რეპროდუქცია მოახდინა მუგის სინთეზატორებზე. მუგს იმჟამად ერთდროულად მხოლოდ ერთი ნოტის გამომუშავება შეეძლო, მაშასადამე ისეთი მრავალფენოვანი შენაერთის შექმნა, როგორც ეს კარლოსმა გააკეთა, მოითხოვდა უამრავ საათს სტუდიაში. ადრინდელი მანქანები არასტაბილურობით გამოირჩეოდნენ და ადვილად გამოდიოდნენ მწყობრიდან. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი მუსიკოსი, მაგ. ქეით ემერსონი ემერსონ ლეიქ და პალმერი-დან, ამ საკრავების გზაზე წაღებასაც ახერხებდა.

ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად, სინთეზატორები გაიაფდა, უფრო მობილური და საიმედო გახდა, რის შედეგადაც ისინი ბევრმა როკ ჯგუფმა აითვისა. ყველაზე ადრეულ ამთვისებელთა შორის იყვნენ The Silver Apples და პინკ ფლოიდი, და თუმცა მათი მუსიკა მთლიანად ელექტრონული არ იყო, დამუშავებული ხმის უმეტესი ნაწილი სინთეზატორზე იყო დამოკიდებული. გერმანიაში ელექტრონულ გახმოვანებას იყენებდნენ ისეთი პოპულარული ჯგუფები, როგორიცაა Tangerine Dream, Can, და სხვა.

ჯაზში აკუსტიკური ინსტრუმენტები და სინთეზატორები შერწყმულ იქნა ღირსშესანიშნავ ჩანაწერთა სერიაში Weather Report-ის მიერ. ჯო ზავინული, ჯგუფის სინთეზატორზე დამკვრელი, შემდგომშიც განაგრძობდა მსგავსი ჯგუფების შექმნას. სახელგანთქმულ ჯაზურ პიანისტს, ჰერბი ჰენკოკს ჯგუფ The Headhunters-ერთან ერთად 1970-იან წლებში თავის ნაწარმოებებში შემოაქვს ელექტრონული ხმების ფართო სპექტრი, რაც მან უფრო ღრმად და მეტი ენთუზიაზმით განავრცო თავის შემდგომ ალბომში The Future Shock, პროდიუსერ ბილ ლასველთან ერთად 1980-იან წლებში. შედეგად, 1983 წელს მოგვევლინა პოპულარული ჰიტი Rockit.

მუსიკოსებმა თენჯერინ დრიმ, ბრაიან ენომ, ვანგელისმა, ჟან მიშელ ჟარმა, რეი ბუთიგიემ, იაპონელმა კომპოზიტორემბა ისაო ტომიტამ და კიტარომ ასევე პოპულარიზაცია გაუწიეს ელექტრონულ მუსიკას. ამასთან კინოინდუსტრიამაც ინტენსიურად დაიწყო ელქტრონული მუსიკის გამოყენება საუნდტრეკებში. მაგალითისთვის გამოდგება ვენდი კარლოსის ნამუშევარი სტენლი კუბრიკის ფილმისთვის "მექანიკური ფორთოხალი", შექმნილი ენტონი ბერჯესის ნოველის მიხედვით.

მას შემდეგ, რაც ელექტრონული ხმოვანება უფრო ხშირი გახდა პოპულარული ჩანაწერებისთვის, სხვა მეცნიერულ-ფანტასტიკური ჟანრის ფილმებმაც დაიწყეს მაყურებელთა ემოციებზე ზეგავლენის მოსახდენად ელექტრონული მუსიკის და ელექტრონულად მიღებული ხმოვანი ეფექტების გამოყენება. მალევე, სხვა პოპ ჯგუფებთან ერთად ელექტრონული ჯგუფების დაქირევებაც დაიწყეს სპეციალურად ფილმებისთვის საუნდტრეკების ჩასაწერად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]