რიო-ბერმეხო
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
|
|
|---|---|
მდინარე რიო–ბერმეხო |
|
| დახასიათება | |
| სიგრძე | 1450 კმ |
| აუზის ფართობი | 133 კმ² |
| წყლის ნაკადი | |
| სათავე | ცენტრალური ანდები |
| ჩაედინება | პარაგვაი |
| ქვეყნები | |
| ქალაქები | პრესიდენსია–როკა |
რიო-ბერმეხო (ესპ. Rio Bermejo) — მდინარე სამხრეთ ამერიკაში, უმთავრესად არგენტინაში, გარკვეული ნაწილი მოქცეულია ბოლივიის შემადგენლობაში. მდინარე პარაგვაის მარჯვენა შენაკადი, სიგრძე 1450 კმ. აუზის ფართობი 133 ათ კმ². სათავე აქვს ცენტრალური ანდების აღმოსავლეთ კალთაზე. გადაკვეთს გრან-ჩაკოს ვაკეს, შუა წელში მიედინება თავისი ყოფილი შენაკადის ტეუკოს კალაპოტში. ახასიათებს წყლის ხარჯის მკვეთრი რყევა. წყალმოვარდნები იცის ზაფხულობით. წყლის საშუალო ხარჯი მთიდან გამოსვლის ადგილას 340 მ³/წმ. სანაოსნოა პატარა გემებისათვის ქალაქ პრესიდენსია-როკამდე.