რიკარდო ლაგოსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რიკარდო ლაგოსი
რიკარდო ლაგოსი
ჩილეს 33-ე პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
11 მარტი, 2000 – 11 მარტი, 2006
წინამორბედი ედუარდო ფრეი რუის-ტაგლე
მემკვიდრე მიშელ ბაჩელეტი

დაბადებული 2 მარტი, 1938
სანტიაგო, ჩილე
პოლიტიკური პარტია სოციალისტი

რიკარდო ფროილან ლაგოს ესკობარი (ესპ. Ricardo Froilán Lagos Escobar; დ. 2 მარტი, 1938, სანტიაგო, ჩილე ) – ჩილელი პოლიტიკური მოღვაწე. ჩილეს 33-ე პრეზიდენტი (2000-2006 წწ.).

დაიბადა სანტიაგოში, ფროილან ლაგოსისა და ემა ესკობარის ოჯახში. სწავლობდა იურისპრუდენციას ჯერ ჩილეში შემდეგ აშშ-ში. მუშაობდა გაეროში, 1978 წლიდან საერთაშორისო სავალუტო ფონდში. XX საუკუნის 80-იანი წლების შუა პერიოდში გახდა დემოკრატიული ოპოზიციის უდავო ლიდერი.

  • 1990-1992 – განათლების მინისტრი
  • 1994-1998 – საჯარო სამსახურის მინისტრი

1999 წელს გახდა ჩილეს პრეზიდენტობის კანდიდატი და არჩევნების შემდეგ 2000-2006 წწ. ეკავა ქვეყნის მეთაურის პოსტი. თანამდებობაზე შეცვალა ჩილეს პირველმა ქალმა პრეზიდენტმა მიშელ ბაჩელეტმა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

წინამორბედი:
ედუარდო ფრეი რუის-ტაგლე
ჩილეს პრეზიდენტი

20002006
შემდეგი:
მიშელ ბაჩელეტი