უკაიალი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
|
|
|---|---|
| დახასიათება | |
| სიგრძე | 1950 კმ |
| აუზის ფართობი | 375 ათ. კმ² |
| წყლის ნაკადი | |
| სათავე | ანდები |
| ჩაედინება | ამაზონის შემდგენელი |
| ქვეყნები | |
| ქალაქები | პუკალიპა |
უკაიალი (ესპ. Ucayali ) — მდინარე სამხრეთ ამერიკაში, პერუში. ამაზონის შემდგენელი მარანიონთან ერთად. თავის მხრივ წარმოიქმნება მდინარეების ტამბოსა (ზემო დინებაში – აპურიმაკი) და ურუბამბას შეერთების შედეგად.
- სიგრძე 1950 კმ.
- აუზის ფართობი 375 ათ. კმ².
- საშუალო წლიური ხარჯი – 12600 მ³/წ.
- მთავარი პორტი – პუკალიპა