ნესტორ კირხნერი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნესტორ კირხნერი
ნესტორ კირხნერი
არგენტინის 51-ე პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
25 მაისი, 2003 – 10 დეკემბერი, 2007
წინამორბედი ედუარდო დუალდე
მემკვიდრე კრისტინა ფერნანდესი

დაბადებული 25 თებერვალი 1950
რიო-გალიეგოსი
პროფესია ადვოკატი

ნესტორ კირხნერი, სრული სახელი ნესტორ კარლოს კირხნერ ოსტოიკი (ესპ. Néstor Kirchner) (დ. 25 თებერვალი, 1950 - გ. 27 ოქტომბერი, 2010) არგენტინის პრეზიდენტი, 2003 წლის 25 მაისიდან 2007 წლის 10 დეკემბრამდე. პერონისტი მემარცხენე, კირხნერი 1991-2003 წლებში იყო სანტა-კრუსის პროვინციის გუბერნატორი.

კირხნერი ნაკლებად იყო ცნობილი საერთაშორი ასპარეზზე და სამშობლოშიც კი არჩევის წინ, როდესაც მან მხოლოდ 22 პროცენტით გაიმარჯვა პირველ რაუნდში, მას შემდეგ რაც ყოფილი პრეზიდენტი კარლოს მენემი პოსტისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

მათ სპასუხოდ ვინც მისგან წარუმატებლობას ელოდა, ახალმა პრეზიდენტმა აღთქმა დადო რომ "ცვლილებების ცივ ქარს" მოიტანდა თავის ცივ სამხრეთ პატაგონიიდან. 2003 წლის მაისში, პოსტის დაკავების შემდეგ, კირხნერმა მსოფლიო გააოცა გავლენიანი სამხედრო და პოლიციური მაღალჩინოსნების გადაყენებით. ხელისუფლებაში გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების ხაზგასასმელად, კირხნერმა სერიოზული ცვლილებები შეიტანა საამნისტიო კანონში სამხედრო ოფიცრების მიმართ, რომლებიც 1976-1983 წლების "ბინძური ომი"-ს დროს სამხედრო მმართველობისას მკვლელობებსა და წამებაში იყვნენ დადანაშაულებულები.

2007 წლის 28 ოქტომბერს, ერთგვარ დინასტიური მმართველობის შექმნით, მის შემცვლელად პრეზიდენტის პოსტზე, მისი მეუღლე კრისტინა ფერნანდესი იქნა არჩეული. მეუღლის მიერ საპრეზიდენტო მოვალეობის შესრულების დაწყების შემდეგ, ის "არგენტინის პირველი ჯენტლმენი" გახდა.

წინამორბედი:
ედუარდო დუალდე
არგენტინის პრეზიდენტი

20032007
შემდეგი:
კრისტინა ფერნანდესი