ანტონიო კარლოს ჟობიმი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანტონიო კარლოს ჟობიმი

ანტონიო კარლოს ჟობიმი (Antonio Carlos Brasileiro de Almeida Jobim) (დ. 25 იანვარი, 1927, რიო-დე-ჟანეირო — გ. 8 დეკემბერი, 1994, ნიუ-იორკი), ასევე ტომ ჟობიმი -- ბრაზილიერლი კომპოზიტორი, მომღერალი, პიანისტი და ბოსა-ნოვას უდიდესი ლეგენდა. მისი კომპოზიციები შესრულებული ჟუან ჟილბერტოსთან ერთად დასაბამს აძლევს ბოსა-ნოვას ჟანრს 1960-იან წლებში.

ჟობიმზე უდიდესი ზეგავლენა მოუხდენია პიხინგიუნიას, ლეგენდარულ მუსიკოსსა და კომპოზიტორს, რომელმაც 1930-იან წლებში თანამედროვე ბრაზილიურ მუსიკის განვითარებას დაუდო დასაბამი.

ჟობიმმა სახელი გაითქვა მწერალ და პოეტ ვიცისიუს დე-მორაესთან "ორფეუ დე კარნავალ"-ისთვის (1956) მუსიკის დაწერის შემდეგ. ეს მუსიკა საყოველთაოდ ცნობილი გახდა კინოფილმში "შავი ორფეუსი". მისი ყველაზე პოპულარული სიმღერებისთვის ლირიკას დე-მორაესი წერდა.

ამერიკელი ჯაზის მომღერლებმა ელა ფიცჯერალდმა და ფრენკ სინატრამ გამოიყენეს ჟობიმის სიმღერები საკუთარ ალბომებში Ella Abraça Jobim (1981) და Francis Albert Sinatra & Antonio Carlos Jobim (1967), შესაბამისად. ჟობიმი მას შემდეგ მსოფლიოში ცნობილი გახდა, როგორც მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კომპოზიტორი.

ჟობიმი დაკრძალულია სან-ჟუან ბატისტას სასაფლაოზე რიო-დე-ჟანეიროში. რიოს საერთაშორისო აეროპორტი ჟობიმის სახელს ატარებს.

რჩეული კომპოზიციები[რედაქტირება]

  • "Garota de Ipanema" ("გოგონა იპანემადან")
  • "Wave"
  • "Tide"
  • "Chovendo na Roseira" ("ბავშვური თამაშები"/ასევე ცნობილია როგორც "ორმაგი ცისარტყელა")
  • "Samba de Uma Nota Só" ("ერთ ნოტიანი სამბა")
  • "Corcovado" ("წყნარი ვარსკვლავების წყნარი ღამეები / Quiet Nights of Quiet Stars")
  • "Insensatez" ("How Insensitive")
  • "Desafinado" ("Off Key")
  • "Chega de Saudade" ("კმარა ბლუზი")
  • "Triste"
  • "Solidão Passageira" ("ლურჯი ფრინველი")
  • "Fotografia" ("ფოტოსურათი")
  • "Águas de Março" ("მარტის წყლები")
  • "Samba do Avião" ("სამბას თვითმფრინავი")
  • "Amparo"
  • "Matita Perê"
  • "Passarim"
  • "Borzeguim"
  • "Bonita"
  • "Two Kites (Things in the Skies)"

დისკოგრაფია[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]