გვადელუპა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გვადალუპისა და საფრანგეთის მდებარეობა

გვადელუპა (ფრანგ. Guadeloupe) – არქიპელაგი სამხრეთ კარიბის ზღვაში, კოორდინანტებით 16°15′ ჩ. გ. 61°35′ დ. გ. / . მისი ფართობი 1,628 კვ. კმ-ია. გვადელუპა საფრანგეთის ზღვისგადაღმა დეპარტამენტია, ასევე 26-დან ერთ-ერთი რეგიონი. 2007 წლიდან, იგი რესპუბლიკის ხელშევუალი ნაწილია.

საფრანგეთთან ერთად, გვადელუპა ევროპის კავშირის წევრია. როგორც ევროკავშირის უმეტეს ქვეყანაში, აქაც ვალუტა ევროა[1]. მიუხედავად ამისა, გვადალუპა არ იმყოფება შენგენის ხელშეკრულების ქვეშ. გვადელუპას პრეფექტურა არის ბას-ტერი. 1493 წელს, ქრისტოფერ კოლუმბმა ამ კუნძულს უწოდა სანტა მარია დე გვადელუპა, მარიამ ღვთისმშობლის პატივსაცემად.

გვადალუპა მოიცავს ხუთ კუნძულს. ესენია: ბას-ტერი, გრანდ-ტერი (გამოყოფილია ბას-ტერისაგან ვიწრო ზღვის არხით, სალტ-რივერით), ლა–დეზირადე, ლეს–დე–სენსი და მერი-გალანტი

გვადელუპა იყოფა 2 ოლქად. ესენია: ბას-ტერი და პუენტ-ა-პირტი. თავად ოლქები იყოფიან 40 კანტორად, ხოლო კანტორები - 32 კომუნად.

2006 წელს, მშპ ერთ სულ მოსახლესე იყო 17,338 ($21,780)[2].

[რედაქტირება] დემოგრაფია

2006 წლის ივლისის მონაცემების მიხედვით, გვადელუპის მოსახლეობა 452,776 კაცია. აქედან 23.64% 14 წლამდე ასაკის არიან, 67.1% - 15 წლიდან 64 წლამდე, ხოლო 9.2% - 65-ს გადაცილებული. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მამაკაცებში 74.91 წელია, ქალებში - 81,37, ორივე სქესის საშუალო მაჩვენებელი კი - 78.06–ია.

[რედაქტირება] კლიმატი

წლიური ამინდი — Basse-Terre—capital of Guadeloupe
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წელი
საშუალო მაღალი °C (°F) 28 (82) 28 (82) 28 (82) 29 (84) 30 (86) 31 (88) 33 (91) 31 (88) 31 (88) 30 (86) 29 (84) 29 (84) 30 (86)
საშუალო დაბალი °C (°F) 20 (68) 20 (68) 21 (70) 22 (72) 23 (73) 24 (75) 25 (77) 23 (73) 23 (73) 23 (73) 22 (72) 21 (70) 22 (72)
ნალექი სმ (დიუმი) 8 (3.1) 6 (2.4) 7 (2.8) 11 (4.3) 15 (5.9) 12 (4.7) 16 (6.3) 19 (7.5) 23 (9.1) 22 (8.7) 22 (8.7) 14 (5.5) 178 (70.1)
წყარო: Weatherbase[3]


[რედაქტირება] სქოლიო

  1. Guadeloupe is pictured on all Euro banknotes, on the backside at the bottom of each note, right of the Greek ΕΥΡΩ (EURO) next to the denomiation.
  2. (ფრანგული) INSEE-CEROM. Tableau de bord économique de la Guyane. წაკითხვის თარიღი: 20 January 2008.
  3. Weatherbase: Historical Weather for Basse-Terre.


პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე