ტოლტეკები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტოლტეკების ფიგურები. ტულა, იდალგო

ტოლტეკები — მესოამერიკული კულტურა, რომელიც დომინირებდა თანამედროვე მექსიკის ტერიტორიაზე, იდალგოს, მორელოსის, მეხიკოს და პუებლას შტატების ტერიტორიაზე. მესოამერიკული ქრონოლოგიით ახ. წ. 800-1000 წლებში. მოგვიანებით, აცტეკების კულტურა ტოლტეკებს მათ ინტელექტუალურ და კულტურულ წინამორბედებად მიიჩნევდა. აცტეკების ენაზე „ტოლტეკი“ ხელოსანს ნიშნავდა. აცტეკები ასევე აღწერდნენ ტოლტეკების ისტორიას, მათ მმართველებს და საგმირო საქმეებს. მაგრამ თანამედროვე მეცნიერებაში ხშირად დავობენ, არის თუ არა სარწმუნო აცტეკების მიერ ტოლტეკების ისტორიაზე მოწოდებული ფაქტები.

ტოლტეკები ახ. წ. VIII საუკუნეში ცენტრალური მექსიკის ტერიტორიაზე დასახლდნენ და საკმაოდ დიდი სახელმწიფო შექმნეს. მათი დედაქალაქი ტულა, ძალზე ახლოს მდებარეობდა ტეოტიუკანთან. თავიანთ კულტურაში, მათ განავითარეს ტეოტიუაკანის და შოჩიკალკოს ტრადიციები.

ტოლტეკების პირამიდა. ტულა, იდალგო

ტოლტეკების რელიგია სხვა მესოამერიკული ცივილიზაციების რელიგიების მსგავსი იყო. მათ ჰყავდათ ცის, მიწის წყლის და ა. შ. ღმერთები. მთავარი ღმერთი იყო კეცალკოატლი, რომელიც ლეგენდის თანახმად დაამარცხა სხვა ღმერთმა ტესკატლიპოკამ. ამის შემდეგ კეცალკოატლი გველებისგან დაწნული ნავით გაემგზავრა და დაიბარა, რომ მალე დაბრუნდებოდა.

1168 წელს, ტულა ჩიჩიმალკებმა დაიპყრეს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: