ჟურუა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
|
|
|---|---|
ჟურუა ქალაქ კრუზეირო-დუ-სულთან |
|
| დახასიათება | |
| სიგრძე | 3280 კმ |
| აუზის ფართობი | 200000 კმ² |
| წყლის ნაკადი | |
| სათავე | ანდები, (პერუ) |
| ჩაედინება | ამაზონი |
| ქვეყნები | პერუ,ბრაზილია |
ჟურუა (ესპ. Jurua) — მდინარე სამხრეთ ამერიკაში, პერუსა და ბრაზილიაში, ამაზონის მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 3280 კილომეტრი. სათავე აქვს პერუს ანდების მთისწინეთში. უმთავრესად მიედინება ამაზონის დაბლობზე. საზრდოობს წვიმის წყლით. წყალუხვია იანვრიდან ივნისამდე, წყალმცირეა აგვისტო-ოქტომბერში. წყლის საშუალო ხარჯი დაახლოებით 6000 მ3/წმ. სანაოსნოა ქალაქ კრუზეირო-დუ-სულიდან.