პანამა (ქალაქი)
|
ქალაქი
პანამა
Panamá
|
| მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 790 რუს. • ინგლ. • ფრ. |
პანამა (ესპ. Panamá) — პანამის დედაქალაქი და ქვეყნის უდიდესი ქალაქი. მდებარეობს პანამის არხის დასაწყისში, წყნარი ოკეანის სანაპიროზე. 2010 წლის მონაცემებით მოსახლეობა 880 691 ადამიანს შეადგენს, აგლომერაციის კი 1 272 672-ს.[1] ქალაქი პანამა ქვეყნის პოლიტიკური, ადმინისტრაციული და კულტურული ცენტრია, ისევე როგორც საერთაშორისო ვაჭრობისა და კომერციის კვანძი.[2] შეფასებულია ბეტა რანგის გლობალურ ქალაქად.[3]
ისტორია [რედაქტირება]
ქალაქი 1519 წლის 15 აგვისტოს ესპანელმა კონკისტადორმა პედრო არიას დე ავილამ დააარსა. ამის შემდეგ, ქალაქი ინკების იმპერიის (პერუ) სადამპყრობლო ექსპედიციების საწყის წერტილს წარმოადგენდა. პანამაზე გაივლიდა ამერიკის კონტინენტის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო გზები, რომელთა გავლითაც ესპანეთისკენ ადგილობრივ ინდიელებში ნაძარცვი ოქრო-ვერცხლის უდიდესი ნაწილი მიედინებოდა.
1673 წლის 21 იანვარს, ქალაქი საშინელმა ხანძარმა გაანადგურა, რომელიც მეკობრე ჰენრი მორგანმა გაააჩინა. თუმცა, 2 წლის თავზე, 1675 წლის 21 იანვარს, პანამა ოფიციალურად აღსდგა, თავდაპირველი დასახლებიდან 8 კილომეტრში მდებარე ნახევარკუნძულზე. ეს ადგილიც ნაქალაქარი იყო, რომლის ნანგრევები დღესაცაა შემორჩენილი და პანამა-ვიეხოს სახელითაა ცნობილი, რომელიც 1997 წელს იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- ქალაქის ოფიციალური ვებ-გვერდი
- პანამის ტურიზმის სამსახურის ოფიციალური ვებ-გვერდი
- Sights, Smells and Sounds of Panama City
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ CENSOS NACIONALES 2010. წაკითხვის თარიღი: 2011-02-11.
- ↑ Investing in Panama. BussinesPanama.com. წაკითხვის თარიღი: 2010-12-16.
- ↑ www.lboro.ac.uk The World According to GaWC 2008 – Retrieved on 2010-10-10
|
|||||