მანაგუა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მანაგუა (მრავალმნიშვნელოვანი).
დედაქალაქი
მანაგუა
Leal Villa de Santiago de Managua
დროშა გერბი
დროშა გერბი
ქვეყანა ნიკარაგუას დროშა ნიკარაგუა
სტატუსი მანაგუას დეპარტამენტი
კოორდინატები 12°09′ ჩ. გ. 86°16′ დ. გ. / 12.150° ჩ. გ. 86.267° დ. გ. / 12.150; -86.267
მმართველი დაისი ტორესი
დაარსდა 1819
მოსახლეობა 1,680,100 კაცი
სიმჭიდროვე 2,537 კმ2 კაცი/კმ²
აგლომერაცია 544 კმ2

მანაგუა მდებარეობა ნიკარაგუა

Red pog.svg

მანაგუანიკარაგუის დედაქალაქი და იმავე სახელწოდების დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი. ნიკარაგუის უდიდესი ქალაქი მდებარეობს ტბა მანაგუას სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე. დედაქალაქად გამოცხადდა 1852 წელს. მანამდე ნიკარაგუის დედაქალაქი იყო ჯერ გრანადა, შემდეგ ლეონი. ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 1 680 100 ადამიანს, მათ შორის ძირითადად მეტისები და თეთრკანიანებია.

პირველი დასახლება ამ ადგილას დაარსდა 1819 წელს სახელწოდებით ლეალ-ვილა-დე-სანტიაგო-დე-მანაგუა და თავდაპირველად მეთევზეთა სოფელი იყო. მანაგუას დედაქალაქად გადაქცევისთვის ზრუნვა დაიწყეს 1824 წლიდან, როდესაც ცენტრალური ამერიკის ქვეყნებმა ესპანეთის ბატონობისგან გათავისუფლება დაიწყეს. მანაგუა მდებარეობდა ძველ დედაქალაქებს - ლეონსა და გრანადას შორის, ამიტომაც იყო კომპრომისული და ხელსაყრელი ვარიანტი.

ქალაქი გამხდარა არაერთი პოლიტიკური აღმასვლისა და დაცემის მოწმე ნიკარაგუის ისტორიაში. იგი გაანადგურა ორმა მიწისძვრამ მე-20 საუკუნის განმავლობაში. ამჟამად მანაგუა ნიკარაგუის პოლიტიკური, ადმინისტრაციული, ეკონომიკური და კულტურული ცენტრია.

2007 წელს, წარმატებული წიგნიერების კამპანიის შემდეგ, მანაგუა გამოცხადდა პირველ დედაქალაქად ცენტრალურ ამერიკაში, რომელმაც თავი დააღწია უწიგნურობას.

ეტიმოლგია[რედაქტირება]

სახელი მანაგუა მომდინარეობს ადგილობრივი ნაუატური სიტყვიდან , რაც ნიშნავს "წყლით შემოსაზღვრული" ან "წყალთან ახლოს". ქალაქი მდებარეობს იმ ადგილას სადაც ცხოვრობდნენ ენდოგენური მოსახლეობა ესპანელი კონკისტადორების გამოჩენამდე.

ისტორია[რედაქტირება]

6 000 წლის წინანდელი ადამიანის ფეხის ნაკვალევი გაციებულ ლავაზე, მანაგუა, ნიკარაგუა

ნიკარაგუა დასახლებული იყო პალეოინდიელებით 6, 000 წლის წინ. ეს დასტურდება აკაუალინკას ფეხის ანაბეჭდებით, რომლებიც აღმოჩნდა მანაგუას ტბასთან.

1858 წელს, როდესაც გრანადა დაარბია უილიამ უოლკერის წინამძღოლობით ა.შ.შ-ს დაქირავებულმა ჯარმა დედაქალქად გამოაცხადეს მანაგუა. 1852-1930 წლებში მანაგუა განიცდის ურბანიზაციას. ვითარდება ინფრასტრუქტურა და მომსახურება, ამ პერიოდში იქ განთავსდება მთავრობა. ქალაქის განვითარებაზე ცუდი გავლენა მოახდინეს 1876 და 1885 წლებში მომხდარმა წყალდიდობებმა. სტიქიური უბედურობები ქალაქს არც მე-20 საუკუნეში სააკლდა. 1931 წელს მიწისძვარამ დააზარალა მანაგუის ნახევარზე მეტი. დიქტატორ ანასტასიო სომოსა გარსიასა და მისი ოჯახის მმართველობის დროს (1936–1979) ქალაქი კვლავ აგრძელებდა განვითარებას. აშენდა მთავრობის სახლები, ვითარდებოდა წარმოება, დაარსდა უნივერსიტეტები, მანაგუა გადაიქცა ცენტრალური ამერიკის ყველაზე განვითარებულ ქალაქად. მოგვიანებით 1972 წლის 23 დეკემბერს ქალაქს მეორე მიწისძვრა დაატყდა თავს, რომელმაც დაანგრია მანაგუის 90% პროცენტი და 19, 120 ადამიანი იმსხვერპლა. ქალაქი მოწესრიგდა, მაგრამ ძველი დიდება მაინც ვერ დაიბრუნა. მიწისძვრით უსახლკაროდ დარჩენილები, იძულებული გახდბნენ ქალაქის შემოგარენში ეძებათ თავშესაფარი. ქალაქის საქმიანი ნაწილი დარჩა აღუდგენელი შემდგომი ოცი წლის განმავლობაში. მიუხედავად რეკონსტრუქციისთვის გამოყოფილი ფონდის არსებობისა, რადგანაც სომოსას რეჟიმის დროს გამეფებული კორუპცია ხელს უშლიდა მთელი ქვეყნის განვითარებას. 1979 წლის სამოქალაქო ომმა, რომელმაც ბოლო მოუღო სომოსას ოჯახის ბატონობას, მანაგუის ეკონომიკა კიდევ უფრო დააუძლურა. ამა დაერთო თერთმეტწლიანი კონტრ-ომი. ეკონომიკა კიდევ უარეს მდგომარეობაში ჩავარდა 1998 წლის ქარიშხალ მიჩისა და სხვა ბუნებრივი კატაკლიზმების გამო. 1990 წელს თავისუფალ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, დემოკრატიულმა ოპოზიციამ სერიოზულად მიჰყო ხელი მანაგუის აღდგენას. მანაგუის საქმიანი ნაწილი ნაწილობრივ არის აღდგენილი. ასევე აღდგა სამთავრობო შენობები, მუზეუმები, გალერეები, მონუმენტები, რესტორნები.

გეოგრაფია[რედაქტირება]

ხედი ტიპიტაპიდან

მანაგუა მდებარეობს მანაგუის ტბის სამხრეთ ნაპირებზე. მანაგუის ტბაში ბინადრობენ იმავე ჯიშის თევზები, რაც ნიკარაგუის ტბაში, გარდა მტკნარი წყლის ზვიგენისა. მანაგუის ტბა 1927 წლიდან ბინძურდებოდა და წამლავდა მიმდებარე გარემოს. მხოლოდ 2009 წელს გერმანული მთავრობის დაფინანსებით დაინერგა დაბინძურებული წყლის გამწმენდი მცენარეები.

მანაგუა მისივე სახელწოდების ტბას გასდევს 544 კილომეტრის მანძილზე.

ლაგუნები ქალაქის ტერიტორიაზე[რედაქტირება]

მანაგუის ქალაქის ნაწილში არის ოთხი პატარა ლაგუნა. დედაქალაქის ცენტრთან ყველაზე ახლოს მდებარეობს ტისკაპას ლაგუნა, რომელიც ტისკაპას ლაგუნის ბუნებრივ ნაკრძალში მდებარეობს.

  • ტისკაპას ლაგუნა - მდებარეობს ძველი ქალაქის საქმიანი ნაწილის სამხრეთით. იგი ვულკანური წარმოშობისაა და მიახლოებით 10, 000 წლის წინ უნდა წარმოშობილიყო.
  • ასოსოსკას ლაგუნა - დასავლეთით მდებარე ლაგუნა მანაგუისთვის სასმელი წყლის მიმწოდებელი მთავარი საშუალებაა.
  • ნახაპას ლაგუნა - მდებარეობს ასოსოსკას ლაგუნის სამხრეთით.
  • აკაუალინკას ლაგუნა - მდებარეონბს ქალაქიდან ჩრდილოდასავლეთით. წყალმარჩხმა ლაგუნამ სახელი მისგან აღმოსავლეთით მდებარე დასახლებისგან მიიღო.

კლიმატი[რედაქტირება]

მანაგუას, ისევე, როგორც დასავლეთ ნიკარაგუაში მდებარე დასახლებებს, სიერას გარდა, ახასიათებს ტროპიკული კლიმატი. მუდმივი საშუალო ტემპერატურა 28-32 -მდე მერყეობს. დეკემბერი და იანვარი ყველაზე ცივი თვეებია, მარტი და აპრილი კი ნესტიანიცა და რამდენადმე მშრალიცაა.

წლიური ამინდი — მანაგუა, ნიკარაგუა
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წელი
საშუალო მაღალი °C (°F) 31 (88) 32 (90) 33 (91) 33 (91) 33 (91) 31 (88) 30 (86) 31 (88) 30 (86) 30 (86) 31 (88) 30 (86) 31 (88)
საშუალო დაბალი °C (°F) 21 (70) 21 (70) 22 (72) 23 (73) 24 (75) 23 (73) 23 (73) 23 (73) 23 (73) 22 (72) 22 (72) 21 (70) 22 (72)
ნალექი მმ (დუიმი) 1.0 (0) 0.0 (0) 7.0 (0.3) 14.0 (0.6) 309.0 (12.2) 313.0 (12.3) 193.0 (7.6) 271.0 (10.7) 404.0 (15.9) 330.0 (13) 63.0 (2.5) 84.0 (3.3) 1,989 (78.3)
წყარო: Weatherbase;[1] Nov 2009

ფლორა[რედაქტირება]

მანაგუის მცენარეული საფარი მისი ტროპიკული კლიმატიდან გამომდინარე მრავალფეროვანი და მდიდარია ბუნებრივად ნაყოფიერი ნიადაგით, უხვი წვიმებითა და წყლის რესურსებით. ამიტომაც იგი მდიდარია სხვადასხვა ჯიშის ხეებით, რომლებიც ქალაქის გარშემო ხარობს. მანაგუა მდიდარია პალმებითა და ბუჩქებით, ასევე სხვადასხვა სახის ხეებითა და ნარგავებით, რომლებიც დედაქალაქის კოლორიტს ქმნიან.

დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. [http:// www.weatherbase.com/ (ინგლისური) Weather Information for Managua]. წაკითხვის თარიღი: Nov 27 2009.
  2. Madrid city council webpage Mapa Mundi de las ciudades hermanadas. Ayuntamiento de Madrid.