მიგელ ანხელ ასტურიასი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიგელ ანხელ ასტურიასი
PNL Asturias.jpg
დაბადების თარიღი:

19 ოქტომბერი, 1899

დაბადების ადგილი:

გვატემალა

გარდაცვალების თარიღი:

9 ივნისი, 1974

გარდაცვალების ადგილი:

მადრიდი

ეროვნება:

გვატემალელი

საქმიანობა:

მწერალი

მიგელ ანხელ ასტურიასი (დ. 19 ოქტომბერი, 1899, გვატემალა ― გ. 9 ივნისი, 1974, მადრიდი), გვატემალელი მწერალი, "ხალხთა შორის მშვიდობის განმტკიცებისათვის" საერთაშორისო ლენინური პრემიის ლაურეატი (1966); ნობელის პრემიის ლაურეატი (1967). ლათინური ამერიკის რეალისტური პროზის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი. ახალგაზრდობისას რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობდა. რადიკალური შეხედულებების გამო იძულებული იყო ცხოვრების დიდი ნაწილი ემიგრაციაში გაეტარებინა. მისი თხზულებებისათვის დამახასიათებელია მკვეთრი სოციალური-პოლიტიკური გამიზნულობა და გვატემალის აბორიგენთა - მაიას ფოლკლორის შემოქმედებითი გამოყენება. ავტორია წიგნისა "გვატემალის ლეგენდები" (1930), რომანებისა "სენიორ პრეზიდენტი" (1946), "სიმინდის ხალხი" (1949), ფართოდ ცნობილი ტრილოგიისა "ძლიერი ქარი" (1950), "მწვანე პაპი" (1954), "დამარხულთა თვალები" (1960), მოთხრობათა კრებულისა "უიკენდი გვატემალაში" (1956) და სხვა.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 1, გვ. 659, თბ., 1975

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში


პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე