იგნასიო სარაგოსა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იგნასიო სარაგოსა
Ignacio Zaragoza
XIX საუკუნე
Ignacio Zaragoza.png
დაბ. თარიღი 24 მარტი, 1829
დაბ. ადგილი ბაჰია-დელ-ესპირინტუ-სანტუ, მექსიკა
გარდ. თარიღი 8 სექტემბერი, 1862
გარდ. ადგილი პუებლა, მექსიკა
ეროვნება მექსიკელი
კუთვნილება მექსიკა
ჯარის სახეობა მექსიკის არმია
მოღვაწეობა 1853-1862
წოდება გენერალი
ბრძოლები/ომები რეფორმის ომი,
პუებლის ბრძოლა

იგნასიო სარაგოსა სეგუინი (ესპ. Ignacio Zaragoza Seguín; დ. 24 მარტი, 1829 – გ. 8 სექტემბერი, 1862) — მექსიკის არმიის გენერალი. ცნობილია, როგორც მექსიკაში შეჭრილი საფრანგეთის არმიის დამმარცხებელი პუებლის ბრძოლაში.

იგი დაიბადა მექსიკური ტეხასის ტერიტორიაზე მდებარე სოფელ ბაჰია-დელ-ესპირინტუ-სანტუში (ამჟამად გოლიადი, ტეხასი), მიგელ სარაგოსას და მარია დე ხესუს სეგუინის ოჯახში.

დაიღუპა პუებლის სახელოვან ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ 33 წლის ასაკში ტიფისაგან. დაკრძალულია მეხიკოს სან-ფერნანდოს პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება]