სალვადორი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სალვადორის რესპუბლიკა
República de El Salvador
სალვადორი
სალვადორის
დევიზი: "Dios, Unión, Libertad"
„ღმერთი, ერთობა, თავისუფლება“
ჰიმნი: Himno Nacional de El Salvador
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
სან-სალვადორი
13°40′ ჩ. გ. 89°10′ დ. გ. / 13.667° ჩ. გ. 89.167° დ. გ. / 13.667; -89.167
ოფიციალური ენა(ები) ესპანური ენა
მთავრობა საპრეზიდენტო რესპუბლიკა[1][2]
 -  პრეზიდენტი მაურისიო ფუნესი
 -  ვიცე–პრეზიდენტი სალვადორ სანჩეს სერენი
ფართობი
 -  სულ 21 040 კმ2 (153-ე)
 -  წყალი (%) 1,4
მოსახლეობა
 -  2009 შეფასებით 6 134 000[3] (99-ე)
 -   აღწერა 2009 
 -  სიმჭიდროვე 341,5 კაცი/კმ2 (47-ე)
მშპ (მუპ)  შეფასებით
 -  სულ $44 576 მილიარდი[4] 
 -  ერთ მოსახლეზე 7,549 
აგი (2010) 0,659 (საშუალო) (90-ე)
ვალუტა აშშ დოლარი (USD)
დროის სარტყელი UTC -6სთ.
ქვეყნის კოდი SLV
Internet TLD .sv
სატელეფონო კოდი +503

სალვადორი (ესპ. República de El Salvador) — სახელმწიფო ცენტრალურ ამერიკაში; ყველაზე პატარა და ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანა რეგიონში. დედაქალაქი და უდიდესი ქალაქია სან-სალვადორი. ქვეყნისა და ცენტრალური ამერიკის მასშტაბით ასევე მნიშვნელოვანი კულტურული და კომერციული ქალაქებია სანტა-ანა და სან-მიგელი. სალვადორს სამხრეთით ესაზღვრება წყნარი ოკეანე, დასავლეთით — გვატემალა, ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით — ჰონდურასი. უკიდურესი აღმოსავლეთი რეგიონი მდებარეობს ფონსეკის ყურის სანაპიროზე, ნიკარაგუის მოპირდაპირე მხარეს. 2009 წლის მონაცემებით, სალვადორის მოსახლეობა დაახლოებით 5 744 113 ადამიანს შეადგენს, რომლის უდიდესი ნაწილიც მეტისები არიან.[3]

1892–2001 წლებში სალვადორის ეროვნული ვალუტა იყო კოლონი, სანამ მას ამერიკული დოლარი ჩაანაცვლებდა.

El salvador map KA.png

2010 წელს, სალვადორი ლათინური ამერიკის ათი მოწინავე ქვეყნის რიცხვში შედიოდა ადამიანის განვითარების ინდექსის თვალსაზრისით, ცენტრალური ამერიკის რეგიონში კი სამეულში. ეს ფაქტი ძირითადად განპირობებულია მიმდინარე სწრაფი ინდუსტრიალიზაციით. 1992–2010 წლებში სალვადორის ტერიტორიის დაახლოებით 20% დაფარული იყო ტროპიკული და შერეული ტყეებით და მიეკუთვნებოდა იმ რამდენიმე ქვეყნის რიცხვს, რომლებიც წვიმის ტყეებითაა დაფარული.[5]

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება]

სალვადორი იყოფა 14 დეპარტამენტად, რომლებიც თავის მხრივ დაყოფილია 262 მუნიციპალიტეტად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Baker, Brent. (2009-03-09) CNN Correspondent Now the Communist Candidate in El Salvador. NewsBusters.org. Retrieved on 2012-07-28.
  2. Mauricio Funes Installed As El Salvador's First Leftist President. Huffingtonpost.com. Retrieved on 2012-07-28.
  3. 3.0 3.1 UNdata El Salvador. UN (2008). წაკითხვის თარიღი: 2010-07-04.
  4. El Salvador. International Monetary Fund. წაკითხვის თარიღი: 2012-04-18.
  5. World's Forests Rebounding, Study Suggests. News.nationalgeographic.com (2010-10-28). Retrieved on 2012-07-28.