რეალიზმი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიუსტავ კურბე, გამარჯობა ბატონო კურბე, 1854

რეალიზმი (ლათ.realis ნამდვილი) — მხატვრული შემეცნების მეთოდი. ხელოვნებასა და ლიტერატურაში გამოიხატება საგანთა და მოვლენათა აღწერაში მათი პირდაპირი მნიშვნელობით, შეულამაზებლად ან ინტერპრეტაციის გარეშე. რეალიზმი ასევე შუა მე-19 საუკუნის კულტურული მიმდინარეობა იყო, რომელსაც დასაბამი საფრანგეთში დაედო.

კულტურული მიმდინარეობა[რედაქტირება]

რეალიზმი ხელოვნებაში პირველად ქალაქ ლოთალში (ამჟამად ინდოეთის ტერიტორიაზე) გაჩნდა, დაახ. ძვ.წ. 2400 წლებისთვის. ვიზუალურ ხელოვნებასა და ლიტერატურაში რეალიზმი უფრო ყოვლისმომცველი კულტურული მიმდინარეობა გახდა საფრანგეთში, როგორც რეაქცია მე-19 საუკუნის შუა წლების რომანტიზმის იდეალიზმზე, რომელიც ვითარდებოდა სოციალური და პოლიტიკური რეფორმებისა და დემოკრატიზაციის მოთხოვნათა კულტურული კლიმატის ფონზე. ის გაბატონებული ხელოვნების ფორმა საფრანგეთში, ინგლისსა და აშშ-ში დაახ. 1840-80 წლებში გახდა.

მხატვრობა[რედაქტირება]

რეალისტები ცდილობდნენ ყოველდღიურ ხასიათთა, სიტუაციების, დილემებისა და მოვლენების აღწერას "აკურატული" (ან რეალისტური) მანერით. ის ეწინააღმდეგებოდა რომანტიზმს, რომელიც საგნებსა თუ მოვლენებს იდეალისტურად უდგებოდა. რეალისტები უკუაგდებდნენ თეატრალურ დრამასა და ხელოვნების კლასიკურ ფორმებს, რათა გამოეხატათ უფრო საყოველთაო ან "რეალისტური" თემები. ამასთან რეალისტები ეყრდნობოდნენ მეცნიერულ ფაქტებს და ბუნებასა და ცხოვრებას მათ ირგვლივ. ამ პერიოდში მოღვაწე ფრანგი პეიზაჟისტების ჯგუფი, რომელთა შთაგონების საგანი ბუნებისგან შექმნილი ხელოვნება იყო ბარბიზონის სკოლად იწოდებოდა. ასევე აღსანიშნავია, პრე-რაფაელიტთა საძმო, რომლებიც განადიდებდნენ რაფაელამდე არსებულ ხელოვნებას (რაფაელის პერიოდში ხელოვნება საკმაოდ გაიდეალიზებული იყო).

მნიშვნელოვან რეალისტთა შორის არიან:

კინემატოგრაფია[რედაქტირება]

იტალიური ნეორეალიზმი იყო კინემატოგრაფიული მიმდინარეობა რეალიზმის ელემენტებით, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ იტალიაში განვითარდა. ცნობილ ნეორეალისტთა შორის იყვნენ ვიტორიო დე სიკა, ლუკინო ვისკონტი, და რობერტო როსელინი.

გალერეა[რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • (2010) რედ. Baron, Christine and Engel, Manfred: Realism/Anti-Realism in 20th-Century Literature. NL: Rodopi. ISBN 978-90-420-3115-9. 
  • Morris, Pam (2003). Realism. London: Routledge. ISBN 04152229383. 
  • Watt, Ian (1957). The Rise of the Novel: Studies in Defoe, Richardson and Fielding. Berkeley: University of California Press. 
  • West, Shearer (1996). The Bullfinch Guide to Art. UK: Bloomsbury Publishing Plc. ISBN 0-8212-2137-X. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]