ბეისბოლი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მოიერიშე გუნდის დამრტყმელი მოთამაშე.

ბეისბოლი (ინგლ. baseball, სიტყვებისგან base „ბაზა, საფუძველი“ და ball „ბურთი“) — გუნდური სპორტული თამაში ბურთითა და კეტით. შეჯიბრში მონაწილეობს ორი გუნდი, თითოეულში ცხრა (ან ათი) მოთამაშით.

ბეისბოლი აშშ-ში გაჩნდა XIX საუკუნის დასაწყისში. ითვლება, რომ თამაშს საფუძვლად დაედო ინგლისური "რაუნდერს"-ი. პირველი ოფიციალური მატჩი გაიმართა ნიუ-იორკში 1820 წელს. 1845 წელს შეიქმნა პირველი პროფესიული კლუბი. თამაში გავრცელებულია აშშ-ში, კანადაში, მექსიკაში, ლათინურ ამერიკასა და კარიბებზე, ავსტრალიაში, იაპონიაში, კორეაში და სხვ. ამჟამად ბეისბოლს თამაშობენ 120 ქვეყანაში. ყველაზე მეტად პოპულარულია აშშ-ში, კუბაში, იაპონიაში, ჩინეთსა და კორეაში.

აშშ-ში, იაპონიაში, ჩეხეთში და რამდენიმე სხვა ქვეყანაში გავრცელებულია ასევე სოფტბოლი — ბეისბოლის გამარტივებული ვარიანტი — მისი თამაში დახურულ შენობაში და მცირე ზომის მოედანზეც შეიძლება. ბეისბოლის სათამაშო მოედანს რომბის ფორმა აქვს.

ბეისბოლის მონათესავე თამაშებია კრიკეტი, პესაპოლო ფინეთში, ოინა რუმინეთში და ლაპტა რუსეთში.


პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე