ემიგრაცია
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ემიგრაცია - პოლიტიკური, ეკონომიკური ან პირადი მიზეზებით უცხო ქვეყანაში მცირე ხნით ან მუდმივად საცხოვრებლად წასვლა.
- პოლიტიკური მიზეზებით ემიგრაცია, როგორც წესი, რეპრესული რეჟიმის თანმხლები მოვლენაა, როდესაც რეპრესიის შიში ან გაბატონებული რეჟიმისათვის ლოიალობის გამოცხადების აუცილებლობა მოქალაქეებს აიძულებს უცხო ქვეყანას შეაფარონ თავი.
- ეკონომიკური მიზეზებით ემიგრაცია საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებისათვისაა დამახასიათებელი. კაპიტალიზმის ეპოქაში, მას შემდეგ რაც სამუშაო ძალამ საქონლის სახე შეიძინა, კაპიტალის სხვა ფორმების მსგავსად, მუშახელი ერთი ქვეყნიდან მეორეში შედარებით თავისუფლად გადაადგილდება.