ჩილეს პესო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სიტყვას „პესო“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ პესო.
ჩილეს პესო
peso chileno
1933 წელს გამოშვებული 1 პესოიანი
1933 წელს გამოშვებული 1 პესოიანი
კოდი ISO 4217 CLP
ქვეყანა ჩილეს დროშა ჩილე
ოფიციალური
მომხმარებლები
ჩილელები
შედგება 100 სენტავო
სიმბოლო $
მონეტები 1, 10, 50, 100, 500 პესო
ბანკნოტები 1000, 2000, 5000, 10000, 20000 პესო
ცენტრალური ბანკი ჩილეს ცენტრალური ბანკი
გაცვლითი კურსი
( 30 სექტემბერი 2010 თვის)
1 USD = 485.23 CLP CLP

ჩილეური პესო —ჩილეს ეროვნული ვალუტა. დღევანდელი პესო ბრუნვაშია 1975 წლიდან, მისი წინა ვერსია ბრუნვაში იყო 1817 წლიდან 1960 წლამდე. სიმბოლო რომელიც ადგილობრივად გამოიყენება პესოს აღსანიშნავად არის $. ISO 4217-ის მიხედვით დღევანდელი პესოს კოდი არის - CLP. პესო იყოფა 100 სენტავოდ (centavos), თუმცა სენტავოები არ არის ბრუნვაში. 2009 წლის მიხედვით, ჩილეს პესოს საშუალო კურსი ამერიკულ დოლართან მიმართებაში არის - 1 აშშ დოლარი = 559.7 ჩილეს პესოს.[1] 2010 წლის 30 სექტემბერს 1 აშშ დოლარი ღირდა 485.23 ჩილეს პესო.[2]

ჩილეს პესოს ღირებულება[რედაქტირება]

ჩილეს პესოს ღირებულება ამერიკულ დოლართან მიმართებაში 1975–2007 წლებში. გრაფა უჩვენებს საშუალო წლიურ ღირებულებას მას შემდეგ რაც პესო თავისუფალი კურსით გაეშვა.

პესო განიცდიდა ყოველწლიურ გაუფასურებას დოლარისა და სხვა მყარი ვალუტების მიმართ, თუმცა 1994-1997 წლებში პესო ინარჩუნებდა სიმყარეს დოლართან მიმართებაში. 2002, 2003 წლებში პესოს გაცვლის კურსმა დოლართან მიაღწია მაქსიმუმს დაახლოებით 700 CLP ერთ აშშ დოლარზე. რაც 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტის ეფექტით იყო გამოწვეული.


სქოლიო[რედაქტირება]

  1. Indicadores Macroeconómicos. ჩილეს ცენტრალური ბანკი (2010-05-31). წაკითხვის თარიღი: 2010-06-01.
  2. Tipo de Cambio del Dólar Observado diario - Base de Datos Estadísticos. Si2.bcentral.cl. წაკითხვის თარიღი: 2010-09-30.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]