კალათბურთი

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალთა კალათბურთის მატჩი.
ქალთა კალათბურთის მატჩი.

კალათბურთი გუნდური სპორტის სახეობა, რომელშიც ორი გუნდი თითოეულში ხუთი მოთამაშით ცდილობს ქულები მოაგროვოს მოწინააღმდეგის კალათში ბურთის მოხვედრით ორგანიზებული წესების მიხედვით.

1891 წელს სპრინგფილდის (მასაჩუსეტსი, აშშ) კოლეჯის ანატომიის მასწავლებელმა ჯეიმზ ნეისმიტმა დაამუშავა პირველი წესები, რომლებიც არსებითად განსხვავდება დღევანდელისაგან. კალათბურთის სათამაშოდ იყენებენ მოედანს, რომლის ზომაა 26X14. პირითი ხაზების შუა ადგილას სპეციალურ დგარებში დაყენებულია ფარები, რომლებზეც დამაგრებულია ლითონის რგოლებზე დაკიდებული უძირო ბადეები(კალათები).

მოთამაშეთა რაოდენობა ყოველ გუნდში 5-5 კაცით განისაზღვრება. თამაშის დროს ჩაგდებული ბურთისათვის გუნდს ერიცხება 2 ქულა, ყოველი რეალიზებული საჯარიმო ტყორცნისათვის 1 ქულა, გამარჯვებულია ის გუნდი, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს. შეხვდერა შედგება ორი 20 წუთიანი ტაიმისაგან. ეს სპორტის სახეობა ხელს უწყობს ორგანიზმის გაკაჟებას, ავითარებს თვალზომას და ძალას, რეაქციას და სისწრაფეს. კალთბურთი ოლიმპიურ თამაშებში შეტანილია 1936 წლიდან.

კალათბურთის ბურთის გარშემოწირულობაა 75-78 სმ, მასა 600-650 გრამი; კალათი კიდია მოედნიდან 3.05მ-ზე, ფარის ზომაა 180X120სმ;


პირადი ხელსაწყოები