გაბრიელა მისტრალი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გაბრიელა მისტრალი
დაბადების თარიღი 7 აპრილი, 1889
დაბადების ადგილი ვიკუნია, ჩილე
გარდაცვალების თარიღი 10 იანვარი, 1957
გარდაცვალების ადგილი ნიუ-იორკი, აშშ
ფსევდონიმი გაბრიელა მისტრალი
საქმიანობა პედაგოგი, დიპლომატი
ეროვნება ჩილელი
ჟანრი დრამატული

ლუისა დე მარია დელ პერპეტუო სოკორო გოდოი ალკაიაგა ან ლუისა გოდოი ალკაიაგა უფრო მეტად ცნობილია ფსევდონიმით გაბრიელა მისტრალი (7 აპრილი, 1889, ვიკუნია, ჩილე10 იანვარი, 1957, ნიუ-იორკი, აშშ) – ჩილელი პოეტი, პედაგოგი, დიპლომატი, ქალთა უფლებების დამცველი, ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში.

16 წლიდან მუშაობს პედაგოგად. 1924 წლიდან დიპლომატიურ სამსახურშია იტალიაში, 19331935 წწ. - ესპანეთში , 19351937 წწ. - პორტუგალიაში, 19381946 წწ. - ბრაზილიაში, აშშ-ში; მუშაობდა ერთა ლიგაში და გაეროში.

პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1903 წელს. პირადმა დრამამ შთააგონა დაეწერა ტრაგიკული „სიკვდილის სონეტები“ (1914). კრებულმა „სასოწარკვეთილი“ (1922) გამოხატა პოეტის იდუმალი გრძნობები.

1945 წელს მიიღო ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში.

ფსევდონიმი მიიღო ფრანგი მწერლის ფრედერიკ მისტრალის პატივისცემის ნიშნად, რომელიც ასევე ნობელის პრემიის ლაურეატია ლიტერატურის დარგში.

მისი სახელი ეწოდა კრატერს პლანეტა მერკურზე.

გაბრიელა მისტრალი იყო ლესბოსელი, სულ ახლახანს გამოქვეყნდა მისი სასიყვარულო მიმოწერა დორის დანთან.[1].

წიგნები [რედაქტირება]

  • სიკვდილის სონეტები (1914)
  • სასოწარკვეთილი (1922)
  • Lecturas para Mujeres (1923)
  • Ternura (1924)
  • Nubes Blancas y Breve Descripción de Chile (1934)
  • Tala (1938)
  • Antología (1941)
  • Lagar (1954)
  • Recados Contando a Chile (1957)
  • Poema de Chile (1967, გამოქვეყნდა სიკვდილის შემდეგ)

რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო [რედაქტირება]