სამოქალაქო ომი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამოქალაქო ომი — ხანგრძლივი შეიარაღებული კონფლიქტი სახელმწიფოს შიგნით არსებულ დაპირისპირებულ ძალებს შორის სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით. სამოქალაქო ომი დროში გაწელილი პროცესია და იგი განსხვავდება სახელმწიფო გადატრიალებისგან, რომელიც, ჩვეულებრივ დროის მოკლე მონაკვეთში ხდება. სამოქალაქო ომში დაპირისპირებული მხარეები შეიძლება იყვნენ: სხვადასხვა კლასი, სოციალური ფენა, ეთნიკური და რელიგიური ჯგუფი, პოლიტიკური დაჯგუფება და ა.შ.

სამოქალაქო ომში ერთი მხარე იბრძვის არსებული პოლიტიკური რეჟიმისა და სახელმწიფო წყობილების შენარჩუნებისათვის, ხოლო მეორე მხარე - ახალი პოლიტიკური რეჟიმის დასამყარებლად, თავის უფლებათა დასაცავად.

უკანასკნელ ათწლეულებში სამოქალაქო ომების რიცხვმა მკვეთრად იმატა. ეს, ერთი მხრივ, გამოწვეულია იმ სახელმწიფოთა რიცხვის ზრდით, რომელთა უმრავლესობა აზიის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ყოფილი კოლონიური ქვეყანაა. ამ ქვეყანაში ეთნიკური, ტომობრივი, რელიგიური, პარტიული თუ კლანური დაპირისპირებები ჩვეულებრივი მოვლენაა და ნოყიერ ნიადაგს ქმნის სამოქალაქო ომის გაჩაღებისათვის; მეორე მხრივ, გარკვეული წინააღმდეგობა, რომელიც საერთაშორისო სამართლის ორ - ხალხთა თანასწორუფლებიანობისა და თვითგამორკვევის და სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობის - პრინციპს შორის არსებობს, სამოქალაქო ომისათვის მრავალ მიზეზს წარმოშობს. ასევე მხედველობაში მისაღებია საერთაშორისო ტერორიზმის მზარდი როლი, რაც გამოიხატება უკანონო სამხედრო ძალების შექმნით და მათი გაგზავნით სამოქალაქო ომის კერებში ამა, თუ იმ მხარისათვის მხარდაჭერის მიზნით, რაც საერთაშორისო სამართლით აკრძალულია.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

ლ. ალექსიძე, ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი: ლექსიკონი-ცნობარი, თბ., 2005, ISBN 99940-0-877-3

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: