ესპანური ამერიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ესპანური ამერიკის ქვეყნები
ესპანურად მოლაპარაკეები ამერიკაში
ამერიკის ევროპული კოლონიზაცია მე-16 მე-17 საუკუნეებში

ესპანური ამერიკა ან ისპანიკ ამერიკა (ესპ. Hispanoamérica) — რეგიონი, რომელიც ამერიკის ესპანურენოვან ქვეყნებს აერთიანებს.

ამ ქვეყნებს მრავალი რამ აქვთ საერთო ერთმანეთთან და მათ ყოფილ კოლონიურ მეტროპოლისთან — ესპანეთთან. ყველა ამ ქვეყანაში ძირითადი ენა ესპანურია, რომელიც ოფიციალურ სტატუსს ზოგჯერ იყოფს ადგილობრივ ენებთან (გუარანი, კეჩუა, აიმარა, მაია) ან ინგლისურთან (პუერტო-რიკოში).[1] ძირითადი რელიგია კათოლიციზმია.[2]

ესპანური ამერიკა იბერო-ამერიკისგან იმით განსხვავდება, რომ ეს უკანასკნელი ასევე მოიცავს ბრაზილიას (წარსულში „პორტუგალიური ამერიკა“), ზოგიერთ შემთხვევაში კი იბერიის ნახევარკუნძულის ქვეყნებს — ესპანეთსა და პორტუგალიასაც. ესპანური ამერიკა განსხვავდება ლათინური ამერიკისგან, რომელიც მასთან ერთად ასევე მოიცავს ბრაზილიას და საფრანგეთის ყოფილ კოლონიებს, გარდა აშშ-ისა და კანადის შემადგენლობაში მყოფი ასეთი ტერიტორიებისა.[3]

ქვეყნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეყანა მოსახლეობა ფართობი კმ² მშპ (ნომინალი)
მლრდ აშშ დოლარი.
მშპ (ნომინალი)
ერთ სულ მოსახლ.
მლრდ აშშ დოლარი.[4][5]
არგენტინის დროშა არგენტინა 41,214,000 2,780,400 $475.00 $11,766
ბოლივიის დროშა ბოლივია 10,227,299 1,098,581 $27.43 $2,700
ჩილეს დროშა ჩილე[6] 17,094,275 756,950 $268.20 $15,775
კოლუმბიის დროშა კოლუმბია 45,273,936 1,141,748 $366.00 $8,097
კოსტა-რიკას დროშა კოსტა-რიკა 4,579,000 51,000 $45.13 $10,432
კუბის დროშა კუბა 11,451,652 110,861 $72.30 $6,051
დომინიკელთა რესპუბლიკის დროშა დომინიკელთა რესპუბლიკა 10,090,000 48,730 $59.00 $5,834
ეკვადორის დროშა ეკვადორი 14,067,000 256,370 $80.93 $5,968
სალვადორის დროშა სალვადორი 7,185,000 21,040 $23.82 $3,875
გვატემალის დროშა გვატემალა 14,655,189 108,890 $49.88 $3,512
ჰონდურასის დროშა ჰონდურასი 7,793,000 112,492 $18.39 $2,323
მექსიკის დროშა მექსიკა 113,724,226 1,972,550 $1,177.00 $10,629
ნიკარაგუას დროშა ნიკარაგუა 5,743,000 129,494 $10.51 $1,839
პანამის დროშა პანამა 3,450,349 75,571 $36.25 $10,838
პარაგვაის დროშა პარაგვაი 6,996,245 406,752 $26.00 $4,169
პერუს დროშა პერუ 29,885,340 1,285,220 $199.00 $6,674
პუერტო-რიკოს დროშა პუერტო-რიკო 3,994,259 9,104 $93.52 $27,678
ურუგვაის დროშა ურუგვაი 3,415,920 176,215 $49.40 $16,609
ვენესუელის დროშა ვენესუელა 28,549,745 916,445 $382.40 $12,472
სულ 376,607,614 11,466,903 $3,460.16 $9,188

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. CIA – The World Factbook – Field Listing – Languages. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-03-07. ციტირების თარიღი: 2009-04-11.
  2. CIA – The World Factbook – Field Listing – Religions. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-12-24. ციტირების თარიღი: 2009-04-11.
  3. "Latin America" The Free Online Dictionary (American Heritage Dictionary of the English Language, 2000, 4th ed. Houghton Mifflin Company. Updated in 2003.)
  4. Data mostly refers to IMF staff estimates for the year 2013, made in April 2014. World Economic Outlook Database-April 2014, International Monetary Fund. Accessed on 9 April 2014.
  5. Data refers mostly to the year 2012. World Development Indicators database, World Bank. Database updated on 18 December 2013. Accessed on 18 December 2013.
  6. Demografia de Chile. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-01-27. ციტირების თარიღი: 2014-09-05.