ვერაკრუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვერაკრუსი.
ქალაქი
ვერაკრუსი
Puerto de Veracruz

ვერაკრუსი ღამით
გერბი

ქვეყანა მექსიკის დროშა მექსიკა
შტატი ვერაკრუსი
კოორდინატები 19°18′48″ ჩ. გ. 96°13′36″ დ. გ. / 19.31333° ჩ. გ. 96.22667° დ. გ. / 19.31333; -96.22667
ქალაქის მერი ჯონ რემენტეია სემპე
დაარსდა 1519
ფართობი 78.815 კმ²
ცენტრის სიმაღლე 1
მოსახლეობა 444,438 კაცი (2005)
სასაათო სარტყელი UTC-6, ზაფხულში UTC-5
სატელეფონო კოდი 229
საფოსტო ინდექსი 56330
ოფიციალური საიტი veracruz-puerto.gob.mx
Map of Mexico Demis.png
Map of Mexico Demis.png

ვერაკრუსი (ესპ. Puerto de Veracruz) — საპორტო ქალაქი და მუნიციპალიტეტი მექსიკაში. შედის ვერაკრუსის შტატის შემადგენლობაში. მდებარეობს მექსიკის ყურის სანაპიროზე. მანსანილიოს შემდეგ არის მეორე უმსხვილესი პორტი ქვეყანაში. მოსახლეობა 444 438 ადამიანი (2005).

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი დააარსა ერნან კორტემა 1519 წელს, როგორც საპორტო ბაზა და უწოდა ესპ. La Villa Rica de la Vera Cruz, "მართალი ჯვრის მდიდარი პორტი". იგი სულ მალე გახდა ახალი ესპანეთის ვიცე-სამეფოს მთავარი ატლანტიკური პორტი. ქალაქი 4-ჯერ იყო ოკუპირებული:

  • 1815 წელს – ესპანელი კოლონისტების მიერ;
  • 1838 წელს – საფრანგეთის ფლოტის მიერ;
  • 1847 წელს – აშშ-ს მიერ ამერიკა-მექსიკის ომის დროს;
  • 1914 წელს – კვლავ ამერიკული ჯარების მიერ.

ვერაკრუსს გააჩნია ოთხგზის გმირი ქალაქის წოდება.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]