დეცენტრალიზაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დეცენტრალიზაცია — პროცესი, რომლის საშუალებითაც ორგანიზაციის საქმიანობა, განსაკუთრებით ის, რაც დაგეგმვასა და გადაწყვეტილების მიღებას ეხება, გადანაწილებულია ან დელეგირებულია ცენტრალური სამმართველო მდებარეობიდან ან ჯგუფიდან პერიფერიულ ნაწილებზე.[1]

დეცენტრალიზაციის ცნებები გამოიყენება კერძო ბიზნესისა და ორგანიზაციების ჯგუფურ დინამიკასა და მენეჯმენტის მეცნიერებაში, პოლიტოლოგიაში, სამართალსა და სახელმწიფო ადმინისტრირებაში, ეკონომიკაში, ფულსა და ტექნოლოგიაში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალექსის დე ტოკვილი

სიტყვა „ცენტრალიზაცია“ პირველად გამოიყენეს საფრანგეთში 1794 წელს, როდესაც საფრანგეთის რევოლუციის შემდგომმა საფრანგეთის დირექტორიის ლიდერებმა შექმნეს ახალი სამთავრობო სტრუქტურა. თავად სიტყვა „დეცენტრალიზაცია“ კი გამოყენებულ იქნა 1820-იან წლებში.[2] „ცენტრალიზაცია“ წერილობით ინგლისურ ენაში გამოჩნდა 1800-იანი წლების პირველ მესამედში.[3] დეცენტრალიზაციის შესახებ ინფორმაციაც ასევე პირველად ჩნდება ამ წლების განმავლობაში. 1800-იანი წლების შუა პერიოდში ალექსის დე ტოკვილი წერდა, რომ საფრანგეთის რევოლუცია დაიწყო „დეცენტრალიზაციისკენ ბიძგით ... [მაგრამ საბოლოოდ გახდა,] ცენტრალიზაციის გაფართოება“.[4] 1863 წელს პენსიონერმა ფრანგმა ბიუროკრატმა მორის ბლოკმა დაწერა სტატია სახელწოდებით „დეცენტრალიზაცია“ ფრანგული ჟურნალისთვის, რომელშიც მიმოიხილავდა მთავრობის დინამიკასა და ბიუროკრატიულ ცენტრალიზაციას და საფრანგეთის ბოლოდროინდელ მცდელობებს მთავრობის ფუნქციების დეცენტრალიზაციის საკითხში.[5]

იდეები თავისუფლებისა და დეცენტრალიზაციის შესახებ ლოგიკურ დასკვნებამდე მიიტანეს XIX და XX საუკუნეებში ანტისახელმწიფოებრივმა პოლიტიკურმა აქტივისტებმა, რომლებიც საკუთარ თავს „ანარქისტებს“, „ლიბერტარიანელებს“ და დეცენტრალისტებსაც კი უწოდებენ. ტოკვილი იყო ადვოკატი, რომელიც წერდა:

ვიკიციტატა
„დეცენტრალიზაციას აქვს არა მხოლოდ ადმინისტრაციული ღირებულება, არამედ სამოქალაქო განზომილება, რადგან ის მოქალაქეებს უზრდის შესაძლებლობას, დაინტერესდნენ საზოგადო საქმეებით. ეს მათ აჩვევს თავისუფლებით სარგებლობას და ამ ადგილობრივი, აქტიური თავისუფლებების დაგროვებისგან, იბადება ყველაზე ეფექტიანი, ცენტრალური ხელისუფლების პრეტენზიების მიმართ წინააღმდეგობისუნარიანი კოლექტიურ ნება.[6]

პიერ-ჟოზეფ პრუდონი (1809–1865), გავლენიანი ანარქისტული თეორეტიკოსი[7][8] წერდა:

ვიკიციტატა
„ჩემი ყველა ეკონომიკური იდეა, რომელიც განვითარებულია ოცდახუთი წლის განმავლობაში, შეგვიძლია შევაჯამოთ სიტყვებით: სოფლის მეურნეობის-სამრეწველო ფედერაცია. ჩემი ყველა პოლიტიკური იდეა ემყარება საერთო ფორმულას: პოლიტიკური ფედერაცია ან დეცენტრალიზაცია.[9]

XX საუკუნის დასაწყისში ამერიკის საპასუხო რეაქცია ეკონომიკურ სიმდიდრესა და პოლიტიკურ ძალაუფლების ცენტრალიზაციაზე იყო დეცენტრალისტური მოძრაობა. მან დაადანაშაულა ფართომასშტაბიანი ინდუსტრიული წარმოება საშუალო დონის მაღაზიების მეპატრონეებისა და მცირე მწარმოებლების განადგურებაში და ხელი შეუწყო საკუთრების გაზრდას და მცირე მასშტაბის ცხოვრების დაბრუნებას. დეცენტრალისტურმა მოძრაობამ მოიზიდა ისეთი სამხრეთელი აგრარიკები, როგორებიც იყვნენ რობერტ პენ უორენი, ასევე ჟურნალისტი ჰერბერტ აგარი.[10] ახალი მემარცხენე და ლიბერტარიანელი პირები, რომლებიც მომდევნო წლებში იდენტიფიცირდნენ სოციალურ, ეკონომიკურ და ხშირად პოლიტიკურ დეცენტრალიზმთან ერთად, იყვნენ: რალფ ბორსოდი, ვენდელ ბერი, პოლ გუდმანი, კარლ ოგლსბი, კარლ ჰესი, დონალდ ლივინგსტონი, კირკპატრიკ სალიინგი[11] და მიურეი ბუკჩინი.[12]

მიმოხილვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სისტემური მიდგომა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცენტრალიზებული და დეცენტრალიზებული სისტემების გრაფიკული შედარება

ისინი, ვინც სწავლობენ დეცენტრალიზაციის განხორციელების მიზნებსა და პროცესებს, ხშირად იყენებენ სისტემურ თეორიულ მიდგომას. გაეროს განვითარების პროგრამის ერთ-ერთი მოხსენება ეხება დეცენტრალიზაციის თემას, სადაც ნათქვამია: „მთლიანი სისტემური პერსპექტივა, დონეების, სფეროების, დარგებისა და ფუნქციების ჩათვლით, საზოგადოების დონეს მიიჩნევს როგორც შესავალ წერტილს, სადაც განვითარების მიზნების ჰოლისტიკური განსაზღვრებებია თავად ხალხისგან წარმოქმნილი და სადაც ყველაზე პრაქტიკული სწორედ მათი მხარდაჭერა. იგი ითვალისწინებს მრავალდონიან ჩარჩოებს და განგრძობადი ინტერაქციის სინერგიულ პროცესს და ამ ციკლის განმეორებას მიიჩნევს როგორც, კრიტიკულად საჭიროს დეცენტრალიზებულის სისტემის მთლიანობის შესანარჩუნებლად მისი სტაბილური განვითარებისთვის.“[13]

მიზნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დეცენტრალიზაცია ნებისმიერ სფეროში არის რეაგირება ცენტრალიზებული სისტემების პრობლემებზე. მთავრობაში დეცენტრალიზაცია ყველაზე შესწავლილ თემატიკას წარმოადგენს და განიხილება ისეთი პრობლემების გადაჭრის გზად როგორებიცაა: ეკონომიკური ვარდნა, მთავრობის უუნარობა, დააფინანსოს ესა თუ ის მომსახურება, მოთხოვნადი მომსახურების არასათანადოდ შესრულება და უმცირესობათა საჭიროებების დაკმაყოფილება ადგილობრივ მმართველობაში. ზოგადად არაეფექტიანი, არადემოკრატიული, ზედმეტად ცენტრალიზებული სისტემების მქონე სახელმწიფოებში საჯარო სექტორის ლეგიტიმურობა შესუსტებულია და გლობალური საერთაშორისო ზეწოლაც ხორციელდება.[14] შემდეგი ოთხი მიზანი ან ამოცანა ხშირად არის აღწერილი დეცენტრალიზაციის ანალიზის სხვადასხვა დონეებში: ჩართულობა, მრავალფეროვნება, ეფექტიანობა და კონფლიქტების გადაწყვეტა.

პოლიტიკური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოლიტიკური დეცენტრალიზაცია ნიშნავს ეროვნული მთავრობების უფლებამოსილების შემცირებას პოლიტიკის შემუშავების მხრივ. ეს პროცესი ხორციელდება რეფორმატორი ინსტიტუტის მიერ, რომელიც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების ავტონომიის დელეგირებას ახდენს სუბნაციონალურ დონეზე,[15] ან მოქალაქეებს ანიჭებს უფლებას აირჩიონ უფრო დაბალი დონის თანამდებობის პირები, როგორც ადგილობრივი, ისე რეგიონალური წარმომადგენლები.[16] ქვეყნიდან გამომდინარე, მან შეიძლება მოითხოვოს საკონსტიტუციო ან ნორმატიული რეფორმები, ახალი პოლიტიკური პარტიების განვითარება, საკანონმდებლო ორგანოს გაზრდა, ადგილობრივი პოლიტიკური ერთეულების შექმნა და საადვოკატო ჯგუფების წახალისება.[17]

ადმინისტრაციული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადმინისტრაციული დეცენტრალიზაციის ოთხი ძირითადი ფორმა არსებობს.[18][19]

  • დეკონცენტრაცია, დეცენტრალიზაციის ყველაზე სუსტი ფორმა, რომლის დროსაც იცვლება გადაწყვეტილების მიღების პასუხისმგებლობა, ფინანსების მართვისა გარკვეული საჯარო ფუნქციების გადანაწილება.[20]
  • დელეგირება ანაწილებს გადაწყვეტილების მიღების, ფინანსების მართვისა და აღსრულების პასუხისმგებლობებს.
  • გადაცემა, რომლის დროსაც პასუხისმგებლობა გადაეცემა ქვე-ეროვნულ დონეზე გადაწყვეტილების მიღების, დაფინანსებისა და გარკვეული საჯარო ფუნქციების შესრულებისსაკითხებში.
  • პრივატიზაციას, რაც ნიშნავს კერძო კომპანიების მომსახურებით სარგებლობას. ან ეს შეიძლება ითვალისწინებდეს მთლიანად პასუხისმგებლობის ჩამორთმევას გადაწყვეტილების მიღება და დაფინანსებაში გარკვეული საჯარო ფუნქციების შესრულებისას.[21]

იდეოლოგიური დეცენტრალიზაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიბერტარიანული სოციალიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიბერტარიანული სოციალიზმი არის პოლიტიკური ფილოსოფიის ჯგუფი, რომლებიც ხელს უწყობენ არაიერარქიულ, არაბიუროკრატიულ საზოგადოებას კერძო საკუთრების გარეშე, წარმოების საშუალებებში. ლიბერტარიანელი სოციალისტები თვლიან, რომ დღევანდელი პირადი პროდუქტიული ქონება საერთო ან საზოგადოებრივ ნივთებად გადაქცევაა.[22] ლიბერტარიანული სოციალიზმი ეწინააღმდეგება სოციალური ორგანიზაციის იძულებითი ფორმებს. იგი ხელს უწყობს თავისუფალ ასოციაციას მთავრობის ადგილზე და ეწინააღმდეგება კაპიტალიზმის ისეთ სოციალურ ურთიერთობებს, როგორიცაა სახელფასო შრომაა.[23] ტერმინი ლიბერტარიანული სოციალიზმი ზოგი სოციალისტის მიერ გამოიყენებს თავიანთი ფილოსოფიის დიფერენციაციისათვის სახელმწიფო სოციალიზმისგან და ზოგის მიერ, როგორც მემარცხენე ანარქიზმის სინონიმად.[24][25][26]

შესაბამისად, ლიბერტარიანელი სოციალისტები თვლიან, რომ „ძალაუფლების განხორციელება ნებისმიერი ინსტიტუციონალიზებული ფორმით - იქნება ეს ეკონომიკური, პოლიტიკური, რელიგიური თუ სექსუალური - სასტიკად აქცევს როგორც ძალაუფლების მატარებელს, ისე მას, ვისზედაც იგი ახორციელებს“.[27] ზოგადად, ლიბერტარიანელი სოციალისტები თავიანთ იმედებს ამყარებენ პირდაპირი დემოკრატიის დეცენტრალიზებულ საშუალებებში, როგორიცაა ლიბერტარიანული მუნიციპალიტეტი, მოქალაქეთა შეკრებები ან მუშათა საბჭოები. ლიბერტარიანელი სოციალისტები მკაცრად კრიტიკულნი არიან იძულებითი ინსტიტუტების მიმართ, რაც ხშირად იწვევს მათ ლეგიტიმურობაზე უარის თქმას ანარქიზმის სასარგებლოდ. ადრესატები გთავაზობენ ამის მიღწევას პოლიტიკური და ეკონომიკური ძალაუფლების დეცენტრალიზაციის გზით, რაც, ძირითადად, გულისხმობს ყველაზე ფართომასშტაბიანი კერძო საკუთრების და საწარმოს სოციალიზაციას. ლიბერტარიანული სოციალიზმი უარყოფს ეკონომიკურად მნიშვნელოვანი კერძო საკუთრების ფორმების უმეტესობის ლეგიტიმურობას, კაპიტალისტური საკუთრების ურთიერთობებს განიხილავს, როგორც ბატონობის ფორმებს, რომლებიც ანტაგონისტურია ინდივიდუალური თავისუფლებისათვის.[28][29]

თავისუფალი ბაზარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავისუფალი ბაზრის იდეები, რომელიც პოპულარული იყო XIX საუკუნეში, მაგალითად ადამ სმიტის იდეები, კვლავ დაბრუნდა 1970-იან და 1980-იან წლებში. ნობელის პრემიის მფლობელი ეკონომისტი ფრიდრიხ ფონ ჰაიეკი ხაზს უსვამს, რომ თავისუფალი ბაზრები თავად არის დეცენტრალიზებული სისტემები, სადაც შედეგი წარმოიქმნება ცალკეული პირების მიერ ცალკეული შეთანხმების ან კოორდინაციის გარეშე, რომლებიც იყენებენ ფასებს სახელმძღვანელოდ.[30] როგორც ელეონორ დოილი წერს: „თავისუფალ ბაზრებზე ეკონომიკური გადაწყვეტილების მიღება დეცენტრალიზებულია ბაზარზე მოქმედ თითოეულ მონაწილეს შორის და სინქრონიზებულია ან კოორდინირებულია ფასების სისტემით“. საკუთრების ინდივიდუალური უფლება ამ დეცენტრალიზებული სისტემის ნაწილია.

ბრიუს ოუენის თქმით, ეს არ ნიშნავს რომ ყველა ფირმა უნდა იყოს თანაბრად დეცენტრალიზებული. იგი წერს: „ბაზრები ანაწილებენ რესურსებს დეცენტრალიზებულ აქტორებს შორის. დროის უმეტეს ნაწილში, ბაზრები ძალიან ეფექტიანად მუშაობს, მაგრამ არსებობს მრავალი საკითხი, რომლის მიხედვითაც ფირმები უკეთესად მოქმედებენ ჰორიზონტალური და ვერტიკალური ინტეგრაციის სხვადასხვა ხარისხით.“ გარდა ამისა, იგი წერს, რომ „ჰორიზონტალურად ან ვერტიკალურად გაფართოების ეკონომიკური სტიმულირება, ჩვეულებრივ, მაგრამ არა ყოველთვის, ეს არის თავსებადი სოციალური ინტერესის გათვალისწინებით, მომხმარებელთა კეთილდღეობის მაქსიმალური გაზრდის მიზნით“. როდესაც ეს არ ხდება, შესაძლოა, საჭირო გახდეს რეგულაცია.[31]

კრიტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დეცენტრალიზაციის შემაფერხებელი ფაქტორები მოიცავს ადგილობრივ ადმინისტრაციის ან ტექნიკურად სუსტ შესაძლებლობებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს არაეფექტიანი მომსახურება. ხშირად არასაკმარისია ფინანსური რესურსები ადგილობრივი პასუხისმგებლობების შესასრულებლად, განსაკუთრებით საწყის ფაზაში, როდესაც მათ ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. რესურსები არათანაბრადაა განაწილებული. გარდა ამისა, დეცენტრალიზაციამ შეიძლება ეროვნული პოლიტიკის კოორდინაცია ძალიან გაართულოს. არსებობს საშიშროება, რომ ადგილობრივმა ელიტებმა ფუნქციები ხელში ჩაიგდონ.[32] ამასთანავე, დეცენტრალიზაცია შეიძლება არ იყოს ისეთი ეფექტიანი, როგორც სტანდარტიზებული, რუტინული, ქსელურ პირციპზე დაფუძნებული სერვისები, იმ განსხვავებით. თუ შრომის ან რესურსების შესყიდვაში მასშტაბური ეკონომიკა იკარგება, დეცენტრალიზაციის ხარჯები შეიძლება გაიზარდოს და ცენტრალური მთავრობებიც დაკარგავენ კონტროლს ფინანსურ რესურსებზე.

მოგვარების გზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურაში მოცემულია შემდეგი რვა ძირითადი წინაპირობა, რომლებიც უნდა იყოს უზრუნველყოფილი დეცენტრალიზაციის განხორციელებისას, რათა თავიდან იქნას აცილებული „დეცენტრალიზაციის საფრთხეები“:[33]

  1. სოციალური მზადყოფნა და მექანიზმები ელიტის მხრიდან ძალაუფლების ხელში ჩაგდების თავიდან ასაცილებლად
  2. ძლიერი ადმინისტრაციული და ტექნიკური შესაძლებლობები მმართველობის მაღალ დონეებზე
  3. ძლიერი პოლიტიკური ვალდებულება მმართველობის მაღალ დონეზე
  4. ადგილობრივ დონეზე შესაძლებლობების განვითარების მდგრადი ინიციატივები
  5. გამჭვირვალეობისა და ანგარიშვალდებულების ძლიერი იურიდიული ჩარჩო
  6. ადგილობრივი თვითმმართველი ორგანიზაციების სერვისების მიწოდების კუთხით ეფექტიან ორგანიზაციებად გადაქცევა
  7. დეცენტრალიზაციის შესაფერისი მიზეზები: განზრახულობა
  8. ეფექტიანი სასამართლო სისტემა, მოქალაქეთა ზედამხედველობა და ანტიკორუფციული ორგანოები დეცენტრალიზაციის კორუფციულობის თავიდან ასაცილებლად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Fisman, Raymond and Roberta Gatti (2000). Decentralization and Corruption: Evidence Across Countries, Journal of Public Economics, Vol.83, No.3, pp. 325–4
  • Richard M. Burton, Børge Obel, Design Models for Hierarchical Organizations: Computation, Information, and Decentralization, Springer, 1995, ISBN 9780792396093
  • Furniss, Norman (1974). „The Practical Significance of Decentralization“. The Journal of Politics. 36 (4): 958–82. doi:10.2307/2129402. ISSN 0022-3816. JSTOR 2129402.
  • Treisman, Daniel The Architecture of Government: Rethinking Political Decentralization, Cambridge University Press, 2007, ISBN 9780521872294

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დეცენტრალიზაცია

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Definition of decentralisation , Merriam-Webster Dictionary, accessed march 5, 2013.
  2. Vivien A. Schmidt, Democratizing France: The Political and Administrative History of Decentralization,Cambridge University Press, 2007, p. 22 , ISBN 9780521036054
  3. Barbara Levick, Claudius, Psychology Press, 2012, p. 81 , ISBN 9780415166195
  4. Vivien A. Schmidt, Democratizing France: The Political and Administrative History of Decentralization, p. 10 .
  5. Robert Leroux, French Liberalism in the 19th Century: An Anthology, Chapter 6: Maurice Block on "Decentralization", Routledge, 2012, p. 255 , ISBN 9781136313011
  6. A History of Decentralization , Earth Institute of Columbia University website, accessed February 4, 2013.
  7. (1918) რედ. George Edward Rines: Encyclopedia Americana. New York: Encyclopedia Americana Corp., გვ. 624. OCLC 7308909. 
  8. (1995) Émile Durkheim. New York: Routledge, გვ. 79. 
  9. "Du principe Fédératif" ("Principle of Federation"), 1863.
  10. Craig R. Prentiss, Debating God's Economy: Social Justice in America on the Eve of Vatican II, Penn State Press, 2008, p. 43 დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-05-03. ციტირების თარიღი: 2020-05-05., ISBN 9780271033419
  11. Kauffman, Bill (2008). "Decentralism". In Hamowy, Ronald (ed.). The Encyclopedia of Libertarianism. The Encyclopedia of Libertarianism. Thousand Oaks, CA: SAGE Publications, Cato Institute. pp. 111–13. doi:10.4135/9781412965811.n71. ISBN 978-1-4129-6580-4. LCCN 2008009151. OCLC 750831024. Archived from the original on 2016-05-01ცარიელი დამოწმება (დახმარება)
  12. David De Leon, Leaders from the 1960s: A Biographical Sourcebook of American Activism, Greenwood Publishing Group, 1994, p. 297 დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-11-05. ციტირების თარიღი: 2020-05-05., ISBN 9780313274145
  13. "Decentralization: A Sampling of Definitions", 1999, p. 13.
  14. Holger Daun, School Decentralization in the Context of Globalizing Governance: International Comparison of Grassroots Responses, Springer, 2007, pp. 28–29 , ISBN 9781402047008
  15. Spina, Nicholas. „Explaining political decentralization in parliamentary democracies“: 428–457. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  16. Treisman, Daniel (2007). The architecture of government: rethinking political decentralization. Cambridge University Press. ISBN 9780521872294. 
  17. Political Decentralization , Decentralization and Subnational Economies project, World Bank website, accessed February 9, 2013.
  18. Different forms of decentralization , Earth Institute of Columbia University, accessed February 5, 2013.
  19. "Decentralization: A Sampling of Definitions", 1999, p. 8.
  20. By the way chosen by the Italian Supreme Court, the regional legislature is allowed to add its administrative penalties to national criminal punishment: Buonomo, Giampiero (2004). „Patrimonio dello Stato: le norme speciali e il taglio abusivo di bosco“. Diritto&Giustizia Edizione Online. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-24.
  21. Summary of Janet Kodras , "Restructuring the State: Devolution, Privatization, and the Geographic Redistribution of Power and Capacity in Governance", from State Devolution in America: Implications for a Diverse Society, Edited by Lynn Staeheli, Janet Kodras, and Colin Flint, Urban Affairs Annual Reviews 48, SAGE, 1997, pp. 79–68 at Restructuring local government project website.
  22. "The revolution abolishes private ownership of the means of production and distribution, and with it goes capitalistic business. Personal possession remains only in the things you use. Thus, your watch is your own, but the watch factory belongs to the people."[1]Alexander Berkman. "Now and After|What Is Communist Anarchism?" დაარქივებული 2012-05-23 საიტზე Wayback Machine.
  23. As Noam Chomsky put it, a consistent libertarian "must oppose private ownership of the means of production and the wage slavery, which is a component of this system, as incompatible with the principle that labor must be freely undertaken and under the control of the producer". Chomsky (2003) p. 26 დაარქივებული 2016-05-05 საიტზე Wayback Machine.
  24. Ostergaard, Geoffrey. "Anarchism". A Dictionary of Marxist Thought. Blackwell Publishing, 1991. p. 21.
  25. Chomsky (2004) p. 739
  26. Ross, Dr. Jeffery Ian. Controlling State Crime დაარქივებული 2015-03-18 საიტზე Wayback Machine. , Transaction Publishers (2000) p. 400 ISBN 0-7658-0695-9
  27. Ackelsberg, Martha A. (2005). Free Women of Spain: Anarchism and the Struggle for the Emancipation of Women. AK Press, გვ. 41. ISBN 978-1-902593-96-8. 
  28. Paul, Ellen Frankel et al. Problems of Market Liberalism Cambridge University Press (1998) p. 305
  29. However, libertarian socialism retains respect for personal property.
  30. Marvin Zelkowitz, Editor, Advances in Computers, Volume 82, Academic Press, 2011, p. 3 დაარქივებული 2016-05-28 საიტზე Wayback Machine. , ISBN 9780123855138
  31. Bruce M. Owen, Antecedents to Net Neutrality დაარქივებული 2013-06-17 საიტზე Wayback Machine. , Cato Institute publication "Regulation", Fall, 2007, p. 16.
  32. Chapter 2. Decentralization and environmental issues , "Environment in decentralized development", United Nations Food and Agriculture Organization ("FAO"), accessed February 23, 2013; also see Environment in Decentralized Decision Making, An Overview დაარქივებული 2013-05-29 საიტზე Wayback Machine. , Agricultural Policy Support Service, Policy Assistance Division, FAO, Rome, Italy, November 2005.
  33. Sharma, Chanchal Kumar (2014, Nov.12). Governance, Governmentality and Governability: Constraints and Possibilities of Decentralization in South Asia. Keynote Address, International Conference on Local Representation of Power in South Asia, Organized by Department of Political Science, GC University, Lahore (Pakistan), Nov.12–14. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 11, 2015.