სენტ ლუსია (Saint Lucia) - სახელმწიფო ამავე სახელწოდების კუნძულზე, კარიბის ზღვაში, მცირე ანტილიის კუნძულების სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. შედის ერთა თანამეგობრობაში. ფართობი - 616 კმ2. მოსახლეობა - 160 ათასი კაცი. მოსახლეობის უმრავლესობა ზანგი და მულატია. რელიგია - ქრისტიანობა (85% კათოლიკე). დედაქალაქი - კასტრი. ოფიციალური ენა - ინგლისური. დიდი ნაწილი საუბრობს ფრანგული ენის ადგილობრივ დიალექტზე - პატუა. ეროვნული დღესასწაულია 22 თებერვალი - დამოუკიდებლობის დღე. ფულის ერთეულია აღმოსავლეთ კარიბის დოლარი.
სენტ ლუსია შედის ქარპირა კუნძულების ჯგუფში. კუნძული ვულკანური წარმოშობისაა. რელიეფი უმთავრესად მთაგორიანია. სიმაღლე 950 მეტრამდე. ჰავა ტროპიკული პასატურია, ნოტიო. ნალექები დაახლოებით 1500 მმ წელიწადში. არის ცხელი წყაროები. ნიადაგები ნოყიერი. მთაში შემორჩენილია მარადმწვანე ტროპიკული ტყე.
|
|
|
|
|
|
| გეოგრაფია |
|
|
|
| აბსოლუტური |
|
|
| კონსტიტუციური |
|
|
| არჩევითი |
|
|
| სუბნაციონალური |
|
|
კურსივით აღნიშნულია თანამეგობრობის ის წევრები, რომელთაც ერთი და იგივე მონარქი ჰყავთ სახელმწიფოს მეთაურად.
1 მონარქის სახელმწიფოს მეთაურად ყოფნა სადავოა.
2 ტექნიკურად კონსტიტუციური, მაგრამ ეფექტურობით აბსოლუტური.
3 იყენებს სახელს პრეზიდენტი.
|
|