ამაზონი

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეს სტატია მდინარის შესახებაა. მითიური ხალხისთვის, იხილეთ ამაძონები. სხვა მნიშვნელობებისთვის, იხილეთ ამაზონი (მრავალმნიშვნელოვანი).
ამაზონი
მდებარეობა: სამხრეთ ამერიკა
სიგრძე: 6,400 კვ.კმ.
აუზის ფართობი: დაახ. 7 მლნ. კვ.კმ
სათავე: ნევადო მისიმი
ჩაედინება: ატლანტის ოკეანე
ქვეყნები: ბრაზილია, პერუ, ბოლივია, კოლუმბია, ეკვადორი ,ვენესუელა

ამაზონი - მდინარე სამხრეთ ამერიკაში. მდინარე უდიდესია მსოფლიოში აუზითა და წყალუხვობით. წარმოქმნილია მდინარე მარანონისა და უკაიალის შეერთებით. მდინარის სიგრძე მარანონის სათავიდან 6400 კილომეტრია, უკაიალის სათავიდან - 7025 კმ. აუზის ფართობი - 7180 ათასი კმ2. უდიდესი შენაკადებია რიო–ნეგრო, მადეირა, ტოკანტინსი. მის დელტაში მდებარეობს კუნძული მარაჟო, რომელზედაც თავისუფლად დაეტეოდა ისეთი ქვეყანა როგორიცაა ბელგია.

ამაზონის აუზის დიდი ნაწილი მდებარეობს ბრაზილიაში, სამხრეთ-აღმოსავლეთი და აღმოსავლეთი ნაწილი - ბოლივიაში, პერუში, ვენესუელაში, ეკვადორსა და კოლუმბიაში. ამაზონი ეკვატორთან ახლოს ჩაედინება ატლანტიის ოკეანეში.


პირადი ხელსაწყოები