მექსიკის მეორე იმპერია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მექსიკის იმპერია
Imperio Mexicano

 

1864 — 1867  

დროშა გერბი

მექსიკის მეორე იმპერია
დედაქალაქი მეხიკო
ენა ესპანური
რელიგია კათოლიკური ეკლესია
ფულის ერთეული პესო
იმპერატორი
 - 1864–1867 მაქსიმილიან I
რეგენრი
 - 1863–1864 ხუან ალმონტე

მექსიკის მეორე იმპერია – ეწოდებოდა მექსიკის მმართველობის რეჟიმს 1864-1867 წლებში. იგი შეიქმნა საფრანეგთის იმპერატორ ნაპოლეონ III-ის მიერ, რომელმაც მექსიკის კამპანიით სცადა აღედგინა ადრეული, ნაპოლეონისეული საფრანგეთის დიდება. სამხედრო ჩარევის შედეგად (მექსიკა-საფრანგეთის ომი) მექსიკის სათავეში დასვეს ავსტრიის ერცჰერცოგი მაქსიმილიან ფერდინანდი, შემდეგში მაქსიმილიან I. საფრანგეთის დიდი მცდელობისა და ავსტრიისა და ესპანეთის სამეფო კარის მხარდაჭერით, მექსიკაში ჩამოყალიბდა ევროპული ტიპის მონარქიული სისტემა.

საფრანგეთს მხარს უჭერდა მექსიკის კონსერვატიული ნაწილი და დიდგვაროვნები, რომლებიც იმედოვნებდნენ, რომ ამით წერტილი დაესმებოდა რევოლუციათა ციკლს და დამყარდებოდა სტაბილურობა.

მექსიკის დელეგაციის მიერ მაქსიმილიან ფერდინანდისთვის მექსიკის ტახტის შეთავაზება. 1863 წ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]