| ქალაქი
ჰავანა
La Habana
| დროშა |
გერბი |
 |
 |
|
ჰავანა (სრული სახ. ესპ. San Cristóbal de La Habana) — კუბის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი კარიბის რეგიონში 2,2 მილიონიანი მოსახლეობით.
ჰავანა 1515 წელს დააფუძნა კონკისტადორმა დიეგო ველასკეს დე კელარმა კუნძულის სამხრეთ სანაპიროზე, თანამდეროვე ქალაქ სურგიდერო-დე-ბატაბანიოსთან. ქალაქმა მის დღვანდელ ადგილზე 1519 წელს გადმოინაცვლა.
ჰავანა თავდაპირველად სავაჭრო პორტი იყო, თუმცა მისი მზარდი პოლიტიკური მნიშვნელობის გამო 1607 წელს კუბის (იმ დროისთვის ეპანური კოლონიის) დედაქალაქი და ახალ მსოფლიოში ესპანური კოლონიების მთავარი პორტი გახდა.
ჰავანა პირატთა ხშირი თავდასხმების მსხვერპლი იყო. 1553 და 1555 წლებში იგი გაძარცვეს, ხოლო 1538 წელს კი ერთიანად გადაწვეს. შვიდწლიანი ომის დროს 1762 წელს ბრიტანელებმა ესპანელებს ქალაქი წაართვეს და პორტი თავისუფალი ვაჭრობისთვის გახსნეს, შემოიყვანეს რა ათასობით აფრიკელი მონა. ომის დამთავრების შემდეგ ბრიტანელებმა ქალაქი ფლორიდაზე გაცვალეს. ქალაქის დაბრუნების შემდეგ ესპანელებმა იქ აშენებული ციხესიმაგრეებითა და გალავნებით ჰავანა ამერიკაში ყველაზე დაცულ ქალაქად აქციეს.
1920 წელს აშშ-ში ბუტლეგერობის პერიოდში ჰავანა, მონრეალის მსგავსად, ამერიკელთა პოპულარული გასართობი ქალაქი გახდა, თუმცა ღამის კლუბებისა და კაზინოების უმრავლესობა დახურულ იქნა 1959 წელს კუბის რევოლუციის შემდეგ.
- მალეკონი (Malecón) — სანაპირო გამზირი ქალაქის გალავნის გასწვრივ ჰავანას ჩრდილოეთში.
- ლა-პუნტა — პრადოს გამზირის დასაწყისი, ანუ პასეო-დელ-პრადო. ეს არის პრადოსა და მალეკონის გამზირების გადაკვეთა.
- ლა-რამპა — 23-ე გამზირის სეგმენტი კალე ლ-დან (ლ ქუჩა) მალეკონამდე სადაც ქალაქის ძირითადი ღამის გასართობი დაწესებულებები მდებარეობს (კლუბები, კინოთეატრები, სასტუმროები, ბარები, ა.შ.). ტერასებად დაყოფილი დაქანების წყალობით წარმტაცი ხედია ზღვაზე.
- ხაკომინო — სან-მიგელის გზის ნაწილი ვირგენ-დელ-კამინოსა და სიუდად-მარს შორის (დასავლეთ-აღმოსავლეთი) და გარდიოლასა-დე-ლა-ფერნანდას შორის (ჩრდილოეთ-სამხრეთი). სამი ძირითადი ქუჩაა სანტა-ემილია, კალზადა-და-ბელტრანი.
- ჰავანის უნივერსიტეტი — დაარსდა ორასი წლის წინ და კუბის ყველაზე ცნობილი უნივერსიტეტია.
- ძველ ჰავანაში დიდი რაოდენობით ესპანური კოლონიური არქიტექტურის ნიმუშია შემონახული და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.
-
-
-
-
-
ჰოტელ ნაციონალ დე კუბა მალეკონიდან
-
-
-
-
მალეკონი სასტუმრო ნაციონალთან
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
|
|
|
| |
ბას-ტერი, გვადელუპა2
ბასტერი, სენტ-კიტსი და ნევისი
ბელმოპანი, ბელიზი
ბრიჯტაუნი, ბარბადოსი
კასტრი, სენტ-ლუსია
შარლოტა-ამალია, აშშ-ის ვირჯინის კუნძულები3
კოკბერნ-ტაუნი, ტერქსისა და კაიკოსის კუნძულები1
ფორ-დე-ფრანსი, მარტინიკა2
ჯორჯტაუნი, კაიმანის კუნძულები1
გვატემალა, გვატემალა
გუსტავია, სენ-ბართელმი2
ჰამილტონი, ბერმუდის კუნძულები1
ჰავანა, კუბა
|
კინგსტონი, იამაიკა
კინგსტაუნი, სენტ-ვინსენტი და გრენადინები
მანაგუა, ნიკარაგუა
მარიგო, სენ-მარტენი2
მეხიკო, მექსიკა
ნასაუ, ბაჰამის კუნძულები
ნუუკი, გრენლანდია5
ორანესტადი, არუბა4
ოტავა, კანადა
პანამა, პანამა
ბრეიდსი (დე-ფაქტო), პლიმუთი (დე-იურე), მონსერატი1
პორტ-ოვ-სპეინი, ტრინიდადი და ტობაგო
პორტ-ო-პრენსი, ჰაიტი
|
როუდ-ტაუნი, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები1
როზო, დომინიკა
სენ-პიერი, სენ-პიერი და მიკელონი2
სან-ხოსე, კოსტა-რიკა
სან-ხუანი, პუერტო-რიკო3
სან-სალვადორი, სალვადორი
სანტო-დომინგო, დომინიკელთა რესპუბლიკა
სენტ-ჯორჯესი, გრენადა
სენტ-ჯონზი, ანტიგუა და ბარბუდა
ტეგუსიგალპა, ჰონდურასი
ვალი, ანგილია1
ვაშინგტონი, აშშ
ვილემსტადი, ნიდერლანდის ანტილები4
|
|
|
| 1 გაერთიანებული სამეფოს ზღვისიქითა ტერიტორია. 2 საფრანგეთის ზღვისიქითა გაერთიანება ან ზღვისიქითა დეპარტამენტი. 3 აშშ-ის კუნძულოვანი ტერიტორიები. 4 ნიდერლანდის სამეფოს ავტონომიური რეგიონები. 5 დანიის სამეფოს ავტონომიური რეგიონები. |
|