არაუკარია

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
არაუკარია
Zweig einer Araukarie.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
ლათინური სახელი
Araucaria
დაცვის სტატუსი

არაუკარია (Araucaria), წიწვოვან მცენარეთა გვარი არაუკარიისებრთა ოჯახისა. ცნობილია 20-მდე სახეობა. გავრცელებულია სამხრეთ ამერიკაში, ავსტრალიასა და წყნარი ოკეანის კუნძულებზე. 50-60, ზოგჯერ 90 მ სიმაღლის ბრტყელწიწვიანი, რგოლურად განლაგებული ტოტებისა და ფარჩხატი ვარჯის მქონე ხეებია.

არაუკარია სითბოს მოყვარულია. საქართველოში ინტროდუცირებულია ამ გვარის რამდენიმე სახეობა. მათგან ყველაზე ყინვაგამძლე ჩილური არაუკარია (Araucaria aracuana) ჩილეს მთებიდან არის შემოტანილი და დეკორატიულ მცენარედ მოშენებულია შავი ზღვის სანაპიროზე. სხვა სახეობებს (Araucaria excelsa, Araucaria bidwilli და სხვა) უფრო მეტად ოტახებსა და ორანჟერეებში აშენებენ. ზოგი სახეობის თესლი იჭმება. მერქანს სამსენებლო მასალად იყენებენ.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 1, გვ. 543, თბ., 1975
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე