ჩოგბურთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩოგბურთი

ჩოგბურთი — სპორტის სახეობა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისტორიკოსების უმრავლესობის აზრით, ჩოგბურთი XIII საუკუნის საფრანგეთში ჩაისახა. თუმცა დღემდე გამოცანად რჩება, თუ ვინ ითვლება ამ თამაშის ნამდვილ ფუძემდებლად. ისტორიკოსების უმრავლესობა თანამედროვე ჩოგბურთის მამამთავრად დიდი ბრიტანეთის კავალერის მაიორს უოლტერ კლოპტონ უინგფილდს (Walter Clopton Wingfield) მიიჩნევენ. 1873 წელს უინგფილდმა ახალი თამაშის წესები გამოაქვეყნა, რომელიც ეფუძნებოდა რამდენიმე თამაშის პრინციპებს, კერძოდ: კორტ-ჩოგბურთს, ბადმინტონს, ფაიფსა და რეკიტს. იმისთვის, რომ გამომგონებლის უფლება შეენარჩუნებინა, ამ თამაშს „სფერისტიკა“ უწოდა (sphairistik ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს „ითამაშე ბურთი“). პირველი საჩოგბურთო ტურნირი 1877 წლის 9 ივნისს ჩატარდა , რომელსაც შემდგომში უიმბლდონი ეწოდა.

თამაშის წესები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საჩოგბურთო მოედანს კორტი ჰქვია. თამაშები ერთეულთა და წყვილთა თანრიგებში ტარდება. მოთამაშეების ამოცანაა ჩოგნის დახმარებით ბურთი გადაიტანონ მოწინააღმდეგის ნახევარზე. ჩამწოდებელ მოთამაშეს ბურთის ორჯერ ჩაწოდების უფლება აქვს. მეორე ჩაწოდებას ის იყენებს მაშინ, თუ პირველი ვერ ჩააგდო ჩაწოდების მოედანში ან ბადეს ვერ გადააცილა. ერთ მოგებულ გათამაშებაზე მოთამაშეც ეწერება 15 ქულა, შემდეგ მოგებულზე ასევე 15, მესამეზე კი 10 ქულა (ე. ი. 15, 30 და 40). ხოლო, მეოთხე მოგებულ გათამაშებაზე ჩოგბურთელი უკვე იგებს. თუ ანგარიში თანაბარია (ე. ი. 40-40), მაშინ ერთ-ერთმა მოთამაშემ ზედიზედ 2 გათამაშება უნდა მოიგოს. 6 თამაშის მოგების შემთხვევაში მოთამაშე იგებს სეტს. თუ ანგარიში 6:6-ია, მაშინ ხდება დამატებითი გათამაშება, რომელსაც ფრემტეხი (ე.წ. „ტაიბრეიკი“) ჰქვია. ჩოგბურთელმა უნდა მოიგოს 2 სეტი თამაშის მოსაგებად. გამონაკლისია მამაკაცთა შორის დიდი მუზარადის ტურნირები, სადაც ჩოგბურთელს სჭირდება 3 სეტის მოგება თამაშის მოსაგებად.

დიდი მუზარადის ტურნირები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიდი მუზარადის ტურნირები ყველაზე პრესტიჟულია საჩოგბურთო სამყაროში. ტრადიციულად ტარდება 4 ასეთი ტურნირი, კერძოდ ავსტრალიის ღია პირველობა, საფრანგეთის ღია პირველობა, უიმბლდონი და ამერიკის ღია პირველობა.

დიდი სლემი
პერიოდი ტურნირი ადგილმდებარეობა ზედაპირი
იანვარი ავსტრალიის ღია პირველობა მელბურნი ჰარდი
მაისი - ივნისი საფრანგეთის ღია პირველობა პარიზი თიხნარი
ივნისი - ივლისი უიმბლდონი ლონდონი ბალახი
აგვისტო - სექტემბერი ამერიკის ღია პირველობა ნიუ იორკი ჰარდი


ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
 პორტალი სპორტი — დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები სპორტზე.